#12813356 · 3 Mar 2009, 15:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თქველენი აზრი მაინტერესებს.
ჩემის აზრით საქართველოში პირველ რიგში საზოგადოების კრიზისია და არა მთავრობის (არ მიყვარს სიტყვა ხელისუფლება-უფლებები მე მაქვს და მთავრობას კიდე ვალდებულებები აქვს ჩემს წინაშე, და არა პირიქით). და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელი ძლიერი და თავისუფალი სასამართლოს გარეშე. მმართველობის სისტემას არ აქვს მნიშვნელობა დემოკრატია იქნება თუ ავტოკრატია, ქვეყნის მთავრობა ყოველთვის უნდა ასრულებდეს საზოგადოების დაკვეთას, მხოლოდ ამ შძემთხვევაში არის ეგეთი მთავრობა წარმატებული. დამოუკიდებელი სასამართო არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც აძლევს საზოგადოებას დაიმორჩილოს მთავრობა, მითუმეტეს თუ დემოკრატიული მმართველობის (ანუ ხალხის მმართველობის) სისტემა ავირჩიეთ. აქედან გამომდინარე ხომ არ ჯობია რომ, ჩვენ ვისაც გათავისებული გვაქვს ჩვენი უფლებები და მთავრობი ვალდებულებები, გაუზიაროთ ეს მარტივი აზრები გვერდზე მყოფ ხალხს და ამით დავეხმაროთ ქვეყანას საღი და თავისუფალი საზოგადოების შექმნაში.
მგონი ქვეყნის გადამრჩენი მთავრობის ძებნას ჯობია, ძლიერი საზოგადოება შევქმნათ და შესამისათ ძლიერი, ხალხისადმი მორჩილი, მთავრობა, ვიდრე რევოლუციები ვაწყოთ. ძლიერი და თავისუფალი საზოგადოება ყოველთვის იზიდავს ხალხს, და შესაბამისად ძლიერდება მისი გავლენა, აქედან გამომდინარე მოგება იმედია ყველასთვის გასაგებია.
რაც უფრო მეტი ადამიანი გაითავისებს საკუთარ უფლებეს და სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებეს მის წინაშე მით უფრო ძლიერი სახელმწიფო გვექნება.
|