გამარჯობათ ხალხო, ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, მეც გაერთიანებული ტელეკომის ინტერნეტს ვხმარობ , მაქვს 15 ლარიანი პაკეტი, ვთამაშობს WOW-ს ოფიციალურ ევროპულ სერვერზე, რომელიც საფრანგეთში, თელია-სონერაზეა განთავსებული
ამ ბოლო დროს თითქმის სულ ძალიან მაღალი პინგი მაქვს სადღაც 500-1000, ტრეისით აღმოვაჩინე რომ მაღალი პინგი მაშინ მაქვს, როცა ტრეისი თურქეთზე გადის , ადრე ხანდახან ტრეისი სტოკჰოლმის ან გერმანიის გავლით გადიოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ თურქეთზე ვზივარ

მაინტერესებს ეს არის თვითონ პაკეტის ბრალი, იაფფასიანი პაკეტი ცუდი ხაზით გადის აქედან ევროპისკენ, უფრო მაღალ ფასიანი პაკეტები სხვანაირად უკავშირდებიან თელია-სონერას თუ გლობალურადაა ესე, თუ ვინმეა აქ ისეთი ვინც WOW-ს ოფიციალურ ევროპულ სერვერზე თამაშობს და უფრო მაღალ ფასიანი პაკეტი აქვს, იქნებ ტრეისი შეამოწმოს ,
გაერთიანებული ტელეკომი არ მეუბნება სამწუხაროდ რატომ გავდივარ თურქეთის გავლით ან თუ არის პაკეტის მიხედვით განსხვვება