http://polit-forumi.com/index.php?showtopic=4121მოგესალმებით თანაფორუმელებო
მოკლედ რომ გითხრათ ბევრს ვფიქრობ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საზოგადოების სოციალურ-ეკონომკურ მდგომარეობაზე. რაღა დავმალო და პირადად მეც საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვარ მაგრამ მთავარი და მათავრი ის არის რომ ყელში ამოვიდა ყველაფერი.
ჩემი წინა თემა იცის ამბოხებას ეხებოდა და იქიდან გამომდინარე რომ მე პირადად არანაირი ამბოხების ორგანიზების რესურსი არ მაქვს პროტესტის გაცილებით მშვიდობიან ალტერნატივამდე მივედი.
საუბარია პერმანენტული საპროტესტო აქციის დაწყებაზე პარლამენტის წინ. აქცია უნდა იყოს ჩვენს მიერ ორგანიზებული და არანაირი კავშირი არ უნდა ქონდეს პოლტიკურ ძალებთან. მსუბუქად რომ ვთქვა ამ აქციის მიზანი იქნება საზოგადოების გამოღვიძება, მოთხოვნა იქნება მინიმუმ პირველ ეტაპზე შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ყოველკვირეული დახმარების სახით 30 ევროს ლარის ეკვივალენტის გადაცემა კომპენსაციის სახით.
მოკლედ ამ თემაზე ვფიქრობ და მინდა აქცია მოვაწყოთ რადგან ამ პოლიტიკოსების იმედი მე არ მაქვს, უმოქმედობა დანაშაულად მიმაჩნია სხვა გზა კი აღარ არსებობს რადგან მეტის ნერვი მე პირადად აღარ მაქვს.
რას იტყვით? რათქმაუნდა მე მხოლოდ მონახაზი შემოგთავაზეთ და ნებისმიერი ინიციატივა მისასალმებელი იქნება თუ თემა თქვენი ყურადრების ღირსი გახდება.
დახმარება მჭირდება მოკლედ მეც და საქართვლოსაც. ასე უაზროდ ყოფნას პროტესტის ეს ფორმა მირჩევნია. გინდა აქ ვყოფილვარ კომპთან 24 საათი გინდა პარლამენტის კიბეებზე. 10-15 ადამიანი მაინც გვინდა თავიდან რომ აქცია დავიწყოთ თან აქცია პერმანენტული უნდა იყოს ანუ აღარ უნდა დავიშალოთ ხოდა კარგი შემზადებაც იქნება საჭირო.მგონი ხალხიც დაგვიდგება მხარში რადგან ნახევარი საქართველო გაუსაძლის მდგომარეობაშია და აღარავის იმედი აღარ აქვს.
ამ ღამენათევმა მოკლედ ესე გადმოგეცით სათქმელი. ეხლა თქვენი მოსაზრება მაინტრესებს. ეს აქცია ამ კვირის ბოლოსთვის შეიძლება შემზადდეს და ან ამავე კვირაში ან იმ კვირიდან დაიწყოს ...
მნიშვნელოვანი საქმე იქნება მგონი რადგან სასოწარკვეთილებაშია ხალხი და მართლა უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ რომ ასე ცხოვრებას აღარ ვაპირბთ და რომ ჩვენი უფლებების დასაცავად არაფრის მაქნისი ჟოპოზიცია არ გვჭირდება რადგან ერთმანეთის თანადგომაც ისედაც მოვახერხებთ ადამიანები.
...
/////////////////
თუ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ ამ საქმეში მონაწილეობა მიიღოთ შევიკრიბოთ დღეს საღამოს ან ხვალ და დეტალებზეც ვისაუბროთ ..