ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ
21 თებერვალი, შაბათი, 2009
სავაჭრო ცენტრი G.T.C.
მ ო ძ რ ა ო ბ ა
Free Jazz Community
პრეზენტაცია-კონცერტს
`Free Jazz Community~ _ ახლად შექმნილი ახალგაზრდული მოძრაობაა, რომლის რიგებშიც გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა პროფესიის ჯაზის მოყვარულები. ამ მოძრაობის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში მშვიდობის, თავისუფლებისა და ტოლერანტობის სიმბოლოდ გახადოს ჯაზური მუსიკა.
ჩვენ ვაცნობიერებთ რა თანამედროვე ქართული ჯაზის პრობლემებს, ყოველმხრივ ვეცდებით ხელი შევუწყოთ ჯაზური კულტურის ამაღლებას, პოპულარიზაციას და დამკვიდრებას. ჩვენი სურვილია, რომ დიდი ჯაზმენი მუსიკოსების რიგებში ხშირად მოიხსენიებოდეს ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები.
მოძრაობის თითოეული წევრი განმსჭვალულია ჯაზისადმი დიდი სიყვარულით და საქმისადმი ენთუზიაზმით. ჯაზმა მთელი მსოფლიო მოიცვა და დაიპყრო, ჯერი საქართველოზეა. იმედი გვაქვს, რომ მოძრაობა Free Jazz Community მასშტაბურ სახეს მიიღებს და ბევრი თანამოაზრე გამოგვიჩნდება.
* * *
This post has been edited by the_lizard_king on 18 Feb 2009, 23:47