"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
~ქვეყანა იწყებს აგვისტოს შემდეგ ხელისუფლების პროპაგანდისტული შოკიდან გამოსვლას და იმ სავალალო მდგომარეობის სრულად გაცნობიერებას, რომელშიც ვიმყოფებით. აგვისტოს ომმა აჩვენა ხელისუფლების უუნარობა, სწორედ გაეანალიზებინა პოლიტიკური სიტუაცია; უუნარობა, ქვეყნისათვის ავბედით ჟამს მიეღო სწორი გადაწყვეტილება; უუნარობა, ემოქმედა ეფექტურად, დაეცვა მშვიდობიანი მოსახლეობა და მთლიანად ქვეყანა. ამ ფონზე, ხელისუფლება ცდილობს დროის მოგებას და თავის გადარჩენას, რისი ერთ-ერთი წინასწარ დამუშავებული სცენარი შეიძლება იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ან რეფერენდუმი~, - ნათქვამია ~დემოკრატიული მოძრაობის~ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის, ხელისუფლების მიერ კონტოლირებადი მედია სივრცის, არსებული საარჩევნო კანონმდებლობის და არსებული ადმინისტრაციული რესურსით, ხელისუფლება ცალსახად მიაღწევს თავის მიზანს - უზრუნველყოფილი იქნება ოპოზიციური პარტიების ჯამური გამარჯვება.
~სააკაშვილი მსოფლიოს ამცნობს, რომ ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და გაიმარჯვა ოპოზიციამ, მაგრამ, რეალურად ეს იქნება იგივე ფარსი, რაც 2008 წლის არჩევნები და არავითარ უკეთეს რეალობას არ მოუტანს ქართველ ხალხს. რეალური ოპოზიციის სიმცირეზე, ფსევდოოპოზიციურ ძალებსა და ფარულ სატელიტებზე დაყრდნობით, საიმპიჩმენტო პროცესის დაწყება გამოირიცხება, რაც ხელისუფლების 2013 წლამდე შეუცვლელობას განაპირობებს~, - ნათქვამია პარტიის გაცხადებაში.
~დემოკრატიულ მოძრაობაში~ აცხადებენ, რომ ამავე მექანიზმით იქნება რეალიზებული რეფერენდუმის ჩატარება, იმ განსხვავებით, რომ ხელისუფლება ოდნავი უპირატესობით მოიგებს.
~ორივე ეს გზა ცალსახად არის ხელისუფლების ლეგიტიმაცია 2013 წლამდე, მაშინ, როდესაც ამ ხელისუფლების ყოფნის ყოველი ახალი დღე ქვეყნისთვის დამატებითი საფრთხის შემცველია. ჩვენ ვხედავთ სიტუაციის შეცვლის და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ რეალურ გზას - პირდაპირ დემოკრატიას. საქართველოს საზოგადოება უნდა წარსდგეს ხელისუფლების წინაშე და ~ცოცხალი“ ხელის აწევით დაადასტუროს თავისი ურყევი ნება ამ უუნარო და უპერსპექტივო რეჟიმის შეცვლასთან და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რაც უარყოფას არ დაექვემდებარება. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც სწრაფად, უმტკივნეულოდ და კონსტიტუციურად მიგვიყვანს აუცილებელ ცვლილებებამდე~, - აღნიშნულია ~დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს~ განცხადებაში.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=13252&hd_line=1ლიცემერი:ასე უთქვამს ბრძენთა ბრძენს, განა ვინმე მუდრეგს:
მეგობრების შეძენა განძის პოვნას უდრის.
მე უკეთ თუ არ ვთქვა , ნუ ვყოფილვარ კაცი:
მეგობრები თუ გინდა, ჯერ იპოვე განძი.
ბურჯანაძეებს განძი ნამდვილად არ აკლიათ . გურჯისტანში კი ფარა თუ გაქვს, ყველას და ყველაფერს იყიდი(პრეზიდენტობასაც).
უზერებო, არავითარი ალასანია, არავითარი მემარჯვენეები და მემარცხენეები, ნინო მოდის მოშნად და დიდი ალბათობით, ჩვენი მომავალი პრეზიდენტიც გახდება.
მეთანხმებით თუ არა?
This post has been edited by licemer on 17 Feb 2009, 20:09
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.