mamalo
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1363
წევრი No.: 47470
რეგისტრ.: 21-November 07
|
#12812658 · 3 Mar 2009, 14:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წითელ პერანგში - პროფესორი მინასიანი სიახლე — თავფურცელი 14:03 03.03.2009
ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [ირაკლი შენგელაია] არცთუ ხშირად, მაგრამ მაინც ხდება, როცა ქართველთა და სომეხთა ძმობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას მცირე ბზარი უჩნდება ხოლმე. ამ თეზისში ეჭვის შეტანას არ ვაპირებ, მით უფრო, რომ საქართველოში მცხოვრები სომხური თემის თითქმის ყველა წარმომადგენელი, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და უყვარს იგი, ანუ თავს პოლიტიკურ (და არა ეთნიკურ) ქართველად მიიჩნევს. თუმცა, ეს სრულებით არ ნიშნავს საკამათო ვითარებაში გაჩუმებას, რადგან პრობლემების მიჩქმალვა გაცილებით ცუდია, ვიდრე არასასიამოვნო სიმართლის თქმა. ამასთან, რაც არ უნდა საკამათო იყოს წამოჭრილი თემა, ან ერთი (ქართული) ან მეორე (სომხური) საზოგადოების მხრიდან იმის აღნიშვნა არ უნდა დაავიწყდეს არავის, რომ სამხრეთ (თუ ცენტრალური?) კავკასიის სტაბილურობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას. ახლა, უშუალოდ სათქმელს შევუდგეთ. ყოველთვის მჯერა, რომ ერთი პიროვნების მიერ გამოთქმული სადისკუსიო მოსაზრებები გარკვეული ჯგუფის (თუნდაც მცირესი) მოსაზრებებს გამოხატავს. დამაჯერებლობისთვის ერთ-ერთი ასეთი სტატიიდან მომყავს ციტატები, თეზისებად დალაგებული, რომელთა საპასუხოდ ისტორიულ ფაქტებს მოვიხმობ (დავესესხები ისტორიკოსებს).
თეზისი პირველი. ”ლორეს ოლქი აღიარებულ იქნა სომხეთის რესპუბლიკის ნაწილად 1918 წელს, ერთდღიან (?) ომში საქართველოს რესპუბლიკასთან სომხეთის გამარჯვების შემდეგ”.
1918 წლის 7 დეკემბერს სომხურმა მხარემ, თავისი სამხედრო შენაერთების შეტევით, დაიწყო საომარი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, ომის გამოცხდების გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე თავდასხმით. პირველი წარუმატებლობის შემდეგ, როცა ქართული მხარე გონს მოეგო და გაარკვია რა ხდებოდა, სომხურმა ნაწილებმა მარცხი განიცადეს, უკან დაიხიეს და რომ არა კავკასიაში ბრიტანელი სამხედრო წარმომადგენლების ჩარევა, ქართული ნაწილები ერევნის ასაღებად იყვნენ მზად (ყველა სკეპტიკოსს, პირველ რიგში ქართველს, ვურჩევ ამ თემაზე მომუშავე ისტორიკოსთა გამოკვლევებს გაეცნოს). ეს ომი დასრულდა არა ერთ დღეში, არამედ 1918 წლის 31 დეკემბერს.
1919 წლის თებერვალში ქარველ და სომეხ წარმომადგენელთა კონფერენციამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო: შეწყდა საომარი მოქმედებები; სადავო ლორეს ოლქი გამოცხადდა ნეიტრალურ ტერიტორიად; ლორეს სამართავად დაინიშნა შერეული ადმინისტრაცია; ამ ტერიტორიის ბედის გადაწყვეტა სამომავლოდ გადაიდო. ვითარება მკვეთრად შეიცვალა ორი წლით გვიან, 1921 წლის თებერვალში, როცა სამხრეთ კავკასიის სახელწიფოების ოკუპაცია მოახდინა ბოლშევიკურმა რუსეთმა და რის შედეგადაც ლორეს ოლქი ”გადაეცა საბჭოთა სომხეთს”. დავსძენ, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 1921 წლის ”ბოლშევიკური აჯანყება” დაიწყო ”ლორეს ნეიტრალურ ოლქში”.
თეზისი მეორე. ”XIX საუკუნის ისტორიული წყაროები პირდაპირ მიუთითებენ, რომ თბილისი სომხური ქალაქია, სომხური მოსახლეობის უმრავლესობით”.
XIX საუკუნის დასწყისში ქალაქ თბილისში ქართული მოსახლეობის დიდი ნაკლებობა გამოიწვეული იყო ირანის ლაშქრის 1795 წლის შემოსევით, როცა ქალაქის მოსახლეობის ქართული ნაწილი განადგურებულ იქნა, განსხვავებით სომხური მოსახლეობისგან, რომელსაც დამპყრობლებმა ხელი არ ახლეს. ცნობა თეზისის ავტორისთვის: სომხური სახელმწიფოს სუროგატის, ერევნის სახანოს, საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში ფედერაციის სუბიექტად შესვლას, ანუ სამეფო უნიიის ჩამოყალიბებას, მხარს ყველაზე მეტად ინდოეთში (ბომბეიში) მცხოვრებ სომეხთა დიასპორა უჭერდა მხარს, ე.წ. ”შაამირიანის ჯგუფის” მოთავეობით. ბომბეის ჯგუფის მოწინააღმდეგეები, როგორც რუსეთში, ისე სომხურ თემებში, ყოველნაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ქართულ-სომხური რეალური უნიის ჩამოყალიბებისთვის. სწორედ მათ დააფინანსეს (!!!) ირანის შაჰის - აღა-მაჰმად-ხანის, 1795 წლის ლაშქრობა ქართლ-კახეთის სამეფოზე (ნოე ჟორდანია). ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ამიტომაც არ ახლეს სომხურ მოსახლეობას ხელი თბილისში. თუ ვცდები, ღმერთმა მომიტევოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი ერის ტრაგედიის გამოყენება სხვადასხვა ფანტასმაგორიული და თითიდან გამოწოვილი თეორიის ”დასასაბუთებლად” უზნეობაა და სხვა არაფერი.
ახლა დღევანდელ დღეს მოვხედოთ. ”სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკური ვითარება ასეა დალაგებული: აზერბაიჯანს რთული ურთიერთობა აქვს ირანთან (?) და სომხეთთთან; სომხეთს ურთიერთობა არ აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან; საქართველოს რთული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ირანთან (?);
საქართველო არის თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორი, ასევე, რაც მთავარია, აშშ-ის; სომხეთის პარტნიორები არიან რუსეთი, ირანი, არაბული და ცენტრალურ-აზიური სახელმწიფოები”.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ”რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ განხორციელდა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა სომხეთში განლაგებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზებიდან... რუსეთი სომხეთის უახლოესი მოკავშირეა, საქართველო კი - უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფანი... სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირისთვის უარის თქმია შეუძლებელია... სომხეთის პასუხისმგებლობა მეზობელთან განსხვავდება პასუხისმგებლობისგან სტრატეგიულ პარტნიორთან, ამასთან იგი ვერ შეიცვლის ეროვნულ ინტერესებს”...
როგორც ჩანს, რუსეთთან სტატეგიულმა პარტნიორობამ შეაგულიანა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სომხეთის პრეზიდენტი, რომელმაც თავის გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ”აგვისტოს სისხლისღვრა გამოიწვია” საქართველოს პოლიტიკამ. ამის შემდეგ კი, საქართველოში ჩამოსულმა იგივე პრეზიდენტმა (2008 წლის სექტემბერში) თანაგრძნობა გამოხატა ”უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სატრანსპორტო დერეფნის” ტერიტორიაზე ქართველი ხალხის მიმართ და მისი მწუხარება გაიზიარა... უნდა აღინიშნოს, რომ იმავე აგვისტოს ომის დროს საქართველოში მცხოვრებმა სომხურმა დიაპორამ, ყოველგვარი სტრატეგიული გეგმების გაუთვალისწინებლად, საქართველოს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა...
თეზისი მესამე: ”დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე არის მრავალი ეკლესია, რომელიც შედის (?) სომხეთის სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციაში”.
საინტერესოა, ვინ დაადგინა სადავო (ვისთვის?) ეკლესიების იურისდიქციის საკითხი? როგორც ჩანს, დაადგინეს იმათ, ვინც ამ რთული სიტუაციიდან გამორჩენას ელოდება. რაც შეეხება პრობლემას, რომ საქართველოში მიმდინარეობს ”სომხური ეკლესიების ნგრევა”, სრული სიყალბეა და სხვა არაფერი.
რას გვპირდება სამომავლოდ სტატიის ავტორი? სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა აიგოს შემდეგ პრინციპებზე: ”საქართველოსთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა; ამასთან, სომხეთი პატივს სცემს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვას; სომხეთის არჩევანი არის ОДКБ, საქართველოსი - NATO”...
რასთან გვაქვს საქმე - არათანმიმდევრულობასთან?.. ახლა, მოკლედ მიმოვიხილოთ, რამდენჯერ დაემთხვა ერთმანეთს რუსეთისა და სომხეთის სტრატეგიული ინტერესები. პირველი ფაქტი: ქართლ-კახეთის სამეფოს დანგრევა; მეორე ფაქტი: რუსული ”ბოლშევიკური არმიის” შემოსვლა საქართველოში და მის ავანგარდში მყოფი ”ორი სომხური პოლკი” (ზურაბ ავალიშვილი); მესამე ფაქტი: რუსეთ-საქართველოს ომის დროს სომხეთის ტერიტორიზე მყოფი რუსული ბაზების გამოყენება რუსული ავიაციის მიერ. ახლა ასეთი კითხვა: ОДКБ-სა და NATO-ს შორის კონფლიქტის შემთხვევაში (რუსული მხარე ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს განიხილავს, არათუ მხოლოდ როგორც მოწინააღმდეგეს, არამედ როგორც მტერს) ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე სომხეთის ტერიტორიიდან (ამჯრად უკვე ОДКБ-ს რუსული ბაზებიდან)?.. თუ ემუქრება, ხომ არ გამოდის, რომ სომხეთ-საქართველოს მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი გზები რუსული (ОДКБ-ს) ტანკებისთვის იგება?..
ავტორი სტატიისა, სადაც ზემომოყვანილი აზრებია გადმოცემული, გახლავთ პარუნ ტიგრან მინასიანი. უკვე აღვნიშნე და ვიმეორებ, რომ მსგავსი მოსაზრებები არაერთხელ გამოთქმულა სომხური საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ. ვერ ვიტყვი, რამდენად შორსგამიზნული გეგმების ნაწილია მსგავსი პუბლიკაციების დროდადრო მოვლინება არა მხოლოდ სომხური, არამედ რუსული (!) მას-მედიის ფურცლებზე, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დემარშები კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის ხელს არ უწყობს.
კიდევ ერთი ფაქტი ისტორიიდან. ის საშინელება, რაც სომხურ მოსახლეობას თავს დაატყდა (თუ დაატეხეს) თურქეთის სამოქალაქო ომის პერიოდში (1915-1916 წლებში) შეუძლებელია მშვიდად აღიწეროს. მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება, თუ როგორ აქეზებდნენ იმჟამინდელი კავკასიაში მომსახურე რუსეთის იმპერიის სამხედრო თუ საიდუმლო სამსახურების მაღალჩინოსნები სომხურ სააზოგადოებას, ”ფედაინთა” რაზმების მომზადებაში, თურქეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილების მისაღებად. ეს რაზმები სამხედრო მომზადებას თბილისში გადიოდნენ. შემდეგ კი, როდესაც ბრძოლებმა ცხარე ხასიათი მიიღო და მას მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირებოდა, რუსმა სამხედროებმა, როგორც სჩვევიათ, გავეშებულ ოსმალებს ხელთ შეატოვეს დაუცველი ადამიანები. ოსმალების აღშფოთება ვერ ჩააცხრო ქემალისტურ რევოლუციაში ”მლადოთურქების” თანამებრძოლ სომეხ ოფიცერთა თავდადებამ. და კიდევ ერთი - სომხურ სამხედრო წრეებში რამდენიმე მაღალი ჩინის ოფიცერი 1918 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების სასტიკი წინააღმდეგი იყო.
ეს მცირე წერილი არ წარმოადგენს კონკრეტული პიროვნებისთვის გაცემულ პასუხს. იგია არის ცდა იმისა, რომ ქართულმა და სომხურმა საზოაგდოებამ მიაღწიოს შეთანხმებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს სპეკულაცია ქართულ-სომხური ისტორიული ურთერთობების ზოგიერთ საჩოთირო მომენტზე. ყველა მხარემ უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება ისტორიის საკუთარ თარგზე ჭრა-კერვა. საქართველოსა და სომხეთს არა ფსევდოისტორიულ იწილო-ბიწილოში მოჩვენებითი წარმატებისთვის, არამედ გაცილებით დიდი მიზნისთვის, თავისუფლებისთვის აქვთ მისაღწევი... ამას კი უდიდეს ძალისხმევასთან ერთად მოკავშირეობა ესაჭიროება...
|