კანარის ჩიტი, კანარელი (Serinus canaria), მომცრო ტანის ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია კანარისა (აქედან სახელწოდება) და აზოვის კუნძულებზე, მადეირაზე. XVI საუკუნეში შემოიყვანეს ევროპაში და გავრცელდა როგორც ტიპობრივი "გალიური ფორმა". კარგად მრავლდება ტყვეობაში. გამოყვანილია გალობითა და ექსტერიერით განსხვავებული მრავალი ჯიში. მამალ კანარის ჩიტს მუცლის მხარე ყვითელი აქვს, ზურგის მხარე - მოყვითალო-მომწვანო, დედალს - მომწვანო შეფერილობა. სხეულის სიგრძე 12-14 სმ აღწევს.
ქართულ ლიტერატურაში კანარის ჩიტს ზოგჯერ შეცდომით იადონს უწოდებდნენ. კანარის ჩიტის ერთ-ერთი ქვესახეობაა კანარიასებრი მთიულა (Serinus canaria serinus ), რომელიც გავრცელებულია ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. მცირე აზიაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და ევროპაში (ჩრდილოეთის გარდა). ბუდეს იკეთებს ხეზე. დებს 3-5 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 13 დღე. იკვებება მარცვლეულით. საქართველოში კანარის ჩიტის შემოფრენის ერთადერთი შემთხვევაა აღნიშნული (1896).
კანარის ჩიტის მოვლა სახლის პირობებში.
1.სად დავდგათ გალია?
პირველ რიგში ისეთ ადგილას სადაც სკვაზნიაკი არ შეაწუყებს.

ასევე მოვერიდოთ სამზარელოს,სადაც უსიამოვნო სუნი შეიძლება შეაწუხოს.
ძაღლისგან და კატისგან შორს.კატა თუ გყავთ,საერთოდ არ შეუშვათ იმ ოთახში სადაც გალია დგას.
პირველი 2-3 კვირა ეცადეთ ნაკლებად შეაწუხოთ,რადგან უნდა მიეჩვიოს.ხოდა ამიტომ გალია ოთახის ისეთ კუთხეში დადგით,სადაც ნაკლებად იმყოფებით.
2.გალიას გასუფთავება
კვირაში ერთხელ იმ შემთხვევაში თუ სპეციალურ სილას იყენებთ.
ან 2-3 დღეში ერთხელ თუ კაღალდს იყენებთ.
3. კვება
ერთხელ დღეში 1-2 ჩაის კოვზი. ან 2-3 დღეში ერთხელ
3-4 კოვზი.პირველი ვარიანტი უფრო გამოადგება პატარებს.
საკვები შეიძინეთ ზოომაღაზიაში.
ასევე აუცილებელია ნატურალური საკვაბიდან:ვაშლი,სტაპილო.
მოხარშული კვერცხი 2 კვირაში ერთხელ.ხაჭოც მოსულა,ოგონდ ცხიმიანი არ უნდა იყოს.
მინერალური საკვებიდან აუცილებელია მდინარის სილა.
მტკვარზე ბლომად ყრია.

4. ოთახში გაშვება მოსულა,იმ შემთხვევაში თუ ერთი ჩიტია,ასევე როგორც თუთიყუშების.
მოაშორეთ ოთახიდან ყვავილები,ცხელი საგნები და ასე შემდეგ.
ოთახში გაუშვათ მაშინ როდესაც უკვე მიჩვეულია.ახალნაყიდი არ გაუშვათ.
დანარჩვევნი თქვენ დაწერეთ.
დაწვრილებით,ანუ ყველაზე მეტი ინფორმაცია კანარის ჩიტის შესახებ,ამ საიტებზეა
http://www.canariki.ru/http://canaria.msk.ruhttp://kanareika.nethttp://mybirds.ru/groups/cenar/არსებობს 3 ნაირი კანარის ჩიტი:
1.სიმღერის
2.დეკორაციული
3.ფერადი
ამ 3-დან თითეულის სხვა და სხვა ჯიში არსებობს.
ამ ჯიშებს აღარ ჩამოვთლი.

მე მაგალითად ფერადი მომწონს.მერე რა,რომ არ მღერის,სამაგიეროდ ულამაზესია და უფრო ძვირი ღირს ვიდრე სიმღერის.
სიმღერის კანარის ჩიტი,ძალიან ლამაზად მღერის.უნდა ასწავლოთ ოგონდ.მღერის მხოლოდ მამალი და იმ შემთხვევაში თუ მარტოა.
ესეც ფერადის ჯიშები:


ისე ძალიან მინდა ფერადის ყოდვა. აბა ვის ყავს კანარის ჩიტი?
მოყევით,დააგდეთ სურათები. იმედია ეს თემაც გაიქაჩება.
This post has been edited by nesge on 1 Mar 2009, 03:19
Великие умы обсуждают идеи.
Средние умы обсуждают события.
Мелкие умы обсуждают людей.
©Anna Eleanor Roosevelt
"მელკიე" რომ არ ყოფილიყვნენ ამ სამყაროს უმრავლესობაში ცხოვრება ბევრად უფრო მშვენიერი იქნებოდა. ;)