მე პირადად ამომივიდა ყლში ეს თქვენი კარგი გზები და შეღებილი ფასადები. ნამდვილი ქვეყანა მჭირდება და არა ბუტაფორია რაც დღეს საქართველოა. მე ვეთანხმები ამ ხალხს აგერ
http://www.itnexclusive.ge/index.php?optio...id=568&Itemid=1ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (ნაწილი მესამე) - საკონცენტრაციო ბანაკი "საქართველო"
10:22 - 09.02.2009
ლევან გუდაძე
მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს მოვლენებზე ბევრი ითქვა და დაიწერა ფუნდამენტალური ანალიზი იმისა თუ რა დაიწყო 7 აგვისტოს გვიან ღამით და როდის და როგორ დასრულდება არ გაკეთებულა. მხოლოდ გაცხადდა ის რომ კრიმინალმა და სამხედრო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილმა ძირითადად ქართველი-ოსებით კომპაქტურად დასახლებული, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, სეპარატისტულად გამნწყობილი რეგიონის წინააღმდეგ, სამხედრო კამპანია წამოიწყო, რასაც საქართველო-რუსეთს შორის უთანასწორო ბრძოლა და სეპარატისტული ტერიტორიების დე-იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა.
თუნდაც უკვე ეს ფაქტი მეტყველებს საქართველოში არსებული კრიმინალური რეჟიმის რაობასა და მიზნებზე, თუმცა აღნიშნული პუბლიკაცია კიდევ უფრო რთულ და კომპლექსურ საკითხს, საკონცენტრაციო ბანაკ "საქართველოს" ეხება. საკონცენტრაციო ბანაკს სადაც არ აქვს მომავალი მოქალაქეს და ადამიანს, მაგრამ აქვს მომავალი რეჟიმის ერთგულ ჯალათს და მკვლელებს.
ეს ყოველივე იგივე 7 აგვისტოს გვიან ღამით დაწყებული საქართველოს ისტორიის ახალი ფურცლის ახალი ტრაგიკული ეპიზოდია და ავბედითი დღევანდელობის ჯერ არ დანახულ არ აღიარებული სინამდვილე. ზუსტად ამიტომ აღნიშნულ თემაზე ყურადღების გამახვილება, როგორც მოქალაქემ და როგორც ჟურნალისტმა ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ ჩავთვალე. და ვინაიდან საკონცენტრაციო ბანაკი "საქართველო" ობიექტურად არსებული მოცემულობაა ეს პუბლიკაციაც საზოგადოებაში კრიმინალური და მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის დაწყების მოწოდებაა და არა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის სტატია.
დიახ პატივცემულო მკითხველო, შეგნებულად არ ვერიდები სიტყვა მოწოდებას, რადგან დრო ცოტა გვაქვს და უკეთეს შემთხვევაში რამდენიმე თვე, უარეს შემთხვევაში კი რამდენიმე კვირა გვაშორებს იმ მომენტს როცა სააკაშვილის რეჟიმის ღიად ანტირუსული პოლიტიკის შედეგად "გაცოფებული" რუსეთის ფედერაციის ზღვარგადასული აგრესიის მორიგი ეტაპი დაიწყება და აფზაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ანალოგიურად, ხელოვნურად შექმნილი აგრესორი სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებს დაიკავებს.
----------------------------------------------
დანარჩენი შედით და წაიკითხეთ ვისაც გაინტერესებთ ან გადაიტანეთ იმ ვითომ პოლიტიკის განყოფილებაში სადაც გინება უფრო აინტერესებთ ვიდრე საქართველო. თქვენი განმანათლებელი ხო არ ვარ. მეტი არა ჩემი მტერი თქვენ საქართველო გაინტერესებდეთ.
ბანძი ფორუმია მგონი
* * *
უინტერესო ხალხი ხართ. რუსთავი ორს უყურეთ თქვენი ღმერთები გამოვლენ ეხლა