ხო ეს თემა რატომ ვეცადე რომ გამეხსნა.
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ზოგადად ადამიანები და მთლიანად საზოგადოება მსგავსი პროპორციულობით გამოირჩევიან გემოვნების მხრივ და ის თუ საქართველოს საზოგადოება ამ შემთხვევაში რასაც აირჩევს დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად რომ სწორედ ასახავს მსოფლიოს საზოგადოების სურვილსაც ამავდროულად.
წინასწარ მკითხაობა რა თქმა უნდა არაა მაინდამაინც კარგი საქმე და ჩემს მიერ სიაში მოყვანილი წყვილების მიუხედავად ფინალი აღმოჩნდეს სავსებით განსხვავებული, მაგალითისთვის:
ატლეტიკო-პანათინაიკოსი, რომა-პანათინაიკოსი, პორტუ-ვილიარეალი და ა.შ. დღეს ეს შეიძლება ძნელად წარმოგვიდგენია და ალბათ ნაკლებ ჩვენთაგანს თუ სურს ამდაგვარი საფინალო წყვილის წარმოდგენაც კი მაგრამ უკვე ფინალისას შეიძლება აღმოჩნდეს და სავსებით დამსახურებულადაც იყვნენ ის კლუბები ფინალში, არაა არაფელი თეორიულად გამორიცხული.
მოკლედ: Stade Olympique, Rome 27 მაისი 2009 წელი.
ეხლა პატარა ექსკურსი ამ სტადიონთან დაკავშირებით.
ეს მეოთხე ფინაული დაპირისპირება იქნება ამ ტურნირის რომის ამ სტადიონზე.
25 მაისი 1977 წ. Stade Olympique, Rome ლივერპული-გლადბახი(3-1)
30 მაისი 1984წ.Stade Olympique, Rome ლივერპული-რომა( (0-0)4-2(პ))
22 მაისი 1996წ.Stade Olympique, Rome იუვენტუსი-აიაქსი((0-0)4-2(პ))
მატიანე გვამცნობს რომ ყველაზე იღბლიანი ეგ სტადიონი აქამომდის ლივერპულისთვის ყოფულა.
მოკლედ ამ სეზონშიც ვიღაცისთვის რომ უეჭველი იქნება იღბლიანი ამას ლაპარაკი არ სჭირდება და მკითხაობა.
ფრანჩესკო ტოტის ბავშვობის ოცნება იყო (მსოფლიოს ჩემპიონობასთან ერთად რა თქმა უნდა) რომ ოდესმე ღირსებოდა სიცოცხლის მანძილზე და ის ბავშვობის ტკივილი რომელიც მას 1984 წლის ფინალმა მიაყენა თავისი შესაძლებლობების და ფორტუნას წყალობით როგორმე, ოდესმე მისცემოდა შანსი და დაემარცხებინა სწორედ ის კლუბი რომელიც მას ასე მტკივნეულად გაჰყვა მთელი ცხოვრების მანძილზე.(რომა-ლივერპული. იდეაში გამორიცხული როგორც ვთქვი არაფელია.)
მოკლედ და კონკრეტულად.
აქ მე მაინტერესებს ჩვენი როგორც ობიექტური ფეხბურთის ქომაგის გადასახედიდან იმ კლუბების დღებანდელი ფორმებისა თუ თამაშის მანერისა და იქ მობურთავე ფეხბურთელთა სიების გათვალისწინებით რომელი საფინალო წყვილია ჩვენთვის ამა თუ იმ კლუბების სუბიექტური ქომაგისთვის ყველაზე სასურველი?
ჩემი არჩევანი სუბიექტურიც და ობიექტურიც ამ ეტაპზე გაგიმხელთ და გეტყვით რომ არის: ბარსელონა-ლივერპული.