იყო ახალგაზრდა, უწვერულვაშო, მუდმივად დაჩაგრული ახალგაზრდა ბიჭუნა, რომელსაც არც მატერიალური საშუალება ჰქონდა და არც მრწამსი, რომ თავი გადაეტანა ამ მუხთალ წუთისოფელში.

იგი ქვემო ქართლში, ერთ ღარიბ ოჯახში დაიბადა. ეს ის დროა პიტიახში რომ პიტიახშობდა და სასანიდებში პეროზი ატრაკებდა.

ახალგაზრდა ბიჭუნა ტანჯვასა და წამებაში იზრდებოდა, თანატოლებთან შედარებით ყვევაზე სუსტი, დუხჭირი და უბედური იყო. მეხველუსი ერქვა, საარკინოზშვილი იყო გვარად.
გავიდა დრო. არც ქვეყანას და არც მეხველუსის თავს არაფერი ეშველა. ისევ ისეთი მძიმე დღეები, თვეები, წლები და მაინც, ძალა აღმართს ხნავდა.

ბოლოს მეხველუსი მიხვდა რომ ქვემო ქართლში ვერაფერს გააკეთებდა და საჭირო იყო ეძია ის რაც აქამდე არ ქონდა - ძალაუფლება, ფული, სექსი, ქალები
ადგა და სრულწლოვანებას მიღწეული მეხველუსი სპარსეთს გაემგზავრა.
რამდენიმე წელი დაჰყო იქ, ეთაყვანა ცეცხლს და გახდა მაზდეანი, აღიარა შაითანი და განიკიცხა ქართლსა შინა, მაგრამ უკვე გვიან იყო, ზოროასტრიზმის უკვდავი ძალა მასში ჩაღვრილიყო. მეხველუსი დღითიდღე ძლიერდებოდა, იხვეწებოდა, სწავლობდა, ლამაზდებოდა და ყალიბდებოდა. არაფრისაგან კაცად იქცეოდა. მაგრამ ვაი, რომ ჯიშს ვერა უყვეს რა. ეს იდიოტური ღიმილი მაინც ვერ მოაშლევინეს, სახის მიმიკა ვერ დაუხვეწეს და უნარ-ჩვევების გამოცდა ვერ ჩააბარებინეს
მეტ-ნაკლებად განსწავლული მეხველუს საარკინოზშვილი დაბრუნდა საპიტიახშოში და შუშანიკის წამების შემდეგ მიხვდა რომ ახლა დამდგარიყო დრო მისი ასპარეზზე გამოსვლისა. ამიტომ დაუკავშირდა მეფე ვახტანგს, შეთქმულებით მოკლა პიტიახში და მოახდინა უზურპაცია. თუმცა ვერ იტანდა პიტიახშს, მაინც მის ნეშტთან მივიდა და წითელი ვარდები დატოვა როგორც სიმბოლო ჟამთა ცვალებადობისა. თუმცა პიტიახშის გვამი არავის დაუმარხავს, მისი ნეშთი დიდ მავზოლეუმში დაასვენეს. ხალხს უკვირდა ეს მაგრამ მეხველუსი დუმდა.
მაგრამ ისე მოხდა რომ მეხველუსი ვახტანგ მეფეს არ მოეწონა და მისი მოშორებაც გადაწყვიტა. ამის გამგები მეხველუსი დასუსტებულ სპარსეთს შესცქეროდა, მაგრამ იქ გამოსავალი არ იყო, ვერც ბიზანტია უშველიდა, ვახტანგი კი - მისი ყველაზე ერთგული პარტნიორი - მისი პირველი მოწინააღმდეგე გამხდარიყო. აბა შუაში გაიჭედე და ბევრი მოინდომეო და ახლა ნა Fიგო.
ეეეეე, ზოროასტრიზმის უკანასკნელი მიმდევარი მეხველუსი ეგ კაცი არ იყო ასე ადვილად შეგუებოდა ამ ამბავს. ადგა და ინტრიგები დახლართა, მაგრამ არც გარეშე მტერი აპირებდა მოსვენებას. მეხველუსს მეგობრები ღალატობდნენ. ნინია ბურჯიაშვილი და ირკლოს ალსანიშვილი განუდგენ მას... მეხველუსი მიხვდა ჭაობში იყო, მაგრამ მისი ახლანდელი მისია არა ჭაობიდან ამოსვლა არამედ სხვების თავისთან ჩათრევა გახლდათ. გამოუვიდა კიდეც...
ორი წლის შემდეგ...
ერთ დღესაც მეხველუსის ერა დასრულდა. არავინ იცოდა როგორ და რა ვითარებაში გაქრა იგი.. ზოგნი ამბობენ რაღაც 13 წელი მოვიდა და წავიდაო, ზოგნი ამბობენ არტურს ავალონზე ესტუმრა და მალე დაბრუნდებაო, ზოგს არც აინტერესებდა... მაგრამ საერთო ნიჰილიზმს საზღვარი არ ქონდა. ან როგორ არ უნდა ქონოდა?! მეხველუსისათვის პირადი ჭაობი იგივე ქვეყნის ჭაობი იყო, მის წინააღმდეგ მებრძოლები კი მეხველუსის დაობებულ თითებზე გაჩენილი მატლები. მათ უნდა გადააერჩინათ მთელი ქვეყანა?! ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლ ბოროტებისგანვე შობილ მატლებს?! ნინია ბურჯიაშვილსა და ირკლოს ალსანიშვილს უნდა ეხსნა ქვეყანა?! ისინი ხომ მეხველუსზე უარესები იყვნენ?!
ასე გაიწურა ამბავი ძილისპირულისა.
მაგრამ დარჩა ყბადაღებული კითხვა: სად არის ახლა მეხველუსი? ვინს არის იგი? დაბრუნდება?
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.