როგორც გუშინ აღმოვაჩინე, ფორუმის "უხუცეს" უტუფურსს განუზრახავს და აქაურობის ახალი წესრიგისადმი დაქვემდებარება დაუწყია (?!)
აუკრძალავს ტერმინები "ჟოპოზიცია" (უღრმესი მადლობა გადმოგცათ ამისათვის თორთლაძემ და ჯონდიმ

) და "მიშმაკაკა" (იმედია დაგიფასებს ამ სიკეთეს ამ ფორუმის რამდენიმე ხავსმოკიდებული მარაზმატიკი, უმფროსო).
თუ უკაცრავად არა ვარ, შემთხვევით ხომ არ დაემთხვა ეს წესები ახალ მოდერთა "ტალღას" პოლიტიკაში?!
რატომაც არა, გათვლა სწორია, მაგრამ ნამეტანი მოკლევადიანი.
დღეს მოითხოვთ, რომ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ამ ხელისუფლებას ლიქნიდა, განსხვავებული აზრის მქონეთ ჟოპოზიციას, რუსეთუმეებს, ქვეყნის მოღალატეებს, ბეცებს, უვიცებს და ბრბოს გვეძახდა კორექტულად მოვიხსენიოთ?! უკაცრავად კი ვარ მაგრამ იქნებ ისიც აღარ შევახსენოთ რანი იყვნენ, რას აკეთებდნენ და რას ემსახურებოდნენ?!
ძალიან კარგი, ხომ დანიშნეთ მოდერები (გასაგებია ეხლა რატომაც არ ჩატარდა არჩევნები, ახალ მოდერებს „კონსტიტუციას“ ვინ დაუწერდა ან ვინ მოსთხოვდა მერე მათ დაცვას?!), დაუდეთ ეს ახალი წესები და მათი ხელით ცდილობთ ამ ადამიანებს კომფორტული გარემო შეუქმნათ, არიქა ვინმემ მიშმაკაკა არ დაუძახოს, დისკომფორტი არ შეუქმნას, საკუთარი მორალური პასუხისმგებლობა არ შეახსენოს და სინდისის ჭია არ გაუღვიძოს?!
და რაც აქამდე იყო?!
დავივიწყოთ ხომ ის?!
ეგებ არც დაფიქრებულხართ ვინმე, მაგრამ ყველა შეცდომაში, ყველა დანაშაულში რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა, მისი მრევლის წვლილიცაა, მათი აქტიური მხარდაჭერითა თუ უტყვი თანხმობით მოკლეს გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, ამ ხალხის მიერ მოწონებული პოლიტიკის შედეგად , ამ ხალხის სახელით ართმევდნენ ადამიანებს საკუთრებას, არეკეტებდნენ ბიზნესს, ზრუნავდნენ პირად კეთილდღეობაზე და ანადგურებდნენ ქვეყანას.
დიახ ბატონებო, თქვენი სახელით, თქვენი მხარდაჭერით და თქვენს მიერ მოწონებული პოლიტიკით დაკარგა საქართველომ კოდორი (რომელიც თურმე თქვენ დაიბრუნეთ?!), ახალგორი, პერევი და ამ ჩამონათვალში ხშირად არავინ ახსენებს დიდი და პატარა ლიახვის ქართულ სოფლებს - რა, ის საქართველოს ტერიტორია არ იყო? ან ეგებ იქ ქართველები არ ცხოვრობდნენ, საქართველო არ აკონტროლებდა?!
სწორედ თქვენი მხარდაჭერითა და უტყვი თანხმობის შედეგად, დღეს საქართველოს ენერგეტიკას მთლიანად რუსული კომპანიები აკონტროლებენ (ნუ ეხლა თუ ვინმეს გაბაშვილის სჯერა - რუსული კომპანია და ოკუპანტი სხვადასხვაა).
სწორედ თქვენ, იმ ადამიანებს, ვინც ხმას იმაღლებდა უკანონობის, დანაშაულის, ქვეყნის ღალატის წინააღმდეგ, რუსეთუმეებს, რუსეთის აგენტებს, მოღალატეებს და ათას სიბინძურეს ეძახდით, ათას აბსურდულ ბრალდებებს უყენებდით.
და რა ხდება დღეს?
დღეს აღმოჩნდა რომ „ბაზარი არაა, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ვინ მოვა“?!
აგეხილათ თვალები ბატონებო? ან ეგებ ეს „ვინ მოვა?!“ არის თქვენი კერპის გამართლების უკანასკნელი მცდელობა?!
ძალიან გწყინთ მიშმაკაკებს რომ გეძახიან?!
გული გტკივათ ხომ?
დისკომფორტი გაქვთ?
თქვენ არ იცით რა არის წყენა, გულის ტკენა, ტკივილი და სიმწარე – შეხედეთ გირგვლიანის და მისებრ არაერთი მსხვერპლის „ნაოჯახარს“ , შეხედეთ საკუთრებაჩამორთმეულ, დანგრეულ, ბიზნესწართმეულ და დაწიოკებულ ადამიანებს, შეხედეთ იმ 50 ათას ქართველს, საკუთარ სამშობლოში რომ დევნილად იქცა. ან იქნებ იმ ადამიანებს გაესაუბროთ, სიღატაკის ზღვარს მიღმა რომ იმყოფებიან და მათი რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მეოთხედია?!
და თქვენ მეუბნებით, რომ მიშმაკაკა შეურაწყოფაა?
არა!!!
სადაც სამართალია, ამ ხალხს უღელში უნდა გააყოფინო თავი, უკნიდან ვეჯინელი ვირი ამოუყენო და დღეში ჭიქა წყლისა და ნაჭერი პურის გარდა არაფერი მისცე!!
სხვა შემთხვევაში ხვალ ეს ხალხი ახალ კერპს იპოვის, განადიდებს, ლიქნით, ალერსით და კუდის ქიცინით ახალი შეცდომებისკენ და დანაშაულისკენ უბიძგებს!
მაგრამ საიდან სადაო წმინდაო საბაო?! საქართველო და სამართალი? საქართველო და სამართლიანობა?
ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც მკვლელები ხელისუფლებაში არიან, სადაც ქურდი დიდუბის პანთეონში ასვენია და შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში მშვიდად ელოდება სიკვდილს?!
გვიან არასოდეს არაა, შეცდომის აღიარება ყოველთვის შეიძლება, მხოლოდ მაიმუნები და მაკაკები რჩებიან ბოლომდე თავიანთი ქვეცნობიერი შიშების, კერპის და ილუზიების ტყვეობაში.
პ.ს. იმედია ვორნზე ხელი არავის აგიკანკალდებათ, არც თემის გადაგდება დაგავიწყდეთ სადმე ბნელ ჯურღმულში.
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა