tengo2801სწრაფი აფეთქება როგორც ასეთი არაფერს ნიშნავს, ბრუნების სიჩქარე იზრდება მაშინ როცა დგუში (პორშინი) სწრაფად გადაადგილდება საწვავის ნარევის აფეთქების შედეგად. დგუშის სწრაფი გადაადგილება აფეთქების სისწრაფესთან კი არა, სიმძლავრესთან არის დაკავშირებული, ანუ რაც უფრო დიდი რაოდენობის საწვავი ფეთქდება (+ რაც უფრო მეტად არის შეკუმშული ეს ნარევი), მით უფრო სწრაფად მოძრაობს დგუში და მით უფრო მეტ ბრუნებს აკეთებს ძრავი
აქედან გამომდინარეობს ის რომ მეტი ბრუნების მისაღებად მეტი საწვავი უნდა მიაწოდო

მაგას კი ბევრი რამე ზღუდავს, თუნდაც ინჟექტორების გამტარობა, ბენზონასოსის სიმძლავრე, ჰაერის მიწოდების სისტემა, ტურბინიანი მანქანის შემთხვევაში ტურბინის წნევაც და ა.შ.