სიზმარი
შენი თვალების ნაზი შუქი მეწვია ისევ,
კვლავ გამიღიმა შენს ბაგესთან ველურმა შრამმა.
მე კვლავ მოგენდე, ის ტკივილი კვლავ განვიცადე,
მე კვლავ მოგენდე და მეორედ მე გავხდი "დამა".
ვიცი, ძნელია ჩემი ბედი, ღვთით დაწყევლილი,
ვიცი ძნელია, და მე მაინც სიყვარულს ვითხოვ...
ციფერ ბურუსში მე მომნახავს იების ტევრი
და ჩემს ბაგესაც გაანათებს იმედის სიტკბო.
ისევ დავუცდი შენსშეხედვას, შენს გაღიმებას
და თუ ვეღირსე, ისევ მოგცემ უფლებას კოცნის,
შენ გაიღიმებ და სიზმარიც აქ დამთავრდება,
მე გავიღიმებ და სურვილი გამივლის კოცნის...

ეს ლექსი 22 წლის წინ დავწერე.
სიბერეში უნიჭო ბავშვობაც კარგად გაგონდება.