რ2- ზე იყო რეპორტაჟი
ონიშენკომ მოითხოვა, რომ რუსი სპეციალისტების მიერ ადგილზე მოხდეს ღვინის შემოწმება. ძველი გაგზავნილი ღვინის ნიმუშები (ბორჯომისაც) კარადაში უდევს და არც შეუმოწმებია .. ჩვენი მეღვინეები კიდე ისევ აღელდნენ და დაძაბულები ეხვეწებიან, ამბობენ რომ მზად არიან ყველა პირობა დააკმაყოფილონ ... ახლა რა ვქნა მე? ზრდილობიანი ფორმით და ფორუმის წესების დაცვით როგორ ვთქვა, ######### თავმოყვარეობა და შხამად შეგერგოთ თითოეული დოლარი რომელსაც იხვეწებით თქვე სულით მათხოვრებო? არ შეგერგოთ თითოეული ვაჟკაცის არცერთი წვეთი სისხლი, რომელიც საქართველოსთვის დაღვარეს თქვე დამპლებო. ცოლებიც გააყოლეთ ღვინის ნიმუშებს, ცოლებიც!
http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...=main&ct=0&wth=ონიშჩენკომ ქართულ კომპანიებს წერილი გაუგზავნა
10.02.09 17:35
ქართული ბრენდი შესაძლოა მალე რუსულ ბაზარზე ისევ გამოჩნდეს. რამდენიმეწლიანი აკრძალვის შემდეგ ქართული მინერალური წყლის `ბორჯომის` ექსპორტის შესაძლო განახლების შესახებ დღეს რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.
ონიშჩენკო არ გამორიცხავს მოლაპარაკებების განახლებას ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, თუმცა იქვე საკუთარ პირობებს აყენებს - ხარისხის შესაბამისობასთან ერთად მოსკოვი საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობას ითხოვს. ეს და სხვა მოთხოვნები ონიშჩენკოს უწყებამ ორ ქართულ კომპანიას უკვე გამოუგზავნა.
კანადელმა მეცნიერებმა სტუდენტი აინშტაინი ვერ დააჯერეს, რომ ლიმონით კიბოს განკურნება შესაძლებელია, რადგან აინშტაინი არ აღიარებდა ზოდიაქოს