სალამი ყველას
ამ განყოფილებას სულ ვკითხულობ მაგრამ ძალიან იშვიათად ვწერ, წინაზე ჩვენს მეგობარ დავიდ ვილიას ვესაუბრებოდი და მითხრა ასეთი თემის გახსნა კარგი იდეა იქნებოდა.
მოკლედ შტატებში ვცხოვრობ და 2 პროფესიით ვარ დაკავებული, ერთ ერთი ფეხბურთის მწრთვნელობაა, უნივერსიტეტის კაცთა გუნდის მწრვთნელი ვარ უკვე რამდნეიმე წელია.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველ წელს მიწევს სამწრთვნელო კურსების გავლა, რამდენიმე სხვადასხვა ორგანიზაციაში უეფა, ამერიკის ფედერაცია, ამერიკის მწვრთნელთა ასოციაცია და ა.შ, ხშირ შემთხვევაში დავალებები ამ კურსებზე თამაშების განხილვა, შეცდომების ტაქტიკურად კომპლექსური დაშლა, და გამოსავლის პოვნაა.
ძირითადად თამაშებს ისინი გვაწვდიან, მაგალითად LA galaxy აკადემიის, ლივერპული U17 და ა.შ + ამას ჩემი გუნდის ვიდეობი. მაგრამ როცა თავისუფალი დრო მაქვს პრემიერ ლიგის ან ლა ლიგის რომელიმე თამაშს ვარჩევ და მაგის ანალიზს ვაკეთებ ხოლმე, თან ვერთობი თან გამოცდილებისთვისაც არაა ცუდი.
ამ განყოფილებაში სულ ვხედავ ხალხის პოსტებს, როგორ განიხილავთ რა მოხდა თამაშში რა იყო პრობლემა, რატო წააგო ამა თუ იმ გუნდმა, და ა.შ, ხანდახან ისეთი განხილვები იწერება მგონია ვინმე პროფესიონალი მწრთვნელი წერს, მიკვირს ქომაგმა როგორ შეიძლება ამდენი დაინახოს, ხანდახან კიდევ ზოგი რამ მთლად რეალობასთან ახლოს არაა მისული.
მოკლედ ბევრს რო არ მივედ მოვედო, ერთ ერთ ანალიზს შემოგთავაზებთ, თუ მოეწონა ხალხს ყოველკვირას ვეცდები რომელიმე თამაშზე გავაკეთო იგივე, თუ არ მოგეწონებათ არც ეგაა პრობლემა.
ყველაფრის განხილვას არ დავიწყებ,ძალიან გრძელი რომ არ გამოგვივიდეს, ანალიზი იქნება წაგებული გუნდის, კერძოდ რა იყო პრობლემა, ფეხბურთელების ბრალეულობა და რა არის გამოსავალი.
პირველად ვეცდები საკმაოდ მოკლედ შემოვიფარგლო, ნუ მოკლეში ვგულისხმობ რომ რაც შეიძლება ზედაპირულს გავაკეთებ, შემდეგ დაწერეთ თქვენი აზრი, თუ ზედმეტად მოკლე იქნება და უფრო ღრმა ანალიზი ჯობს შემდეგზე გავითვალისწინებ.
პირველ თამაშად შევარჩიე მანჩესტერი - ვულვზი, ისეთი აჟიოტაჟი მოყვა მაგ თამაშს მგონია რო ყველაზე საინტერესო ალბათ ეს იქნება. შემოგთავაზებთ რამდენიმე სხვადასხვა მომენტის განხილვას სქრინშოთებით, პრობლემებს და ბოლოს გამოსავალს
სანამ დავიწყებ მინდა გითხრათ რომ ამ სეზონში მანჩესტერის თამაშს პირველად ვუყურე, ასე რომ შეიძლება დავწერო ისეთი რამ რაც მთლად სწორი არ იყოს, იმიტომ რომ არ ვიცი ვინ რა ფორმაშია, რა ხდება გუნდში და ა.შ. შეიძლება ვინმე კონკრეტულ მოთამაშეს ტრამვა ააქვს, ან რაიმე დეტალი არსებობს რაც არ ვიცი. იმედია მომიტევებთ

რაც შეეხება განხილვას, ყველა მწრთვნელს საკუთარი აზრი აქვს, არაა გამორიცხული რაღაც რაღაცეებში არ დამეთანხმოთ, ან შეიძლება რაღაცაში სულაც შევცდე, ასე რომ თქვენს აზრსაც და შესწორებებს დიდი სიამოვნებით მივესალმები, მთლად გუარდიოლა არ გეგონოთ თავიბოლო 4 წელია რაც ზრდასლულებს ვავარჯიშებ

მოკლედ ჯერ მარტივით დავიწყოთ:
----ფორმაცია----უტდ-ს ფორმა თავიდან თითქოს 4-4-2-ს გავდა, მაგრამ რაღაც განსხვავებული 4-4-2 გამოდგა, უფრო ალბათ 4-2-2-2
სტარტი თუ არ ვცდები ასეთი იყო
ვან ბასაკა -- ვარანი -- ჯოუნსი -- შოუ
გრინვუდი -- მაკტომინეი -- მატიჩი -- სანჩო
-------------კავანი --------რონალდო -------
----შესავალი----დავიწყოთ ზოგადი ტაქტიკით, პირველ ტაიმში გუნდი თამაშობდა 2 გამოკვეთილი საყრდენით, 2 ვინგერით და 2 ფორვარდით, 2 ფორვარდიდან თუ მათი მოედანზე ქცევებით ვიმსჯელებთ 1-ის სავარაუდო დავალება მომენტებში სიღმეში ჩასვლა და 10-იანის პოზიციის თამაში იყო, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, ხშირ შემთხვევაში 4-4-2-ში ნახევარ დაცვის სისუსტის მოგვარება ასე ხდება, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ამას ხშირად არცერთი არ აკეთბდა, და თუ რომელიმე ჩავიდოდა პასების ხარისხი და პოზიციის შერჩევა მთლად ლამპარდის დონის არ იყო.
ასევე პრობლემა ჩანდა ვინგერებში, გაურკვეველი იყო რა დავალება ქონდათ, იყო მომენტები როცა მოედანს მაქსიმალურად შლიდნენ და ხაზთან მიდიოდნენ რაც ფლანგისთვის სწორია, იყო მომენტი სიღმეში შედიოდნენ რაც მთლად არასწორი არაა მაგრამ ყოველ წუთში რომ იცვლება ეს სტილი გუნდისთვის გადაწყობა გადმოწყობა ძალიან რთულია, თან არსებობს იმის ლიმიტი რამდენად გინდა ვინგერები შევიდნენ შიგნით, და თუ შევლენ მასე ღრმად მაშინ გარემარბმა უნდა გაშალოს მაქსიმალურად მოედანი, ესეც ხშირად არ ხდებოდა.
რაც შეეხება ფორმაციას, ბევრი კამათი დავინახე ამ ფორმაციაზე, ბევრს გაუკვირდა რა იყო, გეთანხმებით ექსპერიმენტს უფრო გავდა, მიხუედავად იმისა რომ 4-2-2-2 მაგვარი რამ იყო ოფიციალურად მაინც 4-4-2--ში გადის. 4-4-2 ზოგადად გამოიყენება კონტრებზე აგებული დაცვითი გუნდებისთვის, მაგალითად ატლეტიკო, რეალურად დაცვის დროს 4-4-2, 4-4-1-1 ია მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყენებ ამ წყობას გუნდი ყოველთვის უნდა იყოს ძალიან კომპაქტური და ასე ვთქვათ პატარა (ფეხბურთელებს შორის დისტანციას ვგულისხმობ). 4-4-2 ით ბურთის დაჭერა ძალიან რთულია, რამდენიმე პრობლემაა. პირველი რათქმაუნდა ის რომ 3 ნახევარმცველის გარდა ცენტრში 2 გყავს, რაც მოწინააღმდეგეს ცენტრში ზონებს უხსნის. მეორე ის რომ ბურთის დასაჭერად აუცილებლად სიგანე და მოედნის გაშლაა საჭირო, 4-4-2 ით კიდევ მოედნის გაშლა ყოველთვის კატასტროფას იწვევს, ერთადერთი 4-4-2 რომლითაც ფლობა შეიძლება ე.წ diamond ფორმაციაა. მაგრამ ეს ისეთი კომპლექსური რამაა რომ ბევრს მწრთვნელს ურჩევნია უფრო კონსერვატიული ფორმაციით ითამაშოს. სპეციფიური ფეხბურთელებია საჭირო რისი ფუფუნებაც ბევრ გუნდს არ აქვს.
ერთ ერთი ვარიანტი კიდევ არის 2 სხვადასხვა ფორმაციით თამაში, მაგალითად 4-4-2-ით დაცვა და 4-5-1 ით შეტევა, და ა.შ მაგრამ აქ რამდენიმე დეტალია. ნუ ყველაზე მთავარი ე.წ Transition¬-ი, ანუ დაცვიდან შეტევაში გადასვლა და პირიქით, როგორც კი გუნდი ბურთს მოიგებს უნდა მოხდეს გადაწყობა და მოედნის მაქსიმალურად გაშლა, დაკარგვის დროს კი 4-4-2-ზე გადმოწყობა. ეს უნდა იყოს იდეალურ დონეზე რომ ცვლილებები ეფექტური აღმოჩნდეს. მეორე ტაიმში დაიწყეს რაღაც ამდაგვარის კეთება, მაგრამ მაინც გაურკვეველი იყო რა ხდებოდა, შეტევაში ვან ბასაკა ფლანგად თამაშობდა გრინვუდისიღმეში შედიოდა(სანამ ბრუნომ ჩაანაცვლა)
არის კიდევ ბევრი დეტალი მაგრამ ჯობია მომენტებით განვიხილოთ:
----თან პრესინგი თან არ----პირველ ტაიმში ეს იყო გაურკვეველი ფენომენი, გუნდი იწყებდა პრესინგს ადიოდა ზემოთ ბოლოს უცებ ჩერდებოდა, იდგნენ და უყურებდნენ მოწინააღმდეგე რას იზავდა, ამავდროულად არ იყო საკმარისად კომპაქტური რაც მგლებს შანს აძლევდა პოზიციური შეტევის აწყობის.
აი აქ მაგალითად ერთ ერთი მომენტი ავიღოთ, მგლებმა ბურთი მიიღეს თუ არა უტდ ზემოთ ავიდა, მერე თითქოს გაჩერდნენ და დაელოდნენ რას იზავდნენ, რამაც კონტრ შეტევა და „ლამის“ გოლი გამოიწვია, ამავდროულად ეს არაა ერთადერთი პრობლემა, ხშირ შემთხვევაში დაცვის დროს გუნდი იყო ზედმეტად გაშლილი. კარგად ჩანს აქ, მეორე ტაიმში ასე თუ ისე გამოასწორეს ეს, 45-65 წუთებში და გოლი რომ გაუშვეს იმის შემდეგ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ასეთი მომენტი ხშირი იყო

არ დაპრესვა კრიმინალი არაა მაგრამ, თუ პრესინგს არ თამაშობ აუცილებელია რაც შეიძლება ვიწრო ფორმით დაიცვა თავი.
აი მაგალითად ლივერპული, ამ კონკრეტულ მომენტში პრესინგს არ თამაშობენ, მაგრამ ცენტრში ყველა საპასე ხაზი დაკეტილი აქვთ, პირველი წესი ნებისმიერ ტაქტიკაშია ცენტრის დაცვა, ზოგადად დაცვის დროს ყოველთვის რაღაცის დათმობა გიწევს 99.9% შემთხვევაში ფლანგებს თმობ, ასე რომ თუ დაინახავთ რომ რომელიმე გუნდი ფლანგებზე ნავარდობს და ძალიან დიდი ადგილი აქვს ესეიგი მწვრთნელის დავალებაა ეს.
----ნახევარმცველების სიზარმაცე და გახსნის პრობლემა---- კიდევ ერთი ფაქტორი ამ წაგების, პირველ ტაიმში ორივე საყრდენი და არა მარტო საყრდენები ისე თამაშობდა თითქოს მოედანზე ყოფნა არ უნდოდათ, თითქმის ყველა მომენტში სადაც უნდა გახსნილიყვნენ უბრალოდ დადიოდნენ, გახსნილ ზონებში შერბენას და ბურთის მიღებას არ აკეთებდნენ. ამ მომენტებში ნახევარმცველი ზონებში უნდა შერბოდეს, ბურთს ითხოვდეს, თუ ამას არ აკეთებს მაშინ ეფექტურ პოზიციას იკავებდეს სადაც გუნდს სარგებელს მოუტანს, ან დავუშვათ გარბენს აკეთებდეს რომ მცველი გაიყოლოს, ეს ძალიან იშვიათი იყო

----გარემარბების არ არსებობა----ყველაზე მეტად ეს გამიკვირდა, მართლა გაურკვეველია რა ხდებოდა, გარემარბებს საერთოდ რამდენიმე ნაირად იყენებენ, ძირითადად ყველაზე პოპულარული ე.წ overlap-ებია, ჩვენებურად რომ ვთქვათ გარედან შემორბენა, რონალდო-მარსელოს პერიოდში როცა რეალი ვერ იტანდა ბოლო იარაღი ეგ იყო, მარსელოს პასი კროსზე, გარედან შემორბენა და გარბენი ფლანგზე, კროსის გამჭოლი პასი, მარსელოს ჩაწოდება და იმედი რომ რონალდო თავით გაიტანდა, რაც საკმაოდ ხშირად მუშაობდა.
ეს მემგონი ერთხელაც არ უქნიათ, გაურკვეველია რატო, რონალდოს გყავდეს 9-იანზე და ბურთს არ აწოდებდე მთლად გენიალური გადაწყვეტილება არაა, არადა არაერთი მოემნტი იყო სადაც ორივეს შეეძლო გარბენის გაკეთება და ჩაწოდება.
ნუ თუ ასე არ ათამაშებ გარემარბებს მეორე ვარიანტია ე.წ „inverted fullback“ გარემარბი ზემოთ რომ ავა ფლანგზე გაქცევის ნაცვლად სიღრმეში შედის და ნახევარდაცვას თამაშობს, ამ შემთხვევაში ფლანგებს ავალებ რომ რაც შეიძლება გარეთ გავიდნენ, არც ეს ხდებოდა, მოკლედ რთული გასაგებია ზუსტად რა მისია ქონდა ორივეს, მანჩესტერის შტაბმა რომ ჩემზე მეტი იცის მაგას თქმაც არ უნდა მაგრამ გარედან გაურკვეველი იყო რა ხდებოდა
მაგალითად ამ მომენტში მოთამაშე ნელ ნელა მიძუნძულებს, არადა სრული სისწრაფით უნდა გარბოდეს და ბურთს ითხოვდეს, სულ რომ არ მიიღოს ბურთი მინიმუმ მცველს საფიქრალს გაუჩენს
----ბურთის გარეშე მოძრაობა----საერთოდ მოედანზე ბურთის გარეშე მოძრაობა ფეხბურთელისთვის ერთი ორად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბურთით, 90 წუთიდან საშუალოდ მოთამაშეს ბურთი 2 მაქსიმუმ 3 წუთი აქვს, 87 წუთზე მეტი უბურთოდაა, კიდევ ერთი დიდი პრობლემა ეს იყო, მეორე ტაიმში როგორც სხვა რამდენიმე პრობლემა შედარებით უკეთესობა გამოჩნდა მაგრამ მაინც ძირითადი თამაში გუნდი ყველაფერში ნელი იყო, ისეთი შთაბეჭდილებაა რომ ყოველ მეორე მომენტში ვიღაც აგვიანებდა, აი რომ ჩართავ ლივერპული ჩელსის თამაშს თავიდანვე იგრძნობა განსხვავება, გაცილებით სწრაფი თამაშია, ყველა ასპექტში უფრო სწრაფი და ენერგიული, აქ ესპანური ჩემპიონატის სული ტრიალებდა
ეს იყო ერთ ერთი მომენტი, კონტრ შეტევაზე, 10 წამი დასჭირდა მაკტომინეის რომ ზემოთ ასულიყო და 50 მეტრი გაერბინა, მიძუნძულებდა უბრალოდ, არადა რომ გაყოლოდა კონტრ შეტევას სანჩოს პასის მისაცემი ეყოლებოდა უკან, აქ კიდევ შანსი უბრალოდ განიავდა, იმიტომ რომ არცერთმა ნახევარმცველმა გარბენი არ გააკეთა

ორივე ნახევარ მცველი გვერდი გვერდ დგას, არავინ გარბენს არ აკეთებს, არავინ ბურთს არ ითხოვს, ვარანს ამიტომ გრძელი პასი უწევს, გრძელი პასი კიდევ ხშირ შემთხვევაში დაკარგულია იმიტომ რომ ცენტრი ცარიელია და ბურთს არავინ იგებს

კიდევ სადღაც 40 სქრინშოთი ამოვიღე მაგრამ 4 ამხელა გამოვა ყველა მომენტი რომ დავდო
----დასკვნა და გამოსავალი----ბატონ რალფს ჩემგან არ ესწავლება მაგრამ ჩემი მწირი გამოცდილებით ასე ვიტყოდი
1) ყველაზე პირველი,ფორმაციაა შესაცვლელი აუცილებლად, 10 ნომერი ყოველთვის უნდა იყოს მოედანზე. ყველაზე ადვილი ფორმაცია 4-2-3-1 ალბათ, ადაპტაციაც ადვილი იქნება ფეხბურთელებისთვის. 4-3-3-ს ძალიან მაღალი დონის 3-ეული ჭირდება ან უნდა გყავდეს 3 ცხენი საკმაოდ მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებით, მოთამაშეები რომლებიც არ იღლებიან ან კიდევ მოთამაშეები რომლებსაც ზე ბუნებრივი ტალანტი აქვთ მაგალითად ჩავი ინიესტა და კროსი მოდრიჩი, ბრუნო პოგბა და მატიჩი რამდენად არიან ან ერთი ან მეორე დონის? არ ვიცი მანჩესტერის ქომაგი არ ვარ. ასე რომ ზედმეტი რომ არ მოვთხოვოთ მაგ სამეულს 4-2-3-1 უფრო მარტივია
2) კავანი რონალდოს ერთად თამაში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, საერთოდ ვერ უგებენ ერთმანეთს, არც კი უნდა განიხილებოდეს ეს, საერთოდ რონალდოთი ამ შემთხვევაში 2 ფორვარდით თამაში არ ღირს საკმარისია რონალდო და ერთი 9 იანი.
3) როცა შეირჩევა ფორმაცია და ტაქტიკა ამაზე უნდა აიწყოს გუნდი, არ შეიძლება ყოველ თამაშზე ტაქტიკის ან ფორმაციის ცვლა, შეიძლება მცირე ცვლილებების შეტანა თავისთავად მაგრამ ერთი გზაა საჭირო და ამ გზაზე გუნდის აწყობა. ასევე აუცილებლად კონსერვატულად უნდა მოხდეს გუნდის აწყობა, ექსპერიმენტების ტარება და გუარდიოლას ნაირი მცველის ფორვარდად დაყენებები არ შეიძლება.
4) უმნიშვნელოვანესი რამ რაც ზემოთ განვიხილეთ ! გარემარბების გამოყენება უნდა დაიწყონ, ან ფლანგებზე გარბენები აკეთებინონ, ან ინვერცია, არადა ორივე მაღალი დონის მოთამაშე ჩანს უბრალოდ ისე ჩანს თითქოს არ იციან რა უნდა ქნან, ზოგჯერ აგვიანებენ პოზიციაზე მისვლას ზოგჯერ ზედმეტად ადრე მიდიან, ზოგჯერ საერთოდ არ მიდიან, აწვდიან მაშინ როცა პასი უნდა მისცენ და პასს აკეთებენ მაშინ როცა უნდა ჩააწოდონ ან გარბენი გააკეთონ. არაა ეს მოთმაშეების ბრალი, გამორიცხულია ... აი კაილ ვოკერს რომ უყურებ ისე თამაშობს გეგონება დაპროგრამებულია, ზუსტად იცის რა როდის ქნას, სად უნდა იყოს და სად არა, დავუშვათ ვოკერი ამათზე უკეთესია მაგრამ არის ამ დონეზე უკეთესი? უბრალოდ ამათ ზუსტი დავალებები უნდა მიეცეთ
5) კიდევ ერთი რამ ე.წ Transition-ზე მუშაობაა საჭრო, ქართულად რო ავღწერო ნიშნავს შეტევიდან დაცვაში და დაცვიდან შეტევაში გადასვლა, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ გადასვლა გადმოსვლის სიწრაფე, სინათლის სიწრაფი უნდა ხდებოდეს, ლივერპული აკეთებს ამას ზე დონეზე .
6) მაკტომინეი თერაპევტთანაა გასაშვები, რაღაც ჭირს მაგ ბიჭს, ყველა ბურთის მიღებაში პანიკაში ვარდებოდა, ყოველი მეორე გადაწყვეტილება კატასტროფა იყო, რამდენი ბურთის მიღების ან გახსნის შანსი ქონდა ხელს სხვა მოთამაშეზე იშვერდა რომ ბურთი არ მიეღო, არამგონია მასეთი უვარგისი იყოს, აშკარად რაღაც პრობლემა აქვს, რავიცი შეიძლება ფორმაში არ არის. მწრთვნელის ადგილას 15 წუთის შემდეგ შევცვლიდი
7) ჩემი აზრით აუცილებელია გამოკვეთილი 8 ნომერი, პოგბა ხო ყავთ ტრამვაა აქვსო მგონი, როცა დაბრუნდება 6 8 10 უნდა იყოს მოედანზე, ერთი 6(საყრდენი) რომელიც სტაბილურად დაცვითს ითამაშებს (ალბათ მატიჩი?), ერთი 50-50 მოთამაშე 8 ნომერი რომელიც არასდროს ჩერდება და სულ დარბის, (პოგბა არის ხო მგონი ამ დონის?) და 10 ალბათ ბრუნო, ეს 3 უნდა თამაშობდეს საათივით, და ძალიან, ძალიან ბევრს დარბოდეს ასევე ყველაფერში უნდა უგებდნენ ერთმანეთს
8) ფილ ჯოუნსი სულ ასე თამაშობს თუ ეხლა გაიბრწყინა? ეს თუ ამ დონის მოთამაშეა მაშინ სულ მოედანზე იყოს, უდაოდ საუკეთესო იყო მოედანზე მანჩესტერის რიგებში, თითქმის ყველა პოზიცია სწორად შეარჩია, გადაწყვეტილებები სწორად მიიღო, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომეწონა იყო ის რომ მთელ დაცვას ეგ ელაპარაკებოდა და აკონტროლებდა, კომუნიკაცია კიდევ უმნიშვნელოვანესია ცენტრალური მცველისთვის, ხაზს ზუსტად მაშინ წევდა ზემოთ და აგდებდა როცა საჭირო იყო, 1v1-ზეც დაცვის ხარისხიც ერთ ორ შეცდომას თუ არ ჩავთვლით უმაღლესი დონის იყო, არადა ისე დასცინოდა ხალხი ვიღაც კლოუნი მეგონა
9) ყველაზე მთავარი !!!!!!! ეს არის გუნდის სოციალური მხარე, არაფერი, აბსოლიტურად არაფერი არ იმუშავებს თუ გუნდში ერთობა არაა, (ქართულად Team Chemistry როგორაა არ ვიცი

)
ბავშვებში ეს პრობლემა არ არსებობს, თინეიჯერების გუნდში უკვე იკვეთება, მაგრამ ზრდასლულებში უკვე უმნიშვნელოვანესია მოთამაშეების ხასიათების კონტროლი და ერთიანობა, პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, ურთულესია ზრდასლულების გუნდში ყველას ერთ რელსზე დასმა, ვერ აგიღწერთ რა დონეზე რთული, ამ ასაკში უკვე ყველას თავისი ეგო აქვს, ყველას რაც შეიძლება მეტის თამაში უნდა, ყველას თავისი მოთხოვნები, ყველას თავის ხასიათი, ყველას ყველაფერი სხვანაირად ესმის, ყველას საკუთარი პირადი პრობლემები, შეიძლება ერთს რაიმე უთხრა ისეთი რაც დადებითად მიიღოს მაგრამ მეორემ ეს უარყოფითად გაიგოს, შეიძლება ვიღაც უბრალოდ ხასიათზე არ იყოს, ეს ყველაფერი უნვიერსიტეტის დონეზე და პროფებში უმაღლეს ლიგებში რახდება წარმოდგენაც არ მინდა, მთავარი ამ ყველაფრის დაბალანსებაა, ყველაფერი აქედან მოდის
2014 წელს დიეგო გოდინმა თქვა ჩოლო ხიდიდან რო ხტებოდეს მთელი გუნდი გავყვებითო, ასეთი ერთიანობაა საჭირო რომ გუნდმა მოახერხოს ტრანსფორმაცია
კიდევ ზიდანმა შეძლო ეს რეალში, 2016 წლის ფინალის ვიდეო რომაა გასახდელში შესვენებაზე სანამ მეორე ტაიმი დაიწყება სანამ გავლენ მოედანზე ფეხბურთელების შეძახილებია „ერთად ვთამაშობთ, ერთად მოვკვდებით“ ბევრმა ალბათ ამ მომენტს ყურადღება არც მიაქცია მაგრამ ფეხბურთელები იმას რომ ყვირიან თუ საჭიროა ერთად მოვკვდებითო, თან 4-5 ჯერ იმეორებენ ამას, ვერ აგიღწერთ ეს რამდენს ნიშნავს, იდეალურად ასახავს რა ერთობა ქონდა გუნდს და რა დონეზე მოახერხა ზიზუმ ბიჭების დალაშქვრა. აი სულ რომ არანაირი დავალებები არ მისცე და გუნდი ასეთი სულით გაუშვა მოედანზე რკინას დაღეჭავენ, მხოლოდ ასეთი ერთიანობის შემდეგ ხდება ტოპ გუნდის აწყობა.
ამათ კიდევ ეს აკლიათ, არ იგრძნობა ეს მონსტრული საბრძოლო ენერგია, შეიძლება ვცდები, მაგრამ ვუყურებდი გუნდს და თითქოს ყველას ყურები ქონდა ჩამოყრილი, ყველა ხელებს იქნევდა და ა.შ
დასასრული ჩემი აზრით სიტუაცია მთლად დამღუპველი არაა, შეიძლება ამ ყველაფრის მოკლე დროში გამოსწორება, არაა საჭირო გუნდის დაშლა და 0-დან აწყობა, უბრალოდ სწორად დაგეგმვაა ყველაფრის საჭირო და სწორი მიდგომა, ეს მწრთვნელი კიდე ისეთი დონისაა რომ მგონი არ უნდა შეეშალოს. ჩემ გუნდს იგივე პრობლემები რომ ჭირდეს და იგივე პირობები გვქონდეს ვიტყოდი რომ 5-6 თვეში უმეტეს პრობლემებს მოვაგვარებდით, ესენი კიდევ პროფები არიან ასე რომ სავარაუდოდ ბევრად ნაკლები დრო დაჭირდებათ.
გამიგრძელდა მგონი ძაან, არადა ეს იყო ზოგადი ანალიზი, მთლად დეტალებში არ ჩავედი, მგონია რომ მოგწყინდებოდათ მერე ამდენის კითხვა, დაწერეთ რას ფიქრობთ, თუ არაა საინტერესო ეგეც მითხარით ტყუილად ვინმეს ტვინი რო არ ვუბურღო. თუ გინდათ უფრო ტექნიკურ დეტალებში ჩავიდე შემდეგზე, მაგალითად ნახევარ ზონები, მოედნის მესამედები, საპასე ხაზები და ა.შ დავწერ მაგასაც
მოკლედ არ მოგერიდოთ კრიტიკის, ხო კიდევ, ამ ყველაფერს კოვიდით და სიცხით ვწერ ასე რომ გრამატიკულად ნაწერი თუ ზედმეტად კატასტროფაა ნუ მამკლამთ

ისე კი სამომავლოდ თუ რაიმე კონკრეტული გუნდის თამაშის განხილვა გინდათ შეგიძლიათ აქ დაწეროთ ანდაც სულაც პმ-ში მომწეროთ, ჯობია ისეთი განვიხილოთ რომელშიც გუნდმა წააგო, უფრო კარგად ჩანს გუნდს რა პრობლემები აქვს.
და ბოლოს, თამაშის შემდეგ მწრთვნელის, ფეხბურთელების, და ა.შ კრიტიკა და ასეთი ანალიზების კეთება ადვილია, მაგრამ არავინ არ ვიცით გუნდში რა ხდება, შეიძლება დავაბრალოთ ვინმეს ყველაფერი მაგრამ რეალურად აღმოჩნდეს რო ამ ადამიანის ბრალი არაფერი იყოს, მეც მასე ვიყავი, რეალი რომ წააგებდა ვინმეს ამოვიჩემებდი და დედის ტრაკს ვუტრიალებდი

მაგრამ დავიწყე მწრთვნელობა და მივხვდი რომ ყველაფერი ისე არაა როგორც გარედან ჩანს, გუნდის კულისებში ხშირად სიტუაცია სულ სხვანაირადაა.
პ.ს რონალდოს ეჯმებოდა ძალიან მაგის ბრალია ყველაფერიო, როგორც ალბათ მიხვდით უკვე რეალის ქომაგი ვარ, მაგრამ რონალდოს ქომაგი არასდროს ვყოფილვარ ჯუბა დამეთანხმება ამაში

, ჩემი მოკრძალებული ობიექტური აზრით მე რასაც ვუყურე რონალდო იგივენაირად თამაშობდა როგორც თითქმის ყველა, ასე რომ ზღაპარი მგონია რონალდოს გუნდი აერია, მოედანზე როგორც ყველა სხვა ისე ირბინა, ხშირად კავანიზე მეტი პრესა და მეტი გარბენი გააკეთა აი მანდ რომ ამოგეღო რონალდო და მბაპე, ჰაალანდი, კეინი ან ვინმე სხვა ჩაგესვა დიდი არაფერი შეიცვლებოდა. რონალდოს ბრალი არაა მაკტომინეი ბურთს რომ არ ითხოვს და მცველის უკან იმალება, შოუ გარბენებს რომ არ აკეთებს, მატიჩს რომ სძინავს და სანჩომ რომ არ იცის რა ქნას, ასე რომ მანჩესტერის ფანებო ნუ აიცრუებთ ბიძია რონიზე გულს უბრალოდ გუნდია დასალაგებელი.
ეხლა გასახდელში თუ რამე არია ეგ უკვე სხვა ამბავია და არ ვიცი, მაგრამ მწვრთნელის თვალით თუ შევხედავთ თამაშის მხრივ მოედანზე რონალდო ისეთს არაფერს აკეთებს რომ ყველაფერი მაგას დაბრალდეს
Sebastian... After All This Time...?
Always. ( ˘_˘ )