გამარჯობა
ავტოლომბარდს აქვს ვაკანსია გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ერთადერთი მოვალეობა არის კლიენტის მოყვანა. გრაფიკი თავისუფალია
რაც შეეხება ანაზღაურებას 5 კლიენტამდე 50 ლარი, 6 კლიენტიდან 70 ლარი და 11 კლიენტიდან 100 ლარი.
ეს ერთ თვეში მოყვანილი რაც იქნება. ანუ თუ მოიყვანთ 6 კლიენტს თვეში თითო კლიენტი დაანგარიშდება როგორც 70 ლარი და
თუ მოიყვანთ 11 კლიენტიდან ზევით დაანგარიშდება თითო კლიენტი 100 ლარი.
აქ იმიტო ვხსნი თემას რო ყველაზე მეტი შეხება ამ განყოფილების წევრებს აქვთ მანქანებთან

არ არის აუცილებელი ოფისში მოსვლა, კონკრეტული გრაფიკი, გეგმა და ასე შემდეგ. მთავარი მომენტია კლიენტი მოიყვანოთ და მოყვეთ ამ კლიენტს.
ანაზღაურებას მიიღებთ სესხის გაცემისთანავე ან დაჯამდება და თვის ბოლოს, როგორც თქვენ გაწყობთ იმის მიხედვით.
რაც შეეხება ავტოსესხს. გაიცემა ავტომობილის ღირებულების 50-60 % მდე. თვეში არის 3% და მაქსიმალური ვადა 24 თვე.
მანქანას ედება გირავნობა და არის ტარების უფლებით. საჭიროა მარტო პირადობის მოწმობა. ბანკში გაშავება და შემოსავლების დადასტურება და
მსგავს რაღაცეებს არ ექცევა ყურადღება.
ვინმეს თუ ყიდვა უნდა და ფული არ ყოფნის ლიზინგის ვარიანტიც შეიძლება. მოკლედ მგონი ჩამოვაყალიბე გასაგებად

ვისაც შეხება გაქვთ ავტომობილების ყიდვა გაყიდვასთან შეგიძლიათ დამატებითი შემოსავალი გაიჩინოთ.
ლომბარდის სახელს არ ვწერ შეგნებულად რეკლამაში რო არ ჩამეთვალოს.
თუ რამე კითხვები გექნებათ აქ მომწერეთ და გაგცემთ პასუხს.
იმედია მოდერი არ წამიშლის თემას