ქუთაისში ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა
Font size:
ქუთაისში განათლების მუშაკთა სახლს ცეცხლი გაუჩნდა. მთლიანად დაიწვა შენობის მეორე და მესამე სართული. ხანძარს მსხვერპლი მოყვა. ცეცხლის კვამლში გაიგუდა დარაჯი, რომლის გადარჩენა მეხანძრეებმა ვეღარ შეძლეს.
გარდა ამისა, დაშავდა ორი მეხანძრე, რომლებიც მსუბუქი დამწვრობით საავადმყოფოში გადაყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ქუთაისის განათლების მუშაკთა სახლის შენობა მე-19 საუკუნეშია აგებული და ისტორიულ ძეგლად მიიჩნევა.
მასწავლებელთა სახლის გარდა შენობაში განათლების მუშაკთა პროფკავშირები, კერძო სკოლა და მოზარდმაყურებელთა თეატრია განთავსებული. ისტორიული შენობა ახალ რეაბილიტირებულ ისტორიულ ცენტრში მდებარეობს.
ცეცხლის კერას მეხანძრეები ამ დროისთვისაც აქრობენ.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=13072&hd_line=1