კრიალოსანი. ქართული ქრისტიანული ჟურნალი, N 2 (48),თებერვალი 2009. რედაქტორი: პროფესორი გელა ლობჟანიძე კონსულტანტი მღვდელი გიორგი სამსონიძე. სარედაქციო კოლეგია: ირინე ქებურია, მარიამ სამსონიძე, ლია ხამხაძე. ახლავს საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი: ძირითადი რეგისტრაციის N9, მიმდინარე რეგისტრაციის N2, რეცენზენტი: პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი.მოსკოვში, ალექსეევის დედათა მონასტერში იმყოფება ღვთისმშობლის ხატი “აღმადგინებელი”. ის XVIII ს-ის ბოლოს მრავალი სასწაულით განდიდდა. ზეციური დედოფალი დგას სნეულის სარეცელთან, რომლის ბაგეზეც რძე მოჩანს. ღვთისმშობლის ამგვარად გამოსახვა შემდეგ მოვლენას მოჰყვა: ერთ ღვთისმოსავ კლირიკოსს ტაძარში შესვლისას და იქიდან გამოსვლისას ჩვეულებად ჰქონდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე მუხლი მოედრიკა და ეთქვა: “გიხაროდენ მიმადლებულო!...” ერთხელ კლირიკოსი ავად გახდა. მას ენა დაულპა და ძლიერი ტკივილისაგან გრძნობაც კი დაკარგა. როცა გონს მოვიდა, ლოცვა ჩვეულებისამებრ წარმოსთქვა და იმავე წუთს სარეცელთან ულამაზესი ყმაწვილი იხილა. ეს იყო მფარველი ანგელოზი. მან თანაგრძნობით შეხედა სნეულს და ღვთისმშობელს თხოვნით მიმართა: “ენა, რომელი დაუდუმებელად გაქებდა შენ, ამჟამად მოწყლულია. ჰოი, მწყალობელო დედაო, მიაპყარ შენი მშობლიური მზერა მას და შეიწყალე”.
უცებ გამოჩნდა ღვთისმშობელი, მან შეიბრალა ტანჯული, თავისი ძუძუდან ერთი წვეთი რძე სნეულის ბაგეებს დააწვეთა და გაუჩინარდა. ავადმყოფმა იგრძნო, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა.
-----------------------------------------
გეკითხებით- არის თუ არა მსგავსი რამის დაწერა
მკრეხელობა? მე რომ ასეთი ფაქტების არ მჯერა, და ვუწოდებ ასეთ რამეებს რელიგიურ ისტერიას და ფსევდომართლმადიდებლობას, ე.ი. არ ვარ მართლმადიდებელი?