ბატონო მიხეილ! თითქმის ერთი წლის წინ გთხოვდით, რომ შეგეცვალათ თქვენი მართვის სტილი... მიგეცათ რეალური დამოუკიდებლობა სასამართლოებისთვის, ხალხისთვის კი განცდა-რომ სამართალი არის! ბატონო მიხეილ!
სანამ თქვენი გემიდან გაიქცევიან, მანამდე დასაჯეთ, ვირთხები, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეებმა იცინა, რომ ე.წ. ცალ-ცალი "კალოშით" მოვიდნენ ხელისფლებაში და დღეს ჯიპების გარდა სხვა მანქანას არ კადრულობენ...
სადაა თქვენს მიერ შეპირებული მინისტრების დახსნა, თუ ისინი თავადვე არ უპასუხებენ მობილურებზე ხალხის ზარებს (ახლა მათი მდივნებიც კი არ პასუხობენ, არამცთუ თავად ისინი, სასაცილოა მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს ცხელ ხაზს 2 კვირაა ვერ ვუკავშირდები, უბრალოდ არავინ იღებს ყურმილს

, ან ფორუმელებიდან ჰკითხეთ, ვინმე თუ დაკავშირებია ნაცნობობის გარეშე რომელიმე მინისტრს ან მათ მოადგილეებს.. ვიმეორებ: ნაცნობობის გარეშე!
ბატონო მიხეილ! მე ვიტხოვ თქვენგან დაისაჯოს ირაკლი ოქრუაშვილის დიაგნოზის დამსმელი ექიმი, რომელმაც ხელი მოაწერა, მის მკურნალობის აუცილებლობას საზღვარგარეთ, მის თავდებად გამომშვებ პიროვნების დასჯასაც ვითხოვ..
ასევე შემიძლია ბევრი რამ შეგახსენოთ...
ბატონო მიხეილ! შეცვალეთ მართვის სტილი, რადგან ქვეყანა ჩიხშია, ხალხს უკიდეურესად უჭირს, ნუ უყურებთ თქვენს ირგვლივ კარგად ჩაცმულ და ნაკვებ ხალხს...
შეეცადეთ დაცვის გარეშე ესაუბროთ ხალხს და არა დაცვის მიერ ამორჩეულებს... (პრინციპში არ შეეცადოთ

ხალხი ცოხლად შეგჭამთ ისეთი დიდი სიძულვილია თქვენს მიმართ

)
ბატონო მიხეილ! მოიფიქრეთ, რაიმე თორემ... დაგვენგრა ქვეყანა და იმით დაიმედება რომ არ ჩამოვიშალეთ, ეს არის სისულელე!
მოგვაწოდეთ რეალური გაწერილი სამოქმედო გეგმა და არა სისულელე 100 აბსოლუტურად არა საჭირო საავადმყოფოს აშენებაზე (როცა 20 სრულიად საკმარისია და + 4 კი რეგიონალური), ასევე გაუზარებელ და სპონტანურად მოფიქრებულ სადაზღვევო სისტემაზე,... გვიტხარით სადაა დაპირებული 50 დღიანი თუ თვიანი პროგრამა...
მოკლედ.. ზღაპრების გარეშე გვითხარით: რას გვიპირებთ, ბატონო მიხეილ???????