S-K-Y-W-A-L-K-E-Rახლა ამ პოსტს ისე დავწერ, თითქოს ვფიქრობ და საკუთარ თავს ველაპარაკები (გულწრფელად)...
უმეტეს შემთხვევაში ვისაც სამსახური აქვს - უსაქმურობა უნდა ... და ვისაც არ აქვს - ოცნებობს სამსახურზე ...
ამიტომ, როგორმე უნდა დააბალანსო ცხოვრება. ზარმაცი არ უნდა იყო მარტო.. ამის გარდა, სხვა პრობელემას ვერ ვხედავ.
მე პირადად, სამსახურის დღეებში თითქმის არ მაქვს სხვა ცხოვრება; და რა რო? არაფერი..
სამაგიეროდ შაბათ-კვირას მავიწყდება, რომ სამსახური მაქვს საერთოდ და არც იმაზე ვნერვიულობ, რომ ხვალიდან ფინანსური პრობლემები მექნებება..
ამ ორ დღეს მაქსიმალურად ვიყენებ... მაქსიმალურად გამოყენებაში იგულისხმება, ვაკეთებ იმას რაც მინდა და მომესურვება...(შეიძლება უბრალოდ სახლში ყოფნა და ფილმის ყურება მომინდეს და სხვა არაფერი.. )
ხშირად მეც მიფიქრია შენსავით.. მაგრამ პლიუსები გამიანალიზებია... ჩემი აზრით, ღირს კვირაში 45-50 საათი, იმისთვის, რომ:
1. თავდაჯერებული და ფინანსურად დამოუკიდებელი იყო;
2. მოგზაურობდე (<3);
3. მომავლის "პერსპექტივა" გქონდეს;
4. რაც მოგესურვება მეტ-ნაკლებად ისრულებდე..
5. არ ფიქრობდე და იმით არ იტანჯებოდე, რომ ზრდასრული ადამიანი ხარ, რომელიც იმის მაგივრად, რომ ოჯახს ეხმარებოდეს, აქეთ დასახმარებელია და ა.შ.
ჩათვალე, რომ შენი სამსახური (როგორიც არ უნდა იყოს) და ის დრო რასაც იქ "კარგავ" არის იმისათვის, რომ მიიღო ცხოვებაში უფრო მეტი, ვიდრე უბრალო გართობა და დროის ტარებაა..
ეს გართობაც და უსაქმურობაც მომაბეზრებელია
შენ სიახლეები გჭირდება უბრალოდ.. დაფიქრდი რა შეიძლება იყოს ეგ და იმაზე იმუშავე

ჩემი იდეაა, მაგალითად, რომელიმე სპორტზე მიდი, ან ცეკვაზე

ან რომელიმე ქვეყანა აირჩიე და იქ ჩადი ცოტა ხნით.. ან კეთილი საქმე აკეთე და გაჭირვებულებს დაეხმარე (თუნდაც ავტობუსით იარე და ყველა მოხუცს ბილეთის ფული გადაუხადე)... რამოდენიმე დღისთვის ესეც სიახლეებია..
მერე, როცა მოგწყინდება ისევ რამე მოიფიქრე და ა.შ.