#12664943 · 19 Feb 2009, 20:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რუსეთი აფხაზეთსა და ოსებთან ერთად ახალ სამხედრო მუდმივად მზადყოფნაში მყოფ შენაერთებს ქმნის რომელიც საჭიროების შემთხვევაში საერთოდ სამეთაურო პუნქტიდან ერთდროულად იმოქმედებს..
დეტალები მოგვიანებით
სანამ ჩვენ სიმღერებით ვებრძვით ამ ბოროტებას მანამდე ისინი საქმეს აკეთებენ. ყველანაირად ცდილობენ განვითარებას სამხედრო მხრივ. (აფხაზებზე და ოსებზე მაქვს საუბარი) ისინი იყენებენ ყველანაირ რესურსს რუსეთისგან. ჩვენ ვზივართ და დიპლომატიურ გზას ვაწვებით. ეხლა თქვენ იტყვით ,,რუსებს ომს ვერ მოვუგებთ,, ,,ომი გინდა კიდევ?,, სულელური მჯიღის ცემა და სირაქლემის პოზა..
ისინი არ დაწყნარდებიან და რაღაცაზე კიდევ წამოგვიკიდებენ. ჩვენ კი არანაირად არ ვემზადებით ამისთვის. მარტო ჯარი ხომ არაა.
მოსახლეობა ელემენტელურად ქართულ და რუსულ ფორმას ვერ ანსხვავებს.
ქნან რამე.. ინფორმაციული თვალსაზრისით მაინც წავიდეს განვითარება რომ მოსახლეობამ ის მაინც იცოდეს საომარი ქმედებების დაწყებისას როგორ მოიქცნენ. ვინ ეომება და რა არის შესაძლებელი მათი მხრიდან..
ასე უსაქმოდ ჯდომა, მარტო სტატიების კითხვა და ნოტების წერა კარგს არაფერს მოგვიტანს მაშინ როდესაც გამალებული შეიარაღება და წვრთვნა მიდის მტრის ბანაკში.. კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.. (არ გვინდა ირონიულ პიზდეცინტელექტუალური პოსტები ,,ეგრე ეგენი ნოემბერშიც ემზადებოდნენ,, ვიცით ხო რომ მაგარი იუმორი გაქვთ ყველას და ღადოები ხართ მაგარი)
,,თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის,,
This post has been edited by ozzy_ka10 on 19 Feb 2009, 20:42
--------------------
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ.. --------
|