ამ ღამით რატომღაც კრაუტროკის და ჯაზის ხასიათზე ერთად მოვედი, ამიტომ, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე და Fusion-ით გაჟღენთილი კრაუტროკ ჯგუფ
Ibliss-ის ერთადერთი ალბომი ჩავრთე.
მოკლედ ჯგუფის შესახებ: იგი ხუთი წევრისგან შედგებოდა. ესენი იყვნენ
Rainer Büchel-ი (საქსოფონი, ფლეიტა)
Wolfgang (გიტარა, პერკუსია) და
Norbert (ბასი, პერკუსია)
Buellmeyer-ები,
Andreas Hohmann-ი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და
Basil Hammoudi (პერკუსია, ფლეიტა, ვოკალი)
ჩახედულ ხალხს Hohmann ისა და Hammoudi გვარები შეიძლება ეცნოს, ვინაიდან პირველი Kraftwerk-ის პირველ ალბომზე უკრავდა დასარტყამებზე, მეორე კი Kraftwerkis წინანდელ ჯგუფ Organisation-ის პერკუსიონისტი იყო.
Kraftwerk-ის ადრეული მუსიკიდან მათ აქ მონოტონური, შიზოიდული რიტმები გადმოიტანეს, თუმცა სულ სხვა, ჯაზ-პრიზმაში.
მათი ერთადერთი ალბომი 1972 წელს გამოიცა და სულ ოთხი ნაწარმოებისაგან შედგება. პირველი, Margah, ძირითადად პერკუსიებს მიჰყავს პირველი სამნახევარი წუთი მხოლოდ პერკუსიები ისმის, შემდეგ კი მთელი ჯგუფი შემოდის და ძალიან დინამიკურ ჯაზ-იმპროვიზაციას აკეთებს.
შემდეგი ორი ხანგრძლივი ჯემინგი, Drops და High Life დაახლოებით ერთი სტილისაა, ტიპიური კრაუტროკ რიტმი (აი, ისეთი, ათი წუთის განმავლობაში რომ არ იცვლება და თავისი ცინიზმით რომ ნერვებს გიშლის), გიტარის, საქსოფონის იმპროვიზაციები და მომენტებში ბასილ ჰამუდის ექსტაზური წამოძახილები.
ბოლო ნაწარმოები, Athir, შედარებით მშვიდია; შეიძლება მედიტაციურიც კი ეწოდოს. სადღაც Organisation-ის ან Yatha Sidhra-ს მუსიკას მოგვაგონებს. მიუკედავად იმისა, რომ ამ ნაწარმოებსაც ჯემინგის ატმოსფერო აქვს, დიდი ცდის მიუხედავად, ერთ ზედმეტ ნოტს ვერ უპოვი კაცი. კრაუტროკის ჯაზ-განხრის ერთ-ერთი მწვერვალია!
ჩემი აზრით, ეს ისეთი ალბომია, რომელიც კრაუტროკის ან ჯაზის ნებისმიერ თავმოყვარე მსმენელს უნდა ჰქონდეს მოსმენილი. რათქმაუნდა, სხვებსაც არავის აწყენთ.

ახლა თვითონ ალბომი:
Ibliss - Supernova (1972)ტრეკლისტი:
1. Margah (6:11)
2. Drops (14:26)
3. High Life (13:03)
4. Athir (8:52)
შემადგენლობა:
Rainer Büchel - საქსოფონი, ფლეიტა
Wolfgang Buellmeyer - გიტარა, პერკუსია
Norbert Buellmeyer - ბასი, პერკუსია
Andreas Hohmann - დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია
Basil Hammoudi - პერკუსია, ფლეიტა, ვოკალი
ლინკი:
http://rhayader.avoe.ge/progrockmp3/Deutch...72_-_Supernova/
მიმაგრებული სურათი