#12594486 · 13 Feb 2009, 20:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯერ კიდევ გაზაფხულზე რ2-ზე გავიდა სამარცხვინო სიუჟეტი, რომელშიც ინგა გრიგოლია და სხვანი (რ2-ის მაშინდელი ჟურნალისტები) უფასო რეკლამას უკეთებდნენ რუსულ სოციალურ ქსელ ადნაკლასნიკებს.
ადნაკლასნიკებში ისედაც ბევრი რეგისტრირდებოდა, მაგრამ ამის შემდეგ ადნაკლასნიკების ბუმი კიდევ 1-2-ჯერ გაიზარდა.
დღეს ადნაკლასნიკები, ბუნებრივია, აღიარებს აფხაზეთს.
გარდა ამისა, ადნაკლასნიკებში ყოფნა არის რუსულ იმპერიულ სივრცეზე მიბმის კიდევ ერთი მექანიზმი. თან საკმაოდ მნიშვნელოვანი. თუ ამას არ მოევლო და ყოველი ახალი თაობა გაადნაკლასნიკდა, ამ ჩამორჩენილი კოლონიური მდგომარეობიდან შორს გაფრენა არ გვიწერია.
ამიტომ დღესვე საძებნია გამოსავალი. თანაც ადვილი ეს არ იქნება.
რა ალტერნატივები არსებობს? ნორმალური ქართული სოც. ქსელი ჯერჯერობით არ გვაქვს. (ვიღაცეები იტყვიან, ესა და ეს ქსელი არისო ნორმალური, მაგრამ მე არ დავეთანხმები)
ამიტომ ერთადერთი გამოსავალია საერთაშორისო ქსელები.
დღესდღეობით ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო ქსელია facebook.
თავად გადადით facebook-ზე და გადაიყვანეთ თქვენი მეგობრებიც. www.facebook.com
ცხადია, ნელ-ნელა. ერთ დღეში ეს ვერ მოხდება. ჯერ დარეგისტრირება, შემდეგ სხვების გადაყვანა და შემდეგ ნელ-ნელა ადნაკლასნიკებთან დამშვიდობება.
|