QYGe1T290980MQ5-8
მოდელი 18/12

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2042
წევრი No.: 35561
რეგისტრ.: 28-May 07
|
#12746810 · 26 Feb 2009, 02:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, ავტორი აკეთებს ასეთ პროექტს: თავის ახალ რომანში იქნება ერთი თავი, რომელსაც ერქმევა ლიტერატურული სასამართლო. წიგნი აგებულია 7 კლასის ქართულის სახელმძღვანელოს პრინციპზე.
აქ დაიდება ტექსტის მცირე ნაწილი, რომლის შეფასებაც და გარჩევაც, “გასამართლებაც” გევალებათ. რაც დაიპოსტება წიგნშიც ის შევა.
ანუ კონკრეტულად რას გთხოვთ: ვისაც არ დაეზარება სასამართლო მოუწყოს გმირს (და არა ტექსტს, თუმცა ტექსტზეც შეიძლება) სასამართლო (მსგავსი მოთხოვნაა 7 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნში, რომლის მიხედვითაც - ფორმითაც - იწერება ეს რომანი), ანუ ვიღაც იქნება ბრალმდებელი, ვიღაც დამცველი, ვიღაც ამათი მოწმე და ვიღაც მოსამართლე. ერთგვარი თამაშის ფორმაც აქვს ალბათ,
ავტორი
ხანდახან თვითმკვლელობაზე ვფიქრობ ხოლმე. ეს ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. ასეთ დროს ჩემი მარტო დარჩენა არაფრით არ შეიძლება. ასეთ დროს, ერთადერთი, რაც მშველის, ხალხში ტრიალი და დალევაა. როცა ვსვამ აგრესიული და აქტიური ვხდები გარშემომყოფების მიმართ და ცოტა ხნით საკუთარი თავი მავიწყდება. ალბათ, როგორც რადიოტალღებს, ენერგიებსაც აქვთ თავიანთი სიხშირე, რომელსაც დროდადრო ვიჭერთ და მასზე ავეწყობით ხოლმე. ვთქვათ, მოდის თვითმკვლელობის, ძალადობის, სხვათა მკვლელობის, დეპრესიის, სიხალისის, ან სექსუალურად აღგზნებადობის ტალღა. მე და ჩემნაირები ვსხედვართ და არაფერზე ვფიქრობთ, ამ დროს კი ზოგი ჩვენგანი ერთ ტალღას იჭერს, ზოგი მეორეს, ზოგიც _ მეხუთეს. აბა, რატომაა, რომ ადამიანს უცებ თვითმკვლელობა უნდება, ან სამსახურში ზის, ოფისში, რაღაცა ქაღალდებშია თავჩარგული და უცბად აღეგზნება. ისე აღეგზნება, რომ შეიძლება თუ ცოლი, ან გოგო არა ჰყავს, ან გინდაც ჰყავს, ან თავადაა გოგო, შევიდეს ოფისის ტუალეტში და მასტურბირება დაიწყოს? რატომ ხდება ასე? რა პრინციპით ვიჭერთ ამ სიხშირეებს და რატომ ვართ ხშირად ერთსა და იმავე ტალღაზე? მე ხანდახან თვითმკვლელობაზე ვფიქრობ და ახლა სწორედ ეს ხანდახანაა. ვზივარ ნაქირავებ ბინაში და მეშვიდე სართულის ფანჯრიდან ვიყურები ეზოში. წყნარი უბანია, ზედმეტად წყნარიც კია, იმდენად წყნარი, რომ ნერვებს მიშლის. რომ ხმაურობდნენ, მაწუხებდნენ, მიზეზიმ აინც მექნებოდა ვინმესთვის დამებრალებინა, რომ ვერ ვწერ. ახლა კი მიზეზიც არ მაქვს. ლამის ეღტი თვეა ამ ბინაში ვცხოვრობ. აქამდე საჭმელი ჩემს მეგობარ გოგოს ამოჰქონდა ხოლმე, ახლა იმასაც ავუკრძალე ამოსვლა. ამოდის და მაცდენს _ ან უაზროდ ლაპარაკობს, ან სექსი გვაქვს. პური აღარ მაქვს. მაცივარში რაღაც საჭმელი დევს, მაგრამ პური აღარ მაქვს. მინდა, რომ თავს რამე სანქციები დავუწესო და დავაწერინო, ვაიძულო რამე დაწეროს, თორემ ასე აღარ შეიძლება. ერთ კვირაში ბინის პატრონი მოვა და ფულს მომთხოვს. მე ფული არა მაქვს, სამაგიეროდ მქონდა იმედი, რომ მექნებოდა. რომ დამეწერა ოცი გვერდი მაინც, გამომცემელს ჰონორარს დავსტყუებდი, ახლა კი არაფერი, ახლა აღარაფერი. დეპრესია არ მაქვს. ეს სხვისი ტალღაა, მე უბრალოდ თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. ეს ყველაზე ადვილი გზაა გაექცე პასუხისმგებლობას, გაექცე შენს თავსაც და სხვებსაც, ყველას, ვინც გიყურებს და გელოდება თუ რას წერ. არაფერსაც არ ვწერ, არაფერსაც არ ვაკეთებ. ხან მინდა გამოვაცხადო _ არაფერსაც არ ვაკეთებ. ფეხებზე მკიდია წერაც, კითხვაც, ფიქრიც და ყველაფერი მსგავსი სირობა, მაგრამ ვერ ვბედავ, გაჩხერილი ვარ საკუთარ ამბიციებში. იყო დრო, როცა მე მონასტერში წასვლაზე ვფიქრობდი. გადაწყვეტილიც კი მქონდა იქ დარჩენა. ავალ და დავრჩები, ვიცხოვრებ, როგორც ისინი ცხოვრობენ _ მუდმივ შრომასა და ლოცვაში, ცოტა ძილი და ცოტა კვება მექნება და თავი მაინც დამიმშვიდდება-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი. ვერ შევძელი განა მარტო იმიტომ, რომ სინამდვილეში ათეისტი ვარ და არანაირი ღვთაებრიობის არა მწამს იმიტომ, რომ პატიოსანი კაცი ვარ ბუნებით. თუ ავიდოდი და დავრჩებოდი, მაშინ ისე უნდა მეცხოვრა, როგორც იმათ, ანუ თავი დამენებებინა წერისა და ქალებისათვის. ხშირად მიფიქრია, რომელი უფრო ძნელი დასათმობია _ წერა, თუ ქალები? სამჯერ წავედი მონასტერში დასარჩენად და სამივეჯერ გამოვბრუნდი. ვერ შევძელი პირადი მსხვერპლთშეწირვა _ კალმის გადაგდება და შიშველი ხელებით სიარული. ახა კი ვზივარ ნაქირავებ ერთოთახიანში, ჩემი ორი ვნება თვალწინ მაქვს, ქალის დანახვაც კი ნერვებზე მშლის, წერა აღარ შემიძLია და თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. ისე, საოცარი რამაა ლიტერატურა. თვითონ ქმნის პროცესია საოცრება _ წერ და შენს პერსონაჟში ჩანს რა გტკივა და რა გაწუხებს, ერთგვარი ტესტია პერსონაჟზე დაკვირვება. აი, მე რომ ახლა რამე დამეწერა, ჩემი გმირი აუცილებლად მწერალი იქნებოდა, ექნებოდა უამრავი ვალი, როგორც მე მაქვს, ეყოლებოდა მეგობარი გოგო, რომელიც მისგან ფეხმზიმედაა და თვითონ კი სულ სხვაზე იქნებოდა შეყვარებული. მე რომ ახლა ვინმეზე დავწერო, ეს ვინმეც ჩემსავით უნდა იყოს გამომწყვდეული სადღაც ოთახში და თავს წერას აძალებდეს, ან აიძულებდნენ ისევე, როგორც მე მაიძულებენ. _ დაწერე რამე? _ მეკითხება ყველა, ვინც მიცნობს და როცა ვუღიმი, ერთი სული მაქვს ყელში წავავლო და დავახრჩო. წადით და ღმერთს კითხეთ, აბა, ჰა, რა ქენი, შექმენი რამე ახალი? დაწერე რამე? ადამიანი თუ ერთხელ მაინც ვერ გახდა გმირი, ის ვერასოდეს გახდება ადამიანი. მე სამჯერ ვერ გავხდი გმირი, სამჯერ უარვყავი ის, რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი _ მონაზვნობა. მერე რა, რომ ათეისტი ვარ და სინამდვილეში არაფრის არ მწამს? სამაგიროდ, მექნებოდა რეალიზებული ოცნება და კონკრეტული შესრულებული მიზანი. ახლა კი ვზივარ ძალიან ჩუმი უბნის მეშვიდე სართულზე, მშია და წერა მინდა. გადავწყვიტე მანამდე არ შევჭამო, სანამ რამეს არ დავწერ. ისიც არ ვიცი რაზე დავწერო, მაგრამ ვიცი, რომ პერსონაჟი აუცილებლად მწერალი იქნება, მწერალი, რომელიც ვერ წერს. ამ ბინიდან გზა ჩანს, გზა, რომელიც ქალაქს უვლის. აქ ტრანზიტული მანქანები დადიან. წუთში დაახლოებით ერთი ტრაილერი მაინც ჩაივლის ხოლმე. ბევრჯერ ვცადე მეთვალა, მაგრამ შუა თვლაში მავიწყდება, ფიქრი გამირბის. კარგი რამაა ტრაილერის მძღოლობა. მთელი ცხოვრება გადის ერთი წერტილიდან მეორემდე მისვლაში. დაახლოებით ასე წარმომედგინა ჩემი მონასტერში ყოფნაც _ დატვირთავ ურიკას შეშით, მიიტან ღუმელთან, დაყრი, ისევ, ისევ, ისევ. მერე დაგიძახებენ. მცირედად შეჭამ და იძIნებ. დილით იგივე. ლოცვა-მუშაობა-ჭამა-ლოცვა-ძილი. ალბათ ამ მძღოლებს რომ ჰკითხო, ერთფეროვანი ცხოვრება აქვთ. არაფერი მათთან არ ხდება, ნახევარზე მეტ ცხოვრებას გზაში ატარებენ. გზაში ხდება ყველაფერი _ სიმარტოვე, ფიქრი, სექსი, ოჯახის მონატრებაც. ამერიკულ კინოებში რომაა ხოლმე _ ვიღაცა ტრაილერის მძღოლი უაზრო შარში გაეხვევა და შენ, მაყურებელი ფიქრობ _ რა უბედურია ეს კაცი, ვიღაცა იდიოტი მკვლელი გადაეკიდა და სიცოცხლე გაუმწარა, სინამდვილე ხომ ასე არაა? სინამდვილე სულ სხვანაირია _ რეალურად, კინოში საერთოდ არ ჩანს ჭეშმარიტებები. ეს თვითონ რეჟისორებმაც კი არ იციან. ეს იციან მხოლოდ სცენარისტებმა. ის მძღოლს გადაკიდებული “საგზაო მკვლელი”, ვინც მანქანა დაუმტვრია, ლამის მოკლა, ყველაფერი აურ-დაურია, სინამდვილეში კეთილი ანგელოზია, ისაა, ვინც ამ ჩვენი ტრაილერის მძღოლის ცხოვრებას რაღაცა ფერი, ინტერესი და აზრი მისცა, ამოაგდო ერთფეროვნებიდან და მართალია ლამის მოკლა (ვთქვათ), მაგრამ, სამაგიეროდ, შეგრძნებები და ემოციები აჩუქა. მეც ხომ არ მომეკლა ვინმე? ვთქვათ ის ჩემი მეგობარი გოგო, რამდენიმე დღე რომ არ ამოსულა. დავურეკავ, ვითომ პური, ან სექსი მინდა და მოვა. მოვა და როცა გაიხდის, ზუსტად მაშინ მოვკლავ. ამით ორ პრობლემას ერთბაშად მოვიშორებ _ მოვიშორებ ბავშვს, რომელიც არ ვიცი რატომ ჩაისახა და მოვიშორებ უსუსურობის შეგრძნებას, რომ წერა აღარ შემიძლია. მაგარი სკანდალი კი ატყდება _ როგორ მოკლა მწერალმა საცოლე! ისე, კი მეპარება ეჭვი მწერალი ახსენონ, აი, საცოლეს კი აუცილებლად გაუსვამენ ხაზს, თან ფეხმძიმე საცოლეს. ალბათ ისიც ბედნიერი იქნება რომ მოვკლა, ბოლო-ბოლო მიზანს მიაღწევს და ჩემში რაღაცა ემოციას გამოიწვევს, თუნდაც ეს ემოცია სიძულვილი იყოს. რა მინდა ამ დამპალ ქვეყანაში, ამ დამპალ, ყრუ უბანში და ამ ფანჯარასთან? საერთოდ რა მინდა? ალბათ ამ წუთას, ზუსტად ჩემნაირად, ჩემისთანა ათასობით მწერალი დგას ასე ფანჯარასთან, ყველა თავის მივარდნილ მეშვიდე სართულებზე და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. ხუთჯერ ვცადე აქედან გაქცევა, ხუთჯერ შევედი ამერიკის საელჩოში და შევიტანე საბუთები. ხუთივეჯერ უარი. განა მტკიცე _ მსუბუქი უარი _ “ამჯერად ვერ დავაკმაყოფილებთ თქვენს აპლიკაციას!” რა არის ეს? ჩემნაირების მართვის ერთ-ერთი ხერხი? სამოთხეში გინდა? მიდი და სცადე. და დგახარ რიგში, აკვირდები სხვებს. ზოგი რას იბრალებს, ზოგიც რას _ ოღონდ სამოთხეში მოხვდეს. სინამდვილეში კი გულის სიღრმეში იცის, რომ ეს ტყუილი ცდაა, სამსხვერპლოზე მიტანილი შესაწრილია, რომელსაც დიდი გველეშაპი ყლაპავს. ეგაა ლატარიის პრინციპი _ შეპირდე ადამიანს ბევრი და მისცე ცრუ იმედები, რომელთაც საბოლოოდ გაუცრუებ. მასაც ეცოდინება, რომ გაუცრუებ, მაგრამ თანახმაა _ ოღონდ ასეთი იმედი არსებობდეს და თანახმაა. ღმერთი რომ არსებობდეს, ვთქვათ, დავუშვათ, რომ არსებობდეს, ალბათ იმასთანაც ასე მივიდოდით _ დავიბრალებდით რაღაცეებს, მაგალითად, ღმერთო, მე მაქვს ხაჭაპურის ბიზნესი, ან ვიყავი მათხოვარი და ახლა ბოლო მოდელის მერსედესის ჯიპი მყავს. ნახე, ჩემს საბანკო ანგარიშზე 20 000 დოლარი დევს, ისე რა, არც კი ვხმარობ. რატომ შევიტანე ორი დღით ადრე? ნუ... ეგრე მოხდა. არ მიყვარს ბანკები და შევიტანე. წამიყვანე რა შენთან, ღმერთო, წამიყვანე რაა! სამოთხის პატრონები კი უტვინოები კი არ არიან, მათ იციან, რომ არავითარი ხაჭაპურის ბიზნესი შენ არ გაქვს, ეგ მანქანაც ნაცნობისაა და ის 20 000 დოლარიც სანათესაოში გაქვს ნათხოვარი “ორი დღით”. იციან ყველაფერი ეს, მაგრამ ვითომ ვერ ხვდებიან, ვითომ დაიჯერეს, თავი გაიცურეს, აი, სამოთხის ბილეთს კი _ უკაცრავად. აი, ეს ტრაილერები, ახლა ჩემს თვალწინ რომ გადიან, აი ესაა ნამდვილი ცხოვრება. ვითომ კი ხარ ინდივიდი, სინამდვილეში ერთი გრძელი ჯაჭვის რიგითი რგოლი ხარ. გაგიფუჭდა მანქანა და ამოვვარდი? _ კოლონა არ დაგიცდის. მაგრად მშია. ხაჭაპურის ბიზნესის მეპატრონევ, დაიპურე თავი! რატომ არ მივდივარ ამ სამოთხის მფლობელებთან და არ ვეუბნები ვინც ვარ? გამარჯობა, მე ვარ მწერალი ესა და ეს, დიდი არაფერი მწერალი, მაგრამ ამბიცია მაქვს _ იცოცხლე. თქვენ ხომ ასეთები მოგწონთ? მინდა მოვხვდე სამოთხეში. კონკრეტულად თქვენს სამოთხეში რატომ და სხვა სამოთხე თქვენთან მობაძვაა. წამიყვანეთ რა, წამიყვანეთ>. როგორც ფასკუნჯზე ამხედრებული ზღაპრის გმირი, ქვესკნელიდან ზესკნელში რომ ადის, ასე მოვაჯდები თვითმფრინავს და წამოვალ. სტიუარდესა შემოვა და იტყვის: _ ბენზინი გვითავდება. მე კი მოვიჭრი ხელს და მივცემ. კიდევ შემოვა, მერე კიდევ მოვიჭრი ფეხს, ყურს, თვალს და სამოთხეში ასე ნახევარქათამასავით ჩავფრინდები. იქ კი ფასკუნჯი მომისმევს ფრთას და გამამრთელებს. რატომ ვერ ვბედავ რომ შევიდე და ვუთხრა: _ გამარჯობა, მე რიგითი მწერალი ესა და ეს ვარ და სამოთხეში მინდა! იმიტომ ვერ ვბედავ, რომ ჯერ ერთი წინა ხუთი შესვლისას ნათქვამი “მე ხაჭაპურის ბიზნესი მაქვს” მაბრკოლებს და მეორეც, მე მწერალი ვარ ხომ სალანძღავი სიტყვაა?! მე სერიული მკვლელი ვარ შეიძლება, ჰომოსექსუალი ვარ და პატარა ბავშვები მიზიდავს _ ესეც. ეს ერთგვარი რომანტიკაა, არაორდინალურობა, ნიშანი იმისა, რომ შნეი ადგილი ამ ქვეყანაში არაა, აი, მე მწერალი ვარ კიდევ... როგოორ? მწერალი ხართ? აჰაა, მაშ მწერალი ხართ... _ ხმამაღლა გაიმეორებს და გვერდით მჯდომს გადახედავს, ის დაცვას გადახედავს და ჯერ ჩაიფხუკუნებენ, მერე კი შენს პასპორტში ლურჯი ფერის ბეჭდით, თუ შავით, თუ წითლით, თუ რა ფერიც იქნება, ჩაარტყამენ _ სამოთხეში შესვლაზე სამუდამო უარი ეთქვას! აი, ამის მეშინია. მირჩევნია იმედი არ წამართვან და “აპლიკაცია დაბრუნებულია” მომცენ, ვიდრე სამუდამო უარი. მერე რაღა ვქნა? ჩემს მეგობარ გოგოს კი არ რცხვენია აღიაროს, რომ მწერალთან დადის. ჩემი აღიარების რცხვენია მამაჩემს, დედაჩემს, ჩემს ძმას, რძალს და მეგობრებს, აი, გოგოს კი ნამდვილად არ რცხვენია. შეუძლია გამოვიდეს ქუჩაში და დაიყვიროს: _ ჰეიიი, ჰეი, მე მწერალი მტყნავს, იცით? უბანში ჩამი-ჩუმი არ ისმის. ასეთი სიწყნარე სოფლებში აღარაა. ნეტა ყველა ხომ არ დაიხოცა და უცბად ფილმის პერსონაჟად ხომ არ გადავიქეცი? ან უკვე ფილმის პერსონაჟი ვარ და ჯერაც არ ვიცი? ირგვლივ ყველა დაიხოცა, მე ვარ ცოცხალი და ჩემი მისიაა ვიპოვნო ვინმე მეორე ცოცხალი და გავამრავლო. იცით რა? ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე, წერის აღარც დროა და აღარც სურვილი _ დედამიწა იღუპება! ეს ტრაილერები? ეს ტრაილერები სინამდვილეში ზომბებითაა სავსე და ჩემსკენ მოემართებიან _ სისხლის სუნი იგრძნეს და უნდათ, რომ გადამყლაპონ. წერე, წერე, წერე, წერე, წერე, წერე, წერე! ან დაურეკე გოგოს ამოიტანოს პური და გაიხადოს. ეს მაინც გააკეთე სანამ შეგიძლია.
ავტორი (გაგრძელება)
“დაგეგმე შენი მომავალი, გააკეთე სწორი არჩევანი, შეიძინე ჩვენი კონტრაცეფცია!” ამ გოგოს ხმა ნერვებს მიშლის უკვე. იდიოტებმა რეკლამის გადაღებაც კი აღარ იციან. დაგეგმე შენი მომავალი! ასეთი რეკლამები ბავშვს უნდა გაახმოვანებინო, ენას რომ უჩლექს და სიმღერასავით ამბობს: დაგეგმე შენი მომავალი! დაგეგმე, დაგეგმე, დაგეგმე! გააკეთე ცხრილი, სადაც ყოველი წუთი, საათი, დღე გათვლილი და გაწერილი გექნება. გადაიქეცი კომპიუტერულ პროგრამად, რომელმაც იცის, რომ ოთხი წლის, სამი თვის, თოთხმეტი დღის, ოცი საათისა და ორმოცდარვა წუთის შემდეგ შენ იჯდები სადაც იჯდები, ხელში კალამი გეჭირება და ასეთ წინადადებას დაწერ: QYGე1თ290980MQ5-8-მა სამი ცალი მონეტა ჩაუშვა აპარატში და მონაცემთა ბაზაში აკრიფა: ახლანდელი ასაკი: _ 28 წელი სასურველი ასაკი _ 24 წელი სქესი: _ მამრობითი სასურველი სქესი: _ მდედრობითი თვალის ფერი: _ შავი სასურველი თვალის ფერი: _ შავი თმის ფერი: _ მწითური სასურველი თმის ფერი: _ ღია წაბლისფერი სიმაღლე: _ 176 სმ სასურველი სიმაღლე: _ 182 სმ პროფესია: _ ფსიქიატრი სასურველი პროფესია: _ მფრინავი
შემდეგ ღილაკს თითი დააჭირა და ეკრანზე წითელი დაფა გამოვიდა: _ “გთხოვთ დაადასტუროთ აკრეფილი მონაცემები”. დაადასტურა. “გთხოვთ, დაელოდოთ”. დაელოდა. კაბინიდან გამოვიდა QYGe1T290980MQ5-8, მინი კაბა ოდნავ შეისწორა და გზა განაგრძო...
ჩვენ ყველანი დაგეგმილი მომავლები ვართ. რაღაცა დიდმა კომპიუტერულმა პროგრამამ გამოითვალა, რომ ერთხელაც უნდა დავბადებულიყავით. წარმოიდგინეთ, დედამიწაზე რამდენი მილიონი მამაკაცი კვდება უშვილოდ და რატომღაც ასეთებში არ იყო მამაჩვენი. ნუთუ ეს შემთხვევითობაა? კარგი, შემდეგ: _ რამდენ ასეულ აქტს ატარებს საშუალოდ ჯანმრთელი კაცი? რამდენს ღვრის მიწაზე, რამდენს პრეზერვატივში? რამდენი მილიონი სპერმატოზოიდია ერთხელ ჩატარებულ აქტში და მაინც და მაინც ის ერთი შენ ხარ! დაგეგმილები ვართ, ჩვენ ყველანი წინასწარ დაგეგმილები ვართ და მივიღოთ მონაწილეობა გლობალურ დაგეგმარებაში. მე მყავდა ერთი რეპეტიტორი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ კაცობრიობა შესძლებს მიაღწიოს განვითარების იმ დონეს, რომ აღარ იარსებებს ტრანსპორტი და კომუნიკაციის საშუალებები. გინდა ხმა გასცე შენს მეგობარს კონტინენტს გადაღმა? _ გაიფიქრებ და აი, გიპასუხა: _ რავი, ვაარ რა, შენ რავა ხარ, შე ჩემა? იქნებ ნახვა გინდა? რა საჭიროა თვითმფრინავი, ჰოპ და გაქრი აქ, გაჩნდი იქ... არა, ამას არ ჰქვია გაქრი, უბრალოდ აქაც ხარდა იქაც _ ყველგან ხარ. მე სულ მეგონა რომ გიჟი მასწავლიდა და მიხაროდა გიჟი რომ მასწავლიდა. ეს ნიშნავდა ორ რამეს _ რომ მე თავად ვარ ჭკვიანი და რომ აუცილებლად ჩავიჭრები გამოცდაში. ჩემი მიზანი კი სწორედ ეს იყო _ ჩავჭრილიყავი გამოცდაში, რადგან მე ხომ მწერლად დავიბადე?! თითქმის არავინ იცოდა, რომ მწერლად დავიბადე და ვინც იცოდა, ისინი ხელს მიშლიდნენ. აი, ახლა მე მწერალი ვარ და დაზუსტებით ვიცი, რომ ჩემი რეპეტიტორი გენიოსი იყო. იქნებ ის საერთოდ არც იყო რეპეტიტორი, ან იქნებ ის არც არსებობდა? არა, არსებობდა, რადგან ერთად გვაქვს სამი ფოტო გადაღებული. არსებობდა, მაგრამ გენიოსი იყო, ან სულაც ის უცხოპლანეტელი იყო და მოვა დრო, მე გავიფიქრებ და მასთან გავჩნდები. დაგეგმე შენი მომავალი, დავგეგმოთ ჩვენი მომავალი ერთად. ყველა რეკლამაში დიდი სიბრძნეა. ვინც იღებს ის თავად იდიოტია, მაგრამ სცენარისტი ხომ მიგზავნის საიდუმლო ინფორმაციას? ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ რჩეულთათვის. დაგეგმე შენი მომავალი! გგონიათ ეს მართლა ბავშვებს ეხებათ? სისულელეა! ჯერ ერთი, ბავშვის თავიდან მოშორება სხვანაირადაც შეიძლება _ წავა და მოკლავს დედამისი, ერთი საათის ამბავია და მეორეც, ყველა ბავშვის დაბადება წინასწარაა გაანგარიშებული. ამდენ მილიონ ალბათობას გამოცილებული, თუ დასაბადებელია დაიბადება. რეკლამა კი სხვა რამეს გვეუბნება _ დაგეგმე შენი მომავალი! თვითონ აირჩიე ვინ გინდა გახდე და როგორ და როდის. ჩაწერე შენს ბლოკნოტში, რომ ოთხი წლისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შენ კალამი გეჭირება ხელში და დაწერ წინადადებას: _ QYGe1T290980MQ5-8 –მა სამი ცალი მონეტა ჩაუშვა აპარატში... ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ გახდე ის, რაც დაგეგმე, რასაც ყველაფერი შესწირე, რაც შენა ხარ. ხელს მიშლის ტელევიზორი და გადავაგდე, ხელს მიშლის ოჯახი და გავეცალე, ხელს მიშლიან ჩემი ვნებები და მოვიშორებ. უნდა გადავიქცე სხვა, უკეთეს რამედ, ვიდრე ვარ. დაგეგმე შენი მომავალი! დაწექი ტახტზე, მოიკეცე ოთხად და გადაიქეცი საბეჭდ მანქანად, რომელიც წელიწადში ორ რომანს, ოთხ მოთხრობას, ერთ პიესას და ერთ კინოსცენარს დაწერს. ამ პატარა ბინაში უნდა მოხდეს პირველი უდიდესი სასწაული _ ადამიანისგან საბეჭდი მანქანის შექმნა. შემოვა შენი მეგობარი გოგონა და აღარ დახვდები. დახვდება პატარა საბეჭდი მანქანა, რომელსაც, შესაძლოა, ყურადღება არც კი მიაქციოს. _ ნაბიჭვარი გაიქცა! _ იტყვის თავისთვის, შენ კი ყველაფერი გესმის, მაგრამ არ გეცინება, შენ ემოციები არ გაქვს. საბეჭდ მანქანას ემოციები არა აქვს. მერე ბინის პატრონი სადმე მიგაგდებს. შესაძლოა სხვენში, შეიძლება გადაგისროლოს კიდეც, მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარია მიზანი _ შენ წერ, წერ, წერ! ყოველ წელს გამოდის შენი წიგნები. არავინ იცის სადა ხარ, სად ცხოვრობ და რას საქმიანობ. იციან, რომ წერ, წერ, წერ. წლის ბუკერი! წლის წიგნი! და წარმოგიდგენთ წლევანდელ ნობელიანტს ლიტერატურაში... შენ კი ეს ყველაფერი გკიდია. წერ, წერ, წერ...
|