«სააკაშვილს წავუყენებთ ულტიმატუმს, რომ ნებით დატოვოს მიტაცებული პოსტი. თუ ამ მოთხოვნას არ გაიზიარებს, ქვეყანაში დაიწყება მშვიდობიანი აქციები და სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირება», - ასე წარმოუდგენია ეროვნულ ფორუმს ხელისუფლების შეცვლის გზა. თუმც, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა შარტავამ გვითხრა, მანამდე საზოგადოებას მოამზადებენ გადამწყვეტი ბრძოლისთვის;
- ერი სახელმწიფოს ბედის გადაწყვეტაში ვერ მონაწილეობს. ჩვენი ნების გარეშე იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანსა და სახელმწიფოს მომავალს ეხება.
სამოქალაქო კომიტეტები, რომლის შექმნასაც ვიწყებთ, ხელს შეუწყობს არსებული ინსტიტუტების - პროფკავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებას. თუ აღმოჩნდა, რომ ეროვნული დეგრადირების გზაზე მივდივართ, მაშინ ასეთ დამპყრობელს უნდა უთხრა, ქვეყანას შენნაირი ხელისუფლება არ სჭირდებაო. ხელისუფლებას, რომელმაც მოქალაქეებს ზურგი შეაქცია, საზოგადოებამაც ზურგი უნდა შეაქციოს. მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ეს გუნდი და მისი ბუტაფორიული ძალმოსილება ერთიანად დაიმსხვრევა და დიდი ძალისხმევაც არ დასჭირდება მის მოშორებას.
- ამბობთ, სააკაშვილს მიტაცებული პოსტის ნებაყოფლობით დატოვების ულტიმატუმს წავუყენებთო, ფიქრობთ, რომ ულტიმატუმს უმალ დაემორჩილება და წავა?- სანამ სააკაშვილს წავუყენებთ ულტიმატუმს, მანამდე საკუთარ თავს წავუყენებთ მოთYხოვნებს. მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა პრობლემა არ არის, პრობლემა ჩვენი უსუსურობაა. ამის გამოა, რომ ხელისუფლების უკეთური ქმედებების საპასუხოდ ვერაფერს ვაკეთებთ. უსუსურობის დაძლევის წამალი საზოგადოების აქტიურობაა, რომელიც პოლიტიკურადაც მოტივირებული იქნება. საზოგადოება სოლიდარული უნდა იყოს და ხელისუფლების გასტუმრებისათვის უნდა დაირაზმოს. სოლიდარობის ჯაჭვი სწორედ სამოქალაქო კომიტეტების მეშვეობით შეიქმნება. ზოგჯერ კაცს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარება უჭირს და ამიტომაც იძულებულია, არჩევნებზე 10 ლარად, ზეთად თუ ტომარა ფქვილად გაყიდოს თავისი ხმა. რატომ არ უნდა გავუწოდოთ ერთმანეთს დახმარების ხელი და გავიტანოთ ერთმანეთი? სამოქალაქო კომიტეტს რის საშუალებაც ექნება, ისე დაეხმარება საზოგადოებას, რომ არ წამოიჭრას ყბადაღებული თემა, რა ვქნა, წამლის ფული არ მაქვს და რაკი ხელისუფლება მეხმარება, მას უნდა მივცე ხმაო; ან რა ვქნა, მეშინია, სამსახურიდან Gარ გამაგდონო... თუ საზოგადოება დაინახავს, რომ სამოქალაქო კომიტეტები მის გვერდით დგანან და თვითონაც თანამონაწილეა იმ საქმიანობისა, რასაც კომიტეტი აკეთებს, უფრო იმედიანად იქნება. ადვილადაც ვეღარ გააგდებენ სამსახურიდან. რამდენიმე ადგილზე ვცადეთ ამ მოდელის ამუშავება და გაამართლა. ამიტომაც კომიტეტების მასშტაბური გააქტიურება გაზაფხულზე დაიწყება.
ხელისუფლების შეცვლას აზრი არ აქვს, თუ საზოგადოებაც არ შეიცვალა. უპასუხისმგებლოები ვართ, ყველაფერი იოლად და მუქთად გვინდა. იცით, რომ აგვისტოს მოვლენების დროს ბევრ ჯარისკაცს, რომლებიც საომრად მიდიოდნენ, ომი ჩაწყობილი ეგონათ და ბედნიერი იყვნენ, - ბუშიც საქმის კურსშია, პუტინიც და უმტკივნეულოდ დავიბრუნებთ ცხინვალსო. ასე მიწებს არავინ აბრუნებს. ჩაწყობილი ომების იმედად თუ ვიქნებით, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ. არ შეიძლება ადამიანები დაჰიპნოზებულებივით ვუსმენდეთ ხელისუფლების სულელურ დაპირებებს.
სამოქალაქო კომიტეტებს დიდი ახსნა-განმარტებითი სამუშაო ელის, მათ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსახლეობას. საზოგადოება უნდა მოამზადონ, თორემ გაბრაზებული ხალხის ქუჩაში ქაოსურ გამოვარდნას ან შედეგი არ მოჰყვება, ან უფრო უკეთ ორგანიზებული მტერი მისცემს მიმართულებას და პროცესებს სათავისოდ განავითარებს.
- როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის გადადგომა?- არ გამოვრიცხავ, რომ გათამაშდეს ზედაპირული პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლებამ გამოსავლად რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შემოგვთავაზოს. ოპოზიციამ ამაზე უარი უნდა თქვას. ვინ მოგვცემს პირობას, რომ მოქალაქეები ისევ გალახული და მოტყუებული არ დარჩებიან შარშანდელივით? განა აღარ მუშაობს ის მექანიზმები, რომლებითაც ხელისუფლება მოსახლეობას აშინებდა, სცემდა და ყიდულობდა? სანამ საზოგადოება მზად არ იქნება, არჩევნების მოთხოვნას აზრი არ აქვს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ქუჩაში გამოვცვივდეთ და არ ვიცოდეთ, რა ვქნათ.
- ჯარი და პოლიცია ამ დროს რას გააკეთებს?- მომზადებაში ისიც შედის, რომ ვისაც ხალხის წინააღმდეგ გამოიყვანს ხელისუფლება, ის აღარ დაემორჩილოს ბრძანებას. ჯარსა და პოლიციასთან სამოქალაქო კომიტეტების წევრები იმუშავებენ. დარწმუნებული ვარ, ცოტა თუ აღმოჩნდება ისეთი, ვინც თანამოქალაქეებზე ხელს აღმართავს.
- სახელმწიფო დაწესებულებებს დაიკავებთ?- ყველა სახელმწიფო დაწესებულება ხალხს ეკუთვნის. თუ ამ შენობებში მოკალათებულია ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეები დაბეჩავებული იყვნენ, ხალხს უფლება აქვს, შევიდეს იმ შენობაში და თავად აღასრულოს ქვეყნის ბედისა და სახელმწიფოს მმართველობისათვის აუცილებელი ფუნქცია და ძალაუფლების მიმტაცებელს უთხრას, გაბრძანდი, აქ შენი ადგილი არ არისო. შენობებში მას შემდეგ შევალთ, რაც მტერი იქიდან გამოსვლის სურვილს არ გამოხატავს, თუმც ეს მოხდება მივარდნებისა და თოფების სროლის გარეშე. ვერ დავდებთ ამ ხელისუფლებას იმდენ პატივს, რომ გმირებად ვაქციოთ. ხელისუფლების დანაშაულები ცალკეული პირების განსასჯელი არ იქნება. პიროვნულ დევნას არ დავუშვებთ, მაგრამ თავისუფალი სასამართლო ყველას მიაგებს დამსახურებისამებრ. უამრავი საქმე იქნება გამოსაძიებელი და გასარკვევი. თუ ვინმე გაქცევას შეეცდება, ვეცდებით, ძალიან შორს არ წავიდეს.
- რამდენადაც ვიცი, ირაკლი ალასანია თქვენი ნათესავია, მასთან თუ გქონდათ თქვენს გეგმებზე ლაპარაკი?- ირაკლი ჩემი ახლობელია და პიროვნული ურთიერთობისთვის პოლიტიკური ალიანსები არ გვჭირდება. ეროვნული ფორუმი ამ საქმეს (სამოქალაქო კომიტეტების მუშაობას ვგულისხმობ) მარტო გააკეთებს. მერე გამოჩნდება, ვისთან ერთად შეიძლება საქმის კეთების გაგრძელება.
- ერთხელ თქვით, - ირაკლი ალასანიასთან ვალში ვარო.- მარტო ირაკლის წინაშე არ ვარ ვალში... ალბათ, ნანახი გაქვთ კადრები, როდესაც 27 სექტემბერს ჟიული შარტავა გამოჰყავთ მთავრობის სასახლიდან, მასთან ერთად რამდენიმე კაცი იყო. მათ საშუალება ჰქონდათ, გასულიყვნენ სოხუმიდან, მაგრამ თქვეს, რაკი შარტავა სოხუმშია, ჩვენც აქ უნდა ვიყოთო. ცხადია, მათ შვილებსა და ოჯახებთან ვალში ვარ. მამია ალასანია ბოლომდე მამაჩემის გვერდით იყო. ჩემს ვალდებულებას იმავე საქმეში და იმავე მიზნისთვის აღვასრულებ, რის გამოც დარჩნენ ჩვენი მამები სოხუმში. სხვანაირად ვერც ირაკლი მოიქცევა. მამის საქმეს ვერ უღალატებს. მე მჯერა იმ მიზნისა და გზის, რის გამოც ჩვენი მამები სოხუმში დარჩნენ.
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmველოდებიტ გაზაფხულს...
როგორ ფიქრობთ რამდენად რეალურია ბატონი გახას გეგმები?
მე ვფიქრობ ყველა ერთი მიზნისთვის თუ გაერიანდება, ხალხი ისევ გმაოვა ქუჩაში და მივახწევთ სააკაშვილის გადაგმას...
This post has been edited by oddo on 18 Feb 2009, 11:24