კადრების ასეთი ხშირი გადადგომები, მოხსნები, სასწავლებლად გაშვებები რისი ბრალია თქვენი აზრით..
საქართველოს ხელისუფლება ლპება, ნელ-ნელა იხრწნება და ყველანაირი რესურსი ელევა...
საბოლოო ჯამში თავდაცვის მინისტრად ალბათ მართლა მამულიჩას ვიხილავთ (პიროვნულად არანაირი შეხება.. თუნდაც პეტრე იყოს ვიღაც)
ამდენი გადადგომა. შეუძლებელია ყველა ცუდი აღმოჩნდეს და მხოლოდ რამოდენიმე კაცი იყოს პატრიოტი და საქმის პროფესიონალი.. ანარადა სანამ დანიშნავ შე კაცო მანამდე არ იცი ვის ნიშნავ??? ერთ-ორ თვეში რომ ბრაკი პროდუქციისავით გვიბრუნებ მოქალაქეებს..
მოკლედ მთავრობაში რომ ,,ზნაჩიტ ბუდეა,, და რაღაც რიგზე არ არის ფაქტია..
ეხლა რა.. ამით იმის თქმა კი არ მინდა..
ძირს პირსისხლიანი რეჟიმი და ა.შ.
ეს ფაქტი არ მიხარია ვიგინები.. © გაჩეჩილაძე
საქართველოს ეხება და იმიტომ... ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილი იქნება მთავრობაში, კუკავა თუ ღობეგლეჯიაშვილი... მთავარია საქმე გაკეთდეს..
მთავრობაში რომ რაღაც არ არის წესრიგში ეს ნათელია... ამას კოკა-კოლას თავსახურივით დახსნილი კადრებიც მოწმობს..
მაგრამ... ოპოზიციაშიც ვერ ვხედავ ვინმეს რომელსაც რაღაც რეალური გეგმა აქვს ქვეყნის განვითარების..
დარბიან აქეთ იქით დაპანიკებული ბავშვებივით და ხმის იოგების ვარჯიშის მეტს არაფერს აკეთებენ..
ამ კავკასიაში კიდევ.. გრაფიკი მაინც შეცვალონ კაცო..
თორემ ასე მგონია ჩანაწერებს ვუყურებ ხოლმე პირდაპირ ეთერში
ჰოდა კითხვა
არ შეიძლება ყველა რომ გადადგეს????
ანარადა.. ავაფეთქოთ სახელმწიფო... © ანარქისტი ანანია..
არა.. ეს კითხვა არ არის..
აი კითხვა: კარგი, წავიდა პირსისხლიანი ხუნტა.. მოვიდა ოპოზიცია..
რა ხდება მერე.. რა იქნება პრიორიტეტები. როგორ განვითარდება ეკონომიკა. თავდაცვის სფერო. როგორ მოგვარდება სოციალური პრობლემები..
მომხრეებო..
სადღაც შუაში ვარ გაჭედილი..
ცუდს და უარესს შორის არ მინდა არჩევანი და კარგი არ იცით არავინ???
This post has been edited by ozzy_ka10 on 10 Mar 2009, 13:14
ცოტა ნელა ილაპარაკე.. ###ზე დაკიდებას ვერ ვასწრებ..
--------