mishuchiiii
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3373
წევრი No.: 55543
რეგისტრ.: 12-March 08
|
#12734619 · 25 Feb 2009, 11:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ ოლიგარქის, უფრო სწორად, ოლიგარქის ქონების გარშემო სკანდალი მაინც არ ცხრება. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ ჯოზეფ კეი, რომელიც პატარკაციშვილის ანდერძით, მისი ქონების განმკარგავია, თაღლითობაში დაადანაშაულა. საერთოდ, საქართველოში კეის გამოჩენა მოულოდნელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, კეი პატარკაციშვილის შორეული ნათესავია. გუდავაძის მხარე იმასაც აცხადებს, რომ გარდაცვლილ ოლიგარქს კეისთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. მაგალითად, “ფაქტს” კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, რომ ბიზნესმენი ყველაზე მეტად სწორედ კეის ენდობოდა. მეტიც, გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ბიზნესმენს კეისთვის უთქვამს, პოლიტიკურ ბრძოლაში დავმარცხდი, ამიტომ “იმედს” შენზე გადავაფორმებ, რომ სიტუაცია დაალაგო და საქართველოში ჩასვლა შევძლოო, თუმცა, კეის “იმედის” გადაფორმებაზე უარი განუცხადებია და პატარკაციშვილისთვის პირდაპირ უთქვამს, “იმედს” კი არ გადავიფორმებ, ვიყიდიო...
ისე, ჩვენში დარჩეს და, ხმა დადის, რომ ბოლო დროს გარდაცვლილ ბიზნესმენს პარტნიორებთან სერიოზული უთანხმოება ჰქონდა. საქმეში ჩახედულნი იმასაც ამბობენ, რომ პატარკაციშვილი ბიზნესიმპერიის უუფლებო იმპერატორი გახლდათ, ანუ არაოფიციალური ინფორმაციით, ბიზნესის თითქმის ყველა აქტივი ბორის ბერეზოვსკის, აბრამოვიჩის, ალიშერ უსმანოვს, ჯოზეფ კეისა და სხვა ცნობილი ბიზნესმენების საკუთრება იყო. სხვათა შორის, “ფაქტის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით კეი უქონელი სულაც არ არის და სხვა თუ არაფერი, მაიამიზე კუნძულს ფლობს.
ის, რომ პატარკაციშვილი ბიზნესიმპერიას ფორმალურად ან სულაც ნომინალურად მართავდა, იმითაც დასტურდება, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოლიგარქის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში პატარკაციშვილის ქვრივს _ ინა გუდავაძესა და ბორის ბერეზოვსკის შორის ქონების განაწილების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, ანუ არსებობს მოსაზრება, რომ ამ გზით ბერეზოვსკი თავისი ქონების დაბრუნებას გეგმავს. სხვათა შორის, ბერეზოვსკი პრეტენზიას ტელეკომპანია “იმედზეც” აცხადებს. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ პატარკაციშვილის სიცოცხლეში “იმედი” წამგებიანი იყო. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ აცხადებს პრეტენზიას ბერეზოვსკი წამგებიან ობიექტზე? არსებობს მოსაზრება, რომ ბერეზოვსკი “იმედის“ ხელში ჩაგდებას პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს. ეს “პოლიტიკური მიზანი” კი, შესაძლოა, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იყოს. სხვათა შორის, დამალული არაა, რომ ქართველ ოპოზიციონერთა ნაწილს ბერეზოვსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგალითად _ გოგა ხაინდარავას. ბოლო დროს კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ბერეზოვსკისთან გარკვეული კავშირი შესაძლოა, ზურაბ ნოღაიდელსაც ჰქონდეს. ამის დადასტურება, რასაკვირევლია, შეუძლებელია, თუმცა ნოღაიდელისა და გოჩა ძასოხოვის მეგობრობა არავისთვისაა დაფარული. ძასოხოვი კი, როგორც ამბობენ, ბერეზოვსკისთან არის კავშირში. ერთი სიტყვით, “იმედის” გარშემო ბერმუდის სამკუთხედია შეკრული _ პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე, ბორის ბერეზოვსკი და პატარკაციშვილის ანდერძის მიხედვითვე, მისი ქონების განმკარგავი ჯოზეფ კეი. “ფაქტის” კონფიდენციალური ინფორმაციით, კეიმ იმედში სამ მილიონამდე ჩადო, თუმცა ტელევიზია მაინც წამგებიანია. ამასთან, კეიმ, თურმე სცადა “იმედი” ,,სი-ენ-ენ”-ის მსგავს ტელევიზიად გარდაექმნა, მაგრამ როგორც ამბობენ, კეი ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკას, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ განკარგავს. მართალია, არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბორის ბერეზოვსკი თუნდაც უმნიშვნელო საბუთს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც დაამტკიცებს, რომ პატარკაციშვილის ბიზნესიმპერიაში და, მათ შორის, “იმედშიც” აქტივები ჰქონდა, ბუნებრივია, “იმედს” დაიბრუნებს. მოვლენების ამ სცენარით განვითარება ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს, რადგან მმართველი გუნდისთვის ყველაზე მისაღები ჯოზეფ კეია, მაგრამ აქაც არსებობს ერთი “მაგრამ”... “ფაქტისათვის” ცნობილი გახდა, რომ “იმედი” იყიდება. მართალია, წყარო დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ “იმედის” ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, საქართველოში კარგად ცნობილი ბრენდი იქნება. ამასთან, “ფაქტის” ინფორმაციით, “იმედის” გაყიდვის საკითხი ჯოზეფ კეის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაწყდება.
|