მოგესალმებით ყველას.
ამ ბოლო დროს საერთოდ ვეღარ მოვიცალე ფორუმზე შემოსასვლელად, რადგან ახალ საიტს ვაკეთებდი და ისე ჩამითრია საერთოდ ყველაფერი დამავიწყა.
ახლა კი ჯერ კიდევ დაუსრულებელი მაგრამ 80%-ით დასრულებული საიტი
http://www.tmt.geეს მაღაზია მოთავსებულია ბათუმში, და გააჩნია რამოდენიმე ქსელური მაღაზია მთელს ტერიტორიაზე.
ახლა კი დავახასიათებ რა შეუძლია ამ საიტს და რა არა. რათქმაუნდა მე ველოსიპედი გამოვიგონე როცა ის უვე დიდი ხნის წინ მოგონილი იყო, მაგრამ ჩემი გაკეთებულია 100%-ით და ამიტომ მაინც ვამაყობ:
დიზაინი ჩვეულებრივი, კომერციულ სტილში ზედმეტი ჭრელ-ჭრელი ფერების გარეშე (შემკვეთის გემოვნების მიხედვით).

საიტს გააჩნია ადმინისტრატორის და დილერთა პანელი, საიდანაც შესაძლებელია:
ადმინისტრატორის პანელი:1) კატეგორიების დამატება - იქმნება კატეგორია, რომელიც ჩაჯდება გარე მენიუში.
2) კატეგორიების რედაქტირება;
3) კატეორიების მოძრაობა - შესაძლებელია კატეგორიის ზევით ან ქვევით გადაადგილება სურვილის მიხედვით.
4) კატეგორიების წაშლა;

5) ბრენდის დამატება - ბრენდი ანუ იგივე ქვეკატეგორია ჩაჯდება იმ კატეგორიაში, რომელსაც მივუთითებთ შექმნისას, და იქნება მისი შევლობილი კატეგორია.
6) ქვეკატეგორიის რედაქტირება;
7) ქვეკატეგორიის წაშლა.

8) პროდუქციის დამატება;
9) პროდუქციის რედაქტირება;
10) პროდუქციის წაშლა;
11) პროდუქციის ერთი კატეგორიიდან მეორეში გადატანა-გადმოტანის საშუალება.
დილერის პანელი:ეს პანელი შექმნილია სხვადასხვა ფილიალი მარაზიის გამყიდველებისათვის. დილერთა პანელიდან დილერებს შეუძლიათ გაყიდონ სხვადასხვა საქონელი, შეუდგინონ კლიენტს პრაის-ლისტი, და ნახონ მოთხოვნიილი საქონელი არის თუ არა საერთო ბაზაში. ამით უფრო გაადვილდება ფილიალებს შორის კავშირი.
მთავარი საიტი:მთავარ გვერდზე გამოვა ახალდამატებული ბოლო 9 კომპიუტერი ან სხვა ტექნიკა პოსტერით, ფასით და სურათზე მიტანილი თაგვის დროს მოკლე კომენტარით:

დაწვრილებით ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადადიხართ გვერდზე, სადაც შეგიძლიათ სრული იმფორმაცია გაიგოთ პროდუქციის შესახებ. აგრეთვე იხილოთ უფრო დიდი მაშტაბის სურათი.

საიტზე შესაძლებელია: კომპიუტერის ონლაინ აწყობა:
ამ ბმულზე დაჭერის შემთხვევაში გადადიხართ მასტერ-გვერდზე, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ შეარჩევთ სასურველ კომპიუტერს საიტზე არსებული დეტალების საშუალებით.
აგრეთვე შესაძლებელია ცალკეული დეტალის შერჩევა ან შეკვეთა. თქვენ კიდევ შეგეძლებათ პრაისლისტის გადმოქაჩვა, რომელიც ავტომატურად შეივსება ახალი პროდუქციის დამატებისას.
რაც მთავარია, საიტზე ფუნქციონირებს საკმაოთ ჭკვიანი ძებნა, რომელიც აკეთებს გამორიცხვის მეთოდებსაც კი. ეძებს პროდუქციაში, სახელებში აღწერებში და ყველა ინფორმაციულ წყაროში. თანაც შეცდომის ალბათობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ეს ჯერ არ არის სრულად დასრულებული.

კიდევ ბევრი რაღაცის გაკეთებას ვაპირებ, მაგრამ რომ გავაკეთებ მერე დავწერ.
ახლა კი გთხოვთ შემიფასოთ ნაშრომი, დაწერეთ თქვენი შეხედულებები და შეცდომები მიმასწავლეთ რადგან მარტო ჩემიდაწერიალია და მინიმუმ 100 შეცდომას არ გამოვრიცხავ.
This post has been edited by mailzura on 14 Sep 2008, 14:36