ან ევროვიზია ან ღირსება
"ევროვიზიის კონკურსი 1956 წელს დაარსდა, ყოველწლიურად იმართება და ფაქტია, ევროვიზიას, როგორც ხელოვანთა ფორუმს, სერიოზულად არავინ აღიქვამს და როგორც წესი, სერიოზული მომღერლები მასში არ მონაწილეობენ. თუმცა, ჩვენ შემთხვევაში ევროვიზიის ღირსებებზე უფრო მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ რას ვამბობთ ჩვენი სიმღერით იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელმაც საქართველო შუაზე გაგვიყო, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქის ნასახლარზე დააბიჯებს და ერთი სული აქვს, სახელმწიფოებრიობა თავზე დაგვამხოს", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით ევროვიზია და ეროვნული ღირსება.
"ერთია, რა პოლიტიკური განაცხადის გაკეთებას ვცდილობთ ჩვენ თვითონ და მეორეა - როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს მტრისა თუ მოყვრის გარეშე თვალი. ეს ყველაფერი ჩვენი პოზიციის გამყარება წაადგება, თუ პირიქით - ჩვენი სისუსტისა და ეროვნული უთავმოყვარეობის გამოვლენად იქნება აღქმული? პირველი არ ვართ, ვინც მსგავსი არჩევანის წინაშე დამდგარა. თუკი ბრიტანელი მომღერლები არ დადიოდნენ ფაშისტურ გერმანიაში გასტროლებზე, თუკი ისრაელი ამბობს უარს ირანში ხტუნვა-თამაშზე, ჩვენ რატომღა ვირჩევთ საწინააღმდეგო პრაქტიკას? მოსკოვს იქით გზა აღარ გვაქვს? რას მოგვიტანს ევროვიზიაში მონაწილეობა? შემდეგ რას მოვიმოქმედებთ - რუსეთში ქართული კულტურის დღეებს ჩავატარებთ? ან ფანტაზია არ გვყოფნის ან ცოდნა ან კიდევ 200-წლიანმა მონობამ პირწმინდად დაგვავიწყა თავმოყვარეობა და ამ უსუსური საქციელის მაღალფარდოვან ახსნას ვეძებთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"დიდი სჯა-ბაასი გველის, უნდა ვიმღეროთ მტრების ქალაქში თუ არა? - ჟურნალისტებმა იციან, რომ რუსეთი მტერია და ეროვნული სიმტკიცის გამოჩენაა საჭირო, მაგრამ ხმის ტემბრით, ტონით და გამომეტყველებით საპირისპიროს გამოხატავენ: ეტყობათ, რომ ევროვიზიები, იურმალები და მისთანანი ყველაფერს ურჩევნიათ ამქვეყნად", - წერს ლაშა ბუღაძე გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში სათაურით ამ ერთხელ მაინც მამღერე.
"ალბათ, ხმამაღლა დავჭყივლებთ - რა უნდათ ჩვენს მომღერლებს მოსკოვში, ჯერ ტანკები გაიყვანონ! - მაგრამ თუკი მაინც მოხდება და ჩვენები მოსკოვურ ევროვიზიაზე აღმოჩნდებიან, ყველაფერს დავივიწყებთ. ტელევიზორებს მივეწებებით, ქალაქში დიდ ეკრანებს დავდგამთ და პერევზე, ახალგორსა და აფხაზეთ-ოსეთზე დარდს ამ საერთო-საყოველთაო ტელეშოუს ცქერაში ჩავიკლავთ... ხომ გახსოვთ, ქალაქ-დაბა იურმალას მუს-კონკურსის ყურებისას რა დაგვემართა? სრულიად დავკარგეთ ადამიანური სახე! ახლა სულ სხვაგვარად უნდა დაისვას შეკითხვა - როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება? იქნებ მოგვწონს ეს რუსეთი? რას გადავეკიდეთ ამ დასავლეთს? თუ ისიც გვინდა და ესეც? მაგრამ რომ არ გამოდის ორივე ერთად? თეორიულად კი მოგვწონს ევროპული ფასეულობები, მაგრამ სინამდვილეში ხომ ისეთივე განუვითარებლები ვართ მოქალაქეობრივად, როგორც რუსები! ოღონდ ჩვენ კიდევ ერთი უბედურება გვჭირს მათგან განსხვავებით: არათანმიმდევრულებიც ვართ! დიახ, თეორიულად ყველას გვინდა იდეალურ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ღმერთო, ნეტავ ჩამოგვაყალიბებინა, როგორია ეს "იდეალური ქვეყანა"? წითელზე გავჩერდებით იმ "იდეალურ ქვეყანაში"?
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=12996ლიცემერი: უცნაური ხალხი ვართ ქართველები: სისხლში ვიდექით და ვცეკვავდით, სისხლში ვიდექით და ვმღეროდით, სისხლში ვიდექით და ტაშს ვუკრავდით , სისხლში ვდგევართ და...
უზერებო, ევროვიზია თუ ღირსება?
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.