#12605751 · 14 Feb 2009, 22:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს საქართველოში, როგორი ვითარებაცაა უკვე წინა თემაში გავაცნე ფორუმის აქტიურ მომხმარებლებს. თუმცა სიტუაცია არც ისე რთულია, თუ საქართველო რაც შეიძლება მალე დაადგება ისეთ გზას, რომელიც გადაარჩენს ქვეყანას.
რაში მდგომარეობს კიდევ ერთი შანსი? პასუხი მარტივია: ეკონომიკის განვითარებაში და სოციალური პრობლემების გაუმჯობესებაში. ჩვენ ასევე გვაქვს შესაძლებლობა დავიბრუნოთ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ჭკვიანური საგარეო პოლიტიკის გატარების შემთხვევაში.
როდის და რა დროის განმავლობაში მოხდება ძირითადი პრობლემების გადაწყვეტა? პირველი და ერთ - ერთი მთავარი რაღა თქმა უნდა სააკაშვილის წასვლაა, რომლის შემდეგაც სათავეში უნდა მოვიდეს პიროვნება და გუნდი, რომელიც რეალურად იქნება არჩეული საზოგადოების მიერ. ამ შემთხვევაში ქვეყანაში აღარ იქნება დესტაბილიზაციის საშიშროება და ინვესტორებს მით უფრო და უფრო გაუადვილდებათ საქართველოში ფულის დაბანდება, რაც გამოიწვევს ეკონომიკურ ბუმს და დასაქმდება უამრავი ადამიანი, რომელნიც დღეს დაუსაქმებელთა სიაში არიან. ასევე აუცილებელია, რომ ხელისუფლების მხრიდან მოისპოს მკაცრი კონტროლი ამა თუ იმ დაწესებულებებზე და ფულის უაზროდ წართმევა (ამ მთავრობის მხრიდან კი ხშირად არის ასეთი შემთხვევები).
ეხლა განვავრცოთ საკითხი იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს სრული დეოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა. საჭიროა შემუშავდეს საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელსაც განახორციელებს ახალი ხელისუფლება. პირველ რიგში აუცილებელია, რომ რუსეთის მიმართ აღარ იყოს ასეთი მკვეთრი განცხადებები, რომელიც იწვევს გაღიზიანებას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისა და მას ფაქტობრივად ყველაზე პრიცნიპულ საკითხად გამოცხადებული აქვს შეუნარჩუნოს დამოუკიდებლობა აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის. ამ შემთხვევაში რუსეთს აღარ ექნება მკაცრი ტონი, რაც გამოიწვევს ევროპისა და აშშ - ს უფრო მეტად გააქტიურებას. არსებობს მეორე გზაც, რომელიც შედარებით გრძელვადიანი იქნება და დამოკიდებულია სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტაზე. ასეთ შემთხვევაში ეკონიმიკურ წინსვლასთან ერთად, რაც შეიძლება მალე უნდა განვითარდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა და შეძენილ იქნას უახლოესი სამხედრო ტექნიკა.
ეს იყო მოკლედ ის კურსი, რომლის გატარებაც აუცილებლად მიმაჩნია მომავალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და იმედია ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შეიცვლება უახლოეს მომავალში.
-------------------------
რას ფიქრობთ თქვენ? გამოთქვით თქვენი მოსაზრება და დააფიქსირეთ პოზიცია გამოკითხვაშიც.
--------------------
25.05.2013. -- 13.07.2014. -- 23.08.2020. -- “I'm so happy, believe me. I'm so happy. Happy new year.”
|