რატიშვილი, რომელმაც აგვისტოს ომის დროს პროტესტის ნიშნად უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე, ოპოზიციის ერთერთი დამფინანსებელი იყო და დღემდე მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში უკანონოდ რომ უარი თქვა ცრუ ჩვენების მიცემაზენახეთ ლინკი, საინტერესო სიუჟეტია
http://www.politzek.com/index.php?option=c...id=44&Itemid=55=========
საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება
დანართი #1
პოლიტიკური დევნა
საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება
2007 წლის II ნახევარი 288 gv. (362)
2008 წლის I ნახევარი
მერაბ რატიშვილის საქმესაქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე მერაბ რატიშვილის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილით.
მერაბ რატიშვილის განმარტებით, 2007 წლის 28 ოქტომბერს იგი შეხვედრიდან სახლში ბრუნდებოდა. მისი ავტომობილის წინ მოძრაობდა ,,ჯიპის“ მარკის ავტომობილი, რომელიც ქიაჩელის ქუჩაზე უეცრად გაჩერდა. აღნიშნული ავტომანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე მერაბ რატიშვილისთვის უცნობი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა. მათ რკინის ხელკეტებით დაიწყეს მერაბ რატიშვილის ავტომანქანის საქარე მინების ჩამტვრევა და ითხოვდნენ კარის გაღებას. მერაბ რატიშვილი ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე წააქციეს, ხელები შეუკრეს ხელბორკილით. 5-6 კაცი დააჯდა ზემოდან, გადაუგრიხეს მარჯვენა ხელის ცერა თითი, რა დროსაც მან იგრძნო ჩხვლეტა მარჯვენა ბარძაყში. ცდილობდნენ მისთვის გაეშალათ თითები და მისთვის უცნობი საგნისთვის შეეხოთ. რამდენიმე წუთის განმავლობაში იგი იწვა ასფალტზე, რის შემდეგაც იგი ჩასვეს
ჯიპში. მანქანაში მას ორივე მხრიდან უცნობი ახალგაზრდები ესხდნენ. მერაბრატიშვილმა სთხოვა მათ მისთვის ბორკილები შეეხსნათ, ვინაიდან ისინი მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი, რაც ტკივილს აყენებდა. ერთ–ერთმა ახალგაზრდამ იგი თავისკენ შეატრიალა, რა დროსაც მერაბ რატიშვილმა კიდევ ერთხელ იგრძნო ჩხვლეტა მარჯვენა ბარძაყში. უცნობმა გააღო ავტომანქანის მარჯვენა კარი და სავარაუდოდ იქ მდგარ თავდამსხმელს გადააწოდა შპრიცი.
ამის შემდეგ, იგი მიიყვანეს ავტომანქანასთან, სადაც მერაბ რატიშვილის განმარტებით, იგი დააკავეს უკვე სოდ-ის თანამშრომლებმა. მათ მერაბ რატიშვილს განუცხადეს, რომ ნარკოტიკების უკანონო მოხმარებაში იყო ეჭვმიტანილი. სოდ–ის თანამშრომლები დაკავებისას და მისი მანქანის ჩხრეკისას აწარმოებდნენ ვიდეო გადაღებას. მათ მიერ მერაბ რატიშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა შპრიცი ნარკოტიკული ნივთიერებით. მერაბ რატიშვილი აღნიშნავს, რომ შპრიცი იდო მის კუთვნილ წიგნზე, რომელსაც ადგილმდებარეობა ჰქონდა შეცვლილი. სოდ–ის თანამშრომლებმა მოსთხოვეს მერაბ რატიშვილს, აჰყოლოდა სახლში და კარები გაეღო მათთვის. ბინაში ამ დროს იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომელმაც გახსნა ბინის კარები. დაახლოებით 10 თანამშრომელი შევიდა სახლში მის მეუღლესთან ერთად, ხოლო მერაბ რატიშვილს არ მისცეს საშუალება დასწრებოდა ჩხრეკას, ასევე, არც მეზობლები დაასწრეს ამ პროცესს. მერაბ რატიშვილის
განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე მოითხოვა ჩხრეკის პროცესს დასწრებოდნენ დამსწრეები და მისი ადვოკატი, უარი განუცხადეს იმ მოტივით, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. არც შსს-ს შენობაში გადაყვანის შემდეგ მისცეს მას საშუალება, დაკავშირებოდა ადვოკატს. მერაბ რატიშვილი დაკითხვისას შეუძლოდ გახდა, თუმცა, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მას უარი განუცხადეს ექიმის მიყვანაზე. სწორედ აქ შეიტყო მან, რომ მისი ბინის ჩხრეკისას მისი კუთვნილი პიჯაკის ჯიბიდან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეტადონი“. დაკითხვის დასრულების შემდეგ მერაბ რატიშვილი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ დისპანსერში, სადაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
მერაბ რატიშვილი მის დაკავებას უკავშირებს ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჰქონდა ახლო კავშირი ოპოზიციის ლიდერებთან. მერაბ რატიშვილის განმარტებით, დაკავებამდე მასზე მუდმივად ხორციელდებოდა თვალთვალი, ისმინებოდა ტელეფონი. მერაბ რატიშვილი არის საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი. მან დაკავებამდე რამდენჯერმე შენიშნა, რომ ოფისში მისი კუთვნილი ნივთები გადაადგილებული, ხოლო კომპიუტერი შემოწმებული იყო.
დაკავების შემდეგ მერაბ რატიშვილი თბილისის #5 საპყრობილეში გადაიყვანეს. გადაყვანიდან ორ დღეში იგი გამოიძახეს საპყრობილის ადმინისტრაციაში.
დირექტორის კაბინეტში მას შეხვდა ორი უცნობი პირი. მათ სახელები და გვარები და არც თანამდებობა არ დაუსახელებიათ, თუმცა საუბარში აცხადებდნენ, რომ იყვნენ შს სამინისტროს თანამშრომლები. მათ მერაბ რატიშვილს შესთავაზეს თანამშრომლობა და სანაცვლოდ სისხლის სამართლის საქმის დახურვას დაპირდნენ.
მერაბ რატიშვილის განმარტებით, აღნიშნული პირები ძირითადად ინტერესდებოდნენ მერაბ რატიშვილის სამუშაო ოთახსა და კომპიუტერში არსებული ინფორმაციით. იგი, როგორც პოლიტოლოგი, ატარებდა კვლევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. აინტერესებდათ მისი კავშირები და თანამშრომლობა ოპოზიციის ლიდერებთან. დაინტერესდნენ ასევე მისი მოღვაწეობით რუსეთის ფედერაციაში და ოპოზიციის გეგმებით. აღნიშნული პირები მ.რატიშვილთან საუბრებს იწერდნენ დიქტოფონზე და მისგან ითხოვდენ, არ გაეხმაურებინდა შეხვედრები, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ გაუსაძლისი პირობების შექმნით. საუბრებისას ისინი მიანიშნებდნენ, რომ ოპოზიციის ლიდერების ქმედება შედიოდა რუსეთის ინტერესებში, რაც მერაბ რატიშვილის მიერ უარყოფილი იქნა.
პირველი შეხვედრის შემდეგ მერაბ რატიშვილი გადაიყვანეს #2 საკანში, სადაც შედარებით უკეთესი პირობები და კარგი ჰიგიენური მდგომარეობა იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა ყველა შემოთავაზებაზე, ის კვლავ სხვა საკანში გადაიყვანეს. მერაბ რატიშვილი მიუთითებს ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც, იმ პერიოდში ის ჯერ #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შემდეგ, #8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მერაბ რატიშვილი რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
მერაბ რატიშვილსა და მისთვის უცნობ პირებს შორის სულ 8-9 შეხვედრა შედგა. მათ შორის ბოლო 2007 წლის 20 ნოემბერს, რომელზეც აღნიშნულმა პირებმა მოითხოვეს გარკვეული ჩვენებები მერაბ რატიშვილისგან ოპოზიციური პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. ამ საუბრების დროს მერაბ რატიშვილს მოასმენინეს მისი და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის საუბრის სატელეფონო ჩანაწერიც. თავდაპირველად სახალხო დამცველისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მერაბ რატიშვილმა თავი
შეიკავა ოპოზიციის ლიდერების დასახელებისაგან, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა აღნიშნული პოლიტიკოსების ვინაობა: არსამთავრობო ორგანიზაცია ,,თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი გოგა ხაინდრავა და პარტია ,,ჩვენ თვითონ“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია. მერაბ რატიშვილის უარის შემდეგ უცნობები დაემუქრნენ, რომ შეუქმნიდნენ გაუსაძლის პირობებს და აიძულებდნენ მათთვის
საჭირო ჩვენების მიცემას. ბოლო შეხვედრა შედგა 2007 წლის 20 ნოემბერს, რის შემდეგაც უცნობები აღარ გამოჩენილან.
ეჭვს, რომ ნარკოტიკები ჩადებულ იქნა პოლიციის მიერ, ადასტურებს შემდეგი გარემოებები: მერაბ რატიშვილის დაკავების შემდეგ, პრაქტიკულად დაარბიეს მისი ოფისი, ხოლო კომპიუტერებში მოთავსებული ინფორმაციული დეტალები შესწავლილი იქნა. ბუნებრივია, თუკი არსებობდა ეჭვი ნარკოტიკულ დანაშაულზე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილიყო მის
კომპიუტერში. 2008 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე) დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. სასამართლომ არ გაიზიარა განსასჯელის ჩვენება, რომ მერაბ რატიშვილის დაკავება დაკავშირებულია მის საქმიანობასთან, კერძოდ, მის მეგობრობასთანგარკვეულ პოლიტიკოსებთან. სასამართლომ არ დაადასტურა ის გარემოება, რომ მერაბ რატიშვილთან თბილისის #მე–5 საპყრობილეში შედიოდნენ საქართველოს შს სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი და ზეწოლას ახდენდნენ, მიეცა ჩვენება მისი მეგობრების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 საპყრობილის მიერ გაცემულ წერილზე, რომლითაც, მოსამართლის შინაგანი რწმენით, დასტურდება, რომ #მე–5 საპყრობილეში მერაბ რატიშვილს მხოლოდ მისი დამცველი ადვოკატები ხვდებოდნენ.
2008 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლომ მერაბ რატიშვილი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდ ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულისათვის. მერაბ რატიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლამდე.
This post has been edited by კომანდანტე on 19 Feb 2009, 13:13