მოდერატორებს ვთხოვ თემა პოლიტიკაში გადაიტანონ თუ აქ არ შეიძლება ასეთი თემების განხილვა.
საინტერესო რაღაცაა მგონი და იმიტომ დავდე. აგრესიული მაგრამ სიმართლე. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.
http://itnexclusive.ge/index.php?option=co...id=568&Itemid=1ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (ნაწილი მესამე) - საკონცენტრაციო ბანაკი "საქართველო"
10:22 - 09.02.2009
ლევან გუდაძე
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს მოვლენებზე ბევრი ითქვა და დაიწერა ფუნდამენტალური ანალიზი იმისა თუ რა დაიწყო 7 აგვისტოს გვიან ღამით და როდის და როგორ დასრულდება არ გაკეთებულა. მხოლოდ გაცხადდა ის რომ კრიმინალმა და სამხედრო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილმა ძირითადად ქართველი-ოსებით კომპაქტურად დასახლებული, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, სეპარატისტულად გამნწყობილი რეგიონის წინააღმდეგ, სამხედრო კამპანია წამოიწყო, რასაც საქართველო-რუსეთს შორის უთანასწორო ბრძოლა და სეპარატისტული ტერიტორიების დე-იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა.
თუნდაც უკვე ეს ფაქტი მეტყველებს საქართველოში არსებული კრიმინალური რეჟიმის რაობასა და მიზნებზე, თუმცა აღნიშნული პუბლიკაცია კიდევ უფრო რთულ და კომპლექსურ საკითხს, საკონცენტრაციო ბანაკ "საქართველოს" ეხება. საკონცენტრაციო ბანაკს სადაც არ აქვს მომავალი მოქალაქეს და ადამიანს, მაგრამ აქვს მომავალი რეჟიმის ერთგულ ჯალათს და მკვლელებს.
ეს ყოველივე იგივე 7 აგვისტოს გვიან ღამით დაწყებული საქართველოს ისტორიის ახალი ფურცლის ახალი ტრაგიკული ეპიზოდია და ავბედითი დღევანდელობის ჯერ არ დანახულ არ აღიარებული სინამდვილე. ზუსტად ამიტომ აღნიშნულ თემაზე ყურადღების გამახვილება, როგორც მოქალაქემ და როგორც ჟურნალისტმა ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ ჩავთვალე. და ვინაიდან საკონცენტრაციო ბანაკი "საქართველო" ობიექტურად არსებული მოცემულობაა ეს პუბლიკაციაც საზოგადოებაში კრიმინალური და მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის დაწყების მოწოდებაა და არა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის სტატია.
დიახ პატივცემულო მკითხველო, შეგნებულად არ ვერიდები სიტყვა მოწოდებას, რადგან დრო ცოტა გვაქვს და უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე თვე, უარეს შემთხვევაში კი რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ მომენტს როცა სააკაშვილის რეჟიმის ღიად ანტირუსული პოლიტიკის შედეგად "გაცოფებული" რუსეთის ფედერაციის ზღვარგადასული აგრესიის მორიგი ეტაპი დაიწყება და აფზაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ანალოგიურად, ხელოვნურად შექმნილი აგრესორი სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებს დაიკავებს.
რა იქნება საქართველო მაშინ? თუ დღეს უკვე საკონცენტრაციო ბანაკია, საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამინს არ აქვს უფლება იყოს თავისუფლი, მაგრამ აქვს უფლება იყოს ჩუმად ან მკვდარი, სადაც ადამიანს არ აქვს უფლება იყოს ბედნიერი და წარმატებული, მაგრამ აქვს უფლება იყოს რეჟიმის ჯალათი და მონა, სადაც ადამიანს არ აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი და საკუთარი ქვეყნის ბედი და მაგრამ აქვს უფლება დაივიწყოს ქვეყნისა და საზოგადოებისადმი არსებული ვალდებულებები.
რა იქნება საქართველო ხვალ თუ დღეს საქართველო არაადამიანური რეჟიმის კონტროლ ქვეშ მყოფი საკონცენტრაციო ბანაკია?
გეტყვით რა იქნება ხვალ... გეტყვით რას ვფიქრობ და გეტყვით რატომ ვფიქრობ, რადგან ხვალ იქნება ბეჭვდით მედიაში დარჩენილ რამდენიმე რეალურად დამოუკიდებელ რედაქციაში შეჭრა, რედაქციების დახურვა და ჟურნალისტების, თავისუფალი სიტყვის დევნა. ხვალ იქნება რეალური პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთა მასობრივი დაპატიმრება. ხვალ იქნება განსაკუთრებით ურჩი და თავისუფლების მოყვარული მოქალაქეების ლიკვიდაცია და თუ საქართველო თავისუფლების მოყვარული ხალხის ქვეყანაა, ლიკვიდირებულ იქნება ათეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე. ხვალ იქნება სიკვდილის ბრიგადების თარეში, როგორიც ჯერ არ გვინახავს და თვით ხვალ აღარ იარსებებს როგორც ეგეთი, რადგან იქნება დღეს გადარჩენა მხოლოდ. ესე იქნება და იქნება უდაოდ, რადგან კრიმინალი სააკაშვილი და მისი ხროვა დაადგა გზას, რომელიც უკვე განვლო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა ათეულობით რეჟიმმა აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.
ეს იქნება ხვალ და როგორც უკვე ავღნიშნე იქნება აუცილებლად, თუ დღეს არ მოვინდომებთ და დღეს არ დავიწყებთ ბრძოლას ხვალინდელი თავისუფლებისთვის. ხოლო ის თუ ვინ როგორ და რა მეთოდებით შეეწინააღმდეგება კრიმინალურ რეჟიმს თითოეულმა მოქალაქემ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. ინდივიდუალურად, რადგან მინიმუმ ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც საერთო სახალხო განმანთავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში. და ესეც დღევანდელი რეალობაა, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. მით უმეტეს თუ არაერთი მოქალაქე სწორედ პოლიტიკურ ოპოზიციად წოდებულ პარტიათაგან ელის ინციატივას და ივიწყებს, რომ ეს პარტიებიც იმდენადვე არიან კორუმპირბულნი რამდენადაც თავად პოლიტიკური სისტემა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენენ და რომელიც შევარდნაძე-სააკაშვილის კოლონიალურმა რეჟიმმა ამერიკელი ბატონების მითითებითა და დახმარებით შექმნა.
მოკლედ ჭადრაკის ტერმინოლოგიას მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ საქართველო და თითოეული ჩვენთაგანი ცაიტნოტურ მდგომარეობაშია, ბრძოლა თავისუფლებისთვის ჯერ არ დაწყებულა და დრო უკვე თავდება. დრო თავდება და მიჭირს იმის თქმა თუ როგორ მოვახერხებთ ქვეყნის დამოუკიდებელი სტატუსისა და თუნდაც დღეს კიდევ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების შენარჩუნებას. და ეს მაშინ, როცა სააკაშვილის კოლონიალური რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალი ძალით დაიწყეს მოსახლეობის დატერორება და განსხვავებული აზრისა და პოზიციის მქონე ადამიანების რუსეთის აგენტებად და მოღალატეებად შერაცხვა. ასეთ პირობებში, 2007 წლის 7 ნოემბრის გამოცდილების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლის რესურსი ქვეყანაში ამოწურულია. საქართველოს ყვლა მოქალაქეს კი ფუნდამენტალური არჩევანი აქვს გასაკეთებელი.
კითხვა, იქნები რეჟიმის ჯალათი და მონა? თუ იქნები ადამიანი და იბრძოლებს თავისუფლებისთვის, პასუხს ელის. პასუხს ელის დღეს, რადგან არსებული რეჟიმის რაობიდან გამომდინარე ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ თვითგადარჩენის მიზნით სააკაშვილმა და მისმა ხროვამ პატრონი შეიცვალოს და თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის ნაცვლად კრემლის სამსახური დაიწყოს. კიდევ ბევრი შეიძლება ითქვას და დაიწეროს მაგრამ გრძელი სიტყვა თუ მოკლედ ითქმის მოკლედ ესე გამოდის, --- საქართველო დღეს მძიმედ არის დაჭრილი და ჩვენი დახმარება სჭირდბა. რეჟიმი რომელმაც ქვეყანა სასიკვდილოდ გაიმეტა და იარების მოშუშების შესაძლებლობას არ აძლევს, უნდა განეიტრალდეს და განეიტრალდეს ნებისმიერი მეთოდით. ბოლოს და ბოლოს უნდა გადავწყვიტოთ თავისუფალი ადამიანები ვართ თუ მონები, მივატოვებთ დაჭრილ ქვეყანას თუ ვიბრძოლებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე იმის რწმენით, რომ ჩვენი შვილები არა ამერიკის ან რუსეთის კოლონიაში, არამედ დამოუკიდებელ და წარმატებულ საქართველოში იცხოვრებენ, იცხოვრებენ ბედნიერად.
P.S.
ნებისმიერ შემთხვევაში დამოუკიდებელი საქართველოს ერთგულ მოქალაქეებს ქვეყნის ხელისუფლებში დამოუკიდებელი, წესიერი და პროფესიონალი ადამიანები გვჭირდება. ამ მიზნის განსახირციელებლად უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე თვე, უარეს შემთხვევაში კი მხოლოდ რამდენიმე კვირა გვრჩება. არვიცი რამდენად რეალურია საერთო სახალხო ამბოხების ჯერ დაწყება, მერე წარმატებით დაგვირგვინება და შედეგად ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობის მოპოვება, თუმცა დანამდვილებით ვიცი ერთი რამ, ვიცი რომ სულ ცოტა საქართველო მაინც, უკეთესს იმსახურებს ...
კომენტარები დაიდოს .....
* * *
გესმით თქვენ უინტრესო ხალხო?
გადააგდეთ ს თემა პოლიტიკაში რომ ვინმეს აზრი მაინც მოვისმინო
თქვენ ვინ ყოფილხართ ....
This post has been edited by luna-luna on 9 Feb 2009, 11:27