#12896563 · 10 Mar 2009, 13:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი რამ მინდა ვთქვა. კი, მართალია რომ მიშას ხელისუფლებიდან საკვანძო ფიგურები წამოვიდნენ, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, ალასანია და კიდევ ბევრი წვრილფეხობა. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება რომ მიშას ხელისუფლება რაღაცნაირად ისევ დგას....ანუ ახალი სისხლის გენერირებას მაინც ახერხებს. ეხლა მიშას პროპაგანდაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ეს ასეა. ანუ რა ხდება...მიშასგან ხალხი გარბის, მაგრამ სხვა ხალხი ავსებს ცარიელ ადგილებს. ედუარდის ხელისუფლებამ ამ პროცესს ვერ გაუძლო, და პირველივე ტალღამ დაამხო ის ხელისუფლება, მართლაც გაიხსენეთ, ჟვანიამ და სააკაშვილმა (ბურჯანაძე იმ დროს პარლამენტის თვმჯდომარედ რჩებოდა) დააქცია ედიკას ხელისუფლება. ისინი პირველები იყვნენ ვინც თავისი ნებით განუდგნენ ედიკას. ანუ ედიკას ხელისუფლებამ ვერ გამონახა რეგენერაციის რესურსი, ხოლო მიშას ხელისუფლება ჯერ-ჯერობით მარჯვედ ახერხებს ამას. იუზერებო, მე მაინტერესებს ამ პროცესის ცოტა სიღრმისეული ანალიზი.
This post has been edited by armagedonidze on 10 Mar 2009, 13:45
|