ყველაზე ხშირად ქართველი მწერლების ბიოგრაფიების და მათი (ან მათ შესახებ) მოგონებების კითხვისას, ევროპაში ან რუსეთში გატარებული წლებს ვეტანებოდი ხოლმე. პეტერბურღიდამ, მოსკოვიდან, კიევიდან, პარიზიდან, მონპელიედან, ანტვერპენიდან, ბრიუსელიდან, ბერლინიდან და სხვა, არანაკლებ კოხტა ქალაქებიდან სამშობლოსკენ გამომზირალი ჯიგრები.
დავდოთ რაც წაგვიკითხავს, გვსმენია, მოგვწონებია და ხანდახან შეგვშურებია
ვალერიან გაფრინდაევიალი არსენიშვილსნუთუ ჭაბუკნი ვერასოდეს ვეღარ ვიქნებით,
ახალგაზრდობა მშვენიერი ნუთუ გათავდა?
იყო მოსკოვი, სტუდენტობა, ლუდი, წიგნები,
ჩვენ, ორ ანგელოზს, პოეზია მხრებზე გვათოვდა.
ძვირფასო ალი! შენ უთუოდ გემახსოვრება,
ზამთრის ქუჩებში ხეტიალი, ვიწრო ბინები.
ვებრძოდით სიცივს, მარტოობას, უცნობ ცხოვრებას.
მაგრამ ვიყავით შთაგონებით ნაგვირგვინები.
რა დამავიწყებს შენს პატარა ოთახს პრესნაზე.
იქ ტკბილი იყო უძილობა და ჩაი პურით,
როცა ჩვენ ერთად ვქანაობდით ლექსების ზღვაზე!
ნუთუ წარსული დავიწყებამ დაჰფარა მურით?
არა, ჩვენ გვახსოვს ყველაფერი! თოვლში კოცნები,
პუშკინის ძეგლი, ნეჟდანოვას ხმა ნაოცნები!