ამონარიდი ნოღაიდელის ინტერვიუდან:
არ მინდოდა კიდევ აქცენტის გაკეთება ამ დაღლილზე მაგრამ არ გამოდის ალბათ პასუხის გაუცემლობა....
ზ.ნ.
ახლა მე ვიცი საზოგადოებრივი განწყობა, გეგმები ორივე მხრიდან და ვიცი, რომ ყველაფერი დამთავრდება წარმატებით.
კითხვა:
თქვენ დაიკავეთ ნიშა, რომელიც აქამდე, შეიძლება ითქვას, თავისუფალი იყო, ვგულისხმობ ელექტორატს, რომელსაც რუსეთის მიმართ „ნაზი გრძნობები“, ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ შემორჩა. ისინი, ამ ხნის განმავლობაში იგნორირებულნი იყვნენ და არც ლიდერი ჰყავდათ. რამდენად მრავალრიცხოვანია ეს ელექტორატი და რისი იმედი გაქვთ? ამის გამო, თქვენ არა მხოლოდ ხელისუფლებიდან, ოპოზიციიდანაც შეგამკეს მოღალატის ეპითეტებით...
ზ.ნ. (დაღლილი, რა თქმა უნდა)....
ეს ელექტორატი იგნორირებული არ ყოფილა, უბრალოდ, აქამდე ჩუმად იყო. საქართველოში მოდაში იყო ყოველ გამოკითხვაში უნდა გეთქვა, რომ რუსეთი არის მტერი და ნებისმიერი გამოკითხვის შდეგად ჩანდა, რომ თითქოს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა 2–3%–ს უნდოდა. ბოლო გამოკითხვებით, უკვე, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა უნდა 70%–ს. თქვენ რა გგონით ხალხის განწყობა შეიცვალა? არა, ეს ხალხი აქამდე იყო ჩუმად. ადამიანებს მობეზრდათ ეს უაზრო კონფრონტაცია, რამაც საქართველო დაანგრია და დაშალა. ადამიანებს უნდათ და ელოდებიან გეგმას, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს – საქართველო იყოს დამოუკიდებელი და ერთიანი, რომ მათი პრობლემები მოგვარდეს და მათ ოჯახებში დაბრუნდეს კეთილდღეობა.
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9118დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდა ორჯონიკიძეც როდესაც მე- 11-ე არმიას მოუძღოდა. "ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე"
დიახ, მე კიდევ ვიმეორებ რომ ესენი თვლიან იმ ადამიანებზე რომლებსაც 37 მანეთიანი ბილეთები ენატრებათ, დაიღალნენ, რომელთაც გონიათ რომ ბორჯომის და მანდარინით ისევ ავშენდებით. რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს რუსები მეორე დღესვე უკან დაგვიბრუნებენ და ........ (სამწუხაროდ ბევრია)
თურმე ადამიანები არიან ჩუმად და გეგმას ელოდებიან.....
ამიტომ ბრძოლა , რადგან ამათ თუ თავი დაუხარა ახალგაზრდობამ, ნეხვში იცხოვრებენ მთელი ცხოვრება, ესენი კი გაიკეთებენ თავის საქმეს.....
მე არ ვიცი ვინ არის ჩუმად, მაგრამ ვიცი რომ ახალგაზრდა თაობასთან ერთად ,სწორედ ის ადამიანები რომელიც ვიღაცას გონია ჩუმად არის, დაუსვამენ წერტილს ასეთ განწყობებს საბოლოოდ!
პეტრე მამრაძისეული ნოსტალგია რუსეთის სიძლიერეზე და მეგობრობაზე უნდა დასამარდეს!