piccolinaიძულებით გადაადგილებულ პირებზე არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩვეულებრივი პროცედურა ასეთია:
1. გჭირდება დაბადების მოწმობა და მისი ქსეროასლი
2. გჭირდება 2 ფერადი ფოტოსურათი 3x4-ზე, ე.წ. ბიომეტრული. ე.წ. იმიტო, რო ეგრე ეძახიან, თორე არ იღებენ აქ ბიომეტრულ ფოტოებს. უბრალოდ მიდიხარ სადმე, სადაც ფოტოებს იღებენ და ეუბნები "პასპორტის სურათი მინდა"

3. ზემოხსენებული სურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე, წესით და რიგით თვითონ ჩაგიწერენ, იქვე სადაც სურათს გადაიღებ.
4. პასპორტის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც უნდა გადაიხადო ბანკში, სახალხოში გინდა თუ არაო, ეგრე ამბობენ, მარა მე სტანდარტში გადავიხადე თავის დროზე და პრობლემა არ ყოფილა, მიდი ნებისმიერ ბანკში და იკითხე თუ შეიძლება თქვენთან პასპორტის ღირებულების გადახდათქო. ფასებს რაც შეეხება, ეგ დამოკიდებულია რამდენ გვერდიანი პასპორტი გინდა (რაც მეტია მით მეტი ვიზა დაეტევა) და რამდენად სწრაფად გინდა. მე როგორც მახსოვს სადღაც 40 ლარამდე გადავიხადე 40 გვერდიან პასპორტში, რომელიც სტანდარტულ ვადაში (მგონი 10 დღე, არ მახსოვს ზუსტად) დამიმზადეს.
5. ადგილზე შეავსებ განაცხადის ფორმას. ჩააბარებ ამ დოკუმენტებს და როცა დაგიბარებენ მაშინ მიხვალ კუთვნილი პასპორტის წამოსაღებად.
რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა მიხვიდე ამ პროცედურის ჩასატარებლად: უნდა მიხვიდე იმ რაიონის სამოქალაქო რეესტრში, რომელშიც ხარ ჩაწერილი. მე მაგალითად ბუდაპეშტზე არსებულ ფილიალში ავიღე პასპორტი, შენ თუ არ იცი სად უნდა მიხვიდე, წესით 09-ში ეცოდინებათ საცხოვრებელი ადგილი რომ უთხრა. თვითონ სამოქალაქო რეესტრის საიტი ესაა;
http://www.cra.gov.ge/ მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო გათიშულია

ხვალ ცადე აბა, შეილება შაბათ-კვირას სერვერი გაითშა და გავა ხვალ ადმინი სამსახურში და მიხედავს იმედია

წარმატებები

P.S. არაფრის

P.P.S.
http://www.justice.gov.ge/xshirad%20dasmuli%20kitxvebi.html აქაც შეიარე და რა საბუთების წარდგენაა საჭირო საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად? <-- ეს ნახე, მანდ კი წერია რო პირადობის მოწმობის დედანიო, და დაბადების მოწმობა ნახსენები არაა, მაგრამ როგორც მახსოვს მე მივიტანე.
This post has been edited by Gode on 9 Mar 2009, 01:13