ახალი წესები პოლიტიკის განყოფილებაშიძვირფასო თანაფორუმელებო: დღეიდან ჩვენს ფორუმზე შემოდის ახალი წესრიგი. წესრიგი რომელიც დრომ მოითხოვა და რომელიც ჩვენი აზრით ხელს შეუწყობს სიმშვიდეს, ურთიერთპატივისცემას და ჯანსაღ დისკუსიას.
მაშ ასე:
როგორც პატივცემულმა ვულფსპელმა განაცხადა:
ნებადართულია ნებისმიერი პიროვნების კორექტულობის ფარგლებში კრიტიკა, მაგრამ სასტიკად იკრძალება ფორუმელების და მესამე პირების (პიროვნებები, რომლებიც შეიძლება ფორუმს ანონიმურად კითხულობდნენ) კორექტულობის ნორმების დარღვევით შეურაცხყოფა. მესამე პირებში ასევე შედიან პოლიტიკოსები, საჯარო პირები, საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, ჩამოთვლილ პირთა ოჯახის წევრები და ნათესავები და სხვ. განსაკუთრებით კატეგორიულად იკრძალება თანაფორუმელების შეურაცხყოფა. რაც შეეხება მესამე პირთა შეურაცხყოფას - თუკი მისი წაკითხვა თანაფორუმელებმა ვერ მოასწრეს ან/და თუკი დარღვევა არ იყო განსაკუთრებით მძიმე სახის ასეთი პოსტი შეიძლება წაიშალოს, ავტორი კი გაფრთხილდეს სიტყვიერად. განმეორების შემთხვევაში კი დაისაჯოს ისევე როგორც თანაფორუმელის შეურაცხმყოფელი იუზერი.
თუმცა ისეთი გამოთქმები, რომლების თანაფორუმელთა მისამართით თქმისაც შეიძლება ვორნი მიიღოთ იგივენაირად მკაცრად არ დაისჯება მოდერატორების მიერ მესამე პირების მიმართ მათი გამოყენებისას (მაგალითად "ვაი მაგის პატრონს", "ეგ უწიგნური!" ა.შ.)
ლინკი:
გინების და შეურაცხყოფის აკრძალვა (post #12559688)პუნქტობრივად:
დღეიდან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:1. თანაფორუმელის სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, ლანძღვა, წყევლა, დამცირება) ისჯება ვორნით ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. განმეორების შემთხვევაში 1 ან მეტ დღიანი ბანით. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შეურაცხყოფის დონე ძალიან მაღალი ქინება (მაგ. 7-სართულიანი გინება) შეიძლება პირდაპირ ბანის დადებაც კი მოხდეს!
2. ყველა ასეთ გამოხდომაზე რეაგირებას მოახდენენ მოდერები (თუ მათ ვერ შეამჩნიეს, არის შესაბამისი თემა:
შეკითხვები,წინადადებები,პრეტენზიები ასე რომ ნუ შეეპასუხებით უზრდელს თემაშივე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ვორნს.
3. სასტიკად იკრძალება ადამიანთა (არა მარტო იუზერთა) შეურაცხყოფა მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო (მაგ. გაჩეჩილაძის მომხრეები სლეები არიან, ან მიშას ტრა#$ს მლოკავებო, ან შალვას მომხრეები დედაც... და მისთ.). ამ წესის დამრღვევი გაფრთხილების გარეშე დაუნდობლად მიიღებს ბანს!
4. იკრძალება პოლიტიკოსთა გინებაც! (მაგალითად: გამყრელიძის დედა ####...) არავითარი მნიშვნელობა არა აქვს სიმბოლოებით დაიწერება ეს გინება თუ არა! სასჯელი ვორნი. დასაშვებია პოლიტიკოსთა მსუბუქი გაკენწვლა (ლანძღვა-გინების გარეშე!)
5. იკრძალება ტერმინების: ”ჟოპოზიცია”, ”მიშმაკაკა”, "მიხუისტი" და სხვა მსგავსი დამამცირებელი ეპითეტების გამოყენება. სასჯელი ვორნი.
6. საინფორმაციო გამოშვების თითოეულ რეპორტაჟზე ნუ გახსნით თემებს შემდეგნაირად: "აუ გაიგეთ რა თქვა?", "ვა რა მაგარია სალომე" და ბლაბლა. თემა დაიხურება, ავტორი დაივორნება.
7. საერთოდ ყველა უარზო თემაზე თითო ვორნი, დაიხურება ნებისმიერი თემა სადაც იქნება ერთ ხაზიანი ინფო ყოველგვარი წყაროს, დასაბუთების ან თემის ავტორის მიერ აზრის გამოთქმის (კომენტარის) გარეშე.
8. წესის დარღვევის ფაქტები მოდერებს აცნობეთ შესაბამის ტემაში:
შეკითხვები,წინადადებები,პრეტენზიები და არსად სხვაგან! პრეტენზიები და წინადადებები გამოთქვით თემაში შეკითხვები, წინადადებები და პრეტენზიები ნებისმიერი ჩეთი ამ თემებში წაიშლება!
ამ წესებში შესაძლოა ახალი არაფერია ნათქვამი, მაგრამ ახალი არის ერთი, დღეიდან ეს წესები შესრულდება განუხრელად და მკაცრად! მოდერებთან ნაცნობობა არ გაჭრის!
იუზერებს ეძლევათ 24 საათი რათა ამ წესებს გაეცნონ, შესაბამისად ხვალ 14 თებერვალს, 21:00 საათიდან ეს წესები სრულიად შევა ძალაში.გრადა ამისა, მალე გამოქვეყნდება განცხადება პარალელურ ნიკებთან ბრძოლის შესახებ! ელოდეთ.
პატივისცემით, მოდერაცია.
გთხოვთ ითანამშრომლოთ ახალ გუნდთან:
Allan-poe
Carlito
D-zine
FRE
lasha_alo
orzo
rekuso
SedoySedoy
UTUFURS
ხორხე This post has been edited by UTUFURS on 10 May 2009, 17:07
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულხმა-ყო, ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და ემსგავსა მათ. (ფსალმუნი 48.20.)