http://www.wolgeorgia.org/faq.htmlროგორი დამოკიდებულება გაქვთ სამხედრო სამსახურის მიმართ?ეკლესიის წევრს არ ეკრძალება იმსახუროს არმიის და შსს-ს დაქვემდებარებულ ძალოვან სტრუქტურებში.
ერთის მხრივ ქრისტიანული აღმსარებლობა არ ეწევა ომის პროპაგანდას, განიხილავს რა სისხლისღვრას უბედურებად, მაგრამ მეორეს მხრივ უფლებას აძლევს თავის მრევლს იარაღის ძალით დაიცვას სამშობლო და ოჯახი.
აღსაღნიშნავია, რომ ადამიანთა ტანჯვისთვის პირველ რიგში მოეკითხებათ პატივმოყვარე პოლიტიკოსებს, სუსტ დიპლომატებს და მომხვეჭელობის სურვილით ანთებულ საქმოსნებს და არა ქრისტიან მეომრებს, რომლებიც ბრძოლის ველზე საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ სხვების შეცდომების და დანაშაულის გამო, ხელმძღვანელობენ რა ამ ბიბლიური პრინციპით: ”იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრებისთვის” (იოან. 15:13). ეკლესიის სწავლების მიხედვით ასეთი მეომრები აღასრულებენ სამშობლოს და თანამოქალაქეების დაცვის გმირობას და არ ითვლებიან მკვლელებად.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მთავარია მოტივაცია და მოწინააღმდეგის მოკვლის შინაგანი, ზნეობრივი მიზეზი და არა უშუალოდ ეს მოქმედება. თუ ადამიანი ომში სხვისი დახოცვის სურვილით მიდის, ის რა თქმა უნდა მკვლელია და თუ სხვა ადამიანების დასაცავად სწირავს თავს და იძულებულია ამ მიზნით ხელყოს მომხვდური აგრესორის სიცოცხლე, მაშინ მკვლელი არანაირად არ გამოდის.
ბიბლიის მიხედვით, მოწინააღმდეგის მოკვლა არ არის ამ მოქმდების არსი და თვითმიზანი, ეს ომის გარდაუვალი შედეგია. თავდაცვის მიზნით იარაღის გამოყენება არ არის ცოდვა, მაგრამ არც იმ ქრისტიანის (თუ ის ძალოვან უწყებებში არ მუშაობს) გაკიცხვა შეიძლება რომელიც ღმერთის ნებით გაერიდება საბრძოლო მოქმედებებს (ლუკ. 21:20,21). ამრიგად: ომში ქრისტიანის წასვლა-არწასვლის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ღმერთზე. ისე უნდა მოვიქცეთ რა გამოცხადებასაც მივიღებთ და სინდისი რასაც გვიკარნახებს.
აღსაღნიშნავია რომ, მკვლელობის ცოდვად ითვლება ტყვედ ჩავარდნილი მოწინააღმდეგის მოკვლა და უიარაღო, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურება.
--------------------------
ეშლებათ რამე? მემგონი არა ... და ბიბლიის რამდენიმე მუხლს თუ სხვანაირად იგებენ მაგის გამო მოღალატეები არიან??
----------------------------
პროტესტანტული ქვეყნები, ამონარიდი ვიკიპედიადან ...
: პროტესტანტობის გავრცელება :დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა
სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს.
პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან სოციალურად სამართლიანი სისტემით, ძლიერი სახელმწიფო წყობილებით და ცხოვრების მაღალი დონით.პროტესტანტიზმი ერთერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 20%, ჩილეს მოსახლეობის 25%, გვატემალის 30% და სამხრეთ კორეის 35% გახდა პროტესტანტი. ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი. საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია.
პროტესტანტები იეღოველებში, მუნიტებში, მორმონებში და მსგავს სექტებში ხომ არ გერევათ??აი პროტესტანტების 5 ძირითადი პოსტულატი, ე.წ. SOLAპროტესტანტები იზიარებენ ზოგადქრისტიანულ წარმოდგენას ღმერთზე, იესო ქრისტესა და სულიწმინდაზე, აღიარებენ სამებას და ნიკეო-კონსტანტინოპოლის აღსარებას, სწამთ სულის უკვდავების, იესოს მეორედ მოსვლის, საბოლოო განკითხვის და ცათა სასუფევლის. ამასთან ერთად, პროტესტანტიზმმა წამოაყენა 3 ძირითადი თეზისი: სულის ხსნა პერსონალური რწმენით, მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე და წმინდა წერილის განსაკუთრებული ავტორიტეტი.
Sola scriptura (მხოლოდ წერილი) - პროტესტანტებისთვის ბიბლია წარმოადგენს საეკლესიო სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი შესწავლა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება ყველა პროტესტანტის მთავარი ამოცანაა. წმინდა გადმოცემისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ერთის მხრივ უარყოფა და მეორეს მხრივ აღიარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი დანამატით: გადმოცემა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თეოლოგიური ნაშრომი და საკუთარი აზრიც კი) ავტორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ის დაფუძნებულია ბიბლიაზე. სწორედ ეს დანამატი (და არა ღვთისმსახურების გამარტივების და გაიაფების მცდელობა) არის პროტესტანტული მიმდინარეობების მიერ ამა თუ იმ სწავლების და პრაქტიკის უარყოფის მიზეზი და სწორედ ამის გამო არის ამდენი მიმდინარეობა პროტესტანტიზმის შიგნით. რადგანაც ბიბლიის 34.000-ვე მუხლის ერთნაირად გაგება შეუძლებელია, მისი ინტერპრეტაცია იწვევს სხვადასხვა აზრის გაჩენას და ეს პროცესი ხანდახან დამოუკიდებელი ეკლესიების წარმოქმნით ბოლოვდებოდა. თუმცა ამ ეკლესიებს აერთიანებთ ერთი ტრადიცია და ძირითადი სწავლება მეტნაკლებად იდენტურია.
Sola fide (მხოლოდ რწმენით) - პროტესტანტები ასწავლიან რომ ცოდვამ შეცვალა ადამიანის ბუნება და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთის კეთება და ზნეობრივი ცხოვრება, მას არ შეუძლია სულის ხსნა საკუთარი დამსახურებით, ზნეობრივი ცხოვრებით და სიკეთის კეთებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლისადმი რწმენით. პროტესტანტები არ აუფასურებენ კეთილ საქმეებს, მათ მიაჩნიათ, რომ ზნეობრივი ცხოვრება არის რწმენის და ცოდვების პატიების გარდაუვლად თანმდევი ნაყოფი და არა ის პირობა, რის საფუძველზეც ღმერთი პატიობს ადამიანს ცოდვებს და ანიჭებს სულის ხსნას.
პროტესტანტების სწავლება: რწმენას მოაქვს პატიება და შედეგად კეთილი საქმეები
კათოლიკური სწავლება: რწმენას და კეთილ საქმეებს მოაქვთ შედეგად პატიება
სწორედ ეს თეზისი იყო მარტინ ლუთერის და სხვა რეფორმატორების ცენტრალური თეოლოგიური საკითხი.
Sola gratia (მხოლოდ მადლი) - სულის ხსნას ვიღებთ როგორც ღმერთის მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას და არა ისე, თითქოს ცოდვილმა დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული ადამიანებისთვის იესო ქრისტეს დამსახურებით.
Solus Christus (მხოლოდ ქრისტე) - დოქტრინა იმის შესახებ, რომ ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ყველა მონათლულ ქრისტიანი იღებს ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას და შეუძლია იქადაგოს სახარება. პროტესტანტობაში არ არსებობს დოგმატური განსხვავება მღვდელსა და საეროს შორის, ამიტომ ღვთისმსახურებს არა აქვთ თანამდებობა, მათ აქვთ მოვალეობა. ამგვარად უქმდება საეკლესიო იერარქია მისი ტრადიციული გაგებით. ამავე მიზეზის გამო არ არსებობს აღსარების საიდუმლო და ცოდვების პატიების რიტუალები, რომლებიც მღვდელმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის წინაშე გულწრფელ მონანიებას და ცოდვის მიტოვებას, როგორც შინაგანი მონანიების გარეგან დადასტურებას.
დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები. საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს.
Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს) - ადამიანი თაყვანს უნდა სცემდეს მხოლოდ ღმერთს, რადგანაც სულის ხსნა მიიღება მხოლოდ მისი ნებით და მოქმედებით - არა მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით ჯვარზე, არამედ ამ გამოსყიდვის რწმენა იდება მორწმუნეთა გულებში სულიწმინდის მიერ. რადგანაც ღმერთი არის ”პირველი და უკანასკნელი” მთელი დიდება ეკუთვნის მას და არა მის ქმნილებას.
This post has been edited by Armor on 26 Jan 2009, 02:15