საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საავტომობილო გზა ნახევარი საათით გადაკეტილი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან საავტომობილო გზა ნახევარი საათით გადაკეტილი იყო ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ხმაური იყო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ლაგოდეხიდან იუწყება, კახში მცხოვრებმა ქართველებმა და ლაგოედხის მცხოვრებლებმა დღეს ერთობლივი აქცია გამართეს და საბაჟოს ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები აზერბაიჯანიდან საქართველოში მიმართულებით მომავალ მანქანებს არ ატარებდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტის მიზეზი ის რეგულაციებია, რომელის მიხედვითაც, აზერბაიჯანი საქართველოდან 2005 წელს ზემოთ გამოშვებულ მანქანებს არ უშვებს.
მათი ინფორმაციით, თუ მანქანა "ევრო4"-ის სტანდარტს არ აკმაყოფილებს, აზერბაიჯანში გადასვლის მსურველის საბაჟოზე მანქანის ღირებულების 50%-ის დეპოზიტზე დატოვებას სთხოვენ.
საზღვართან შეკრებილები, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაელაპარაკოს და პრობლემა მოაგვაროს.
"ჩვენ აზერბაიჯანში ოჯახები და ნათესავები გვყავს და მისვლა-მოსვლა გვინდა. თუ ჩვენ არ გვიშვებენ, მაშინ ცალმხრივად რატომ არის ეს, ჩვენც შევზღუდოთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საბაჟოსთან გზა ნახევარი საათი იყო გზა გადაკეტილი, ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა. ამ დროისთვის საბაჟო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
http://www.interpressnews.ge/ge/regioni/32...ketili-iyo.html This post has been edited by tintoreto on 11 Mar 2015, 12:20
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი