#26905391 · 14 Aug 2011, 21:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები?
ზოგს საკუთარი მშობლები არ უყვარს და იესო მტრების სიყვარულს შვილობის აუცილებელ პირობად დებს! ბევრს შეუსრულებელი ჰგონია ეს მოთხოვნა ... ზოგს სისულელედ მიაჩნია ...
მაშ ასე ...
43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა (ძველ აღთქმაში, ანუ თანახში): გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
(ამ მოქმედებებს ბევრი ქრისტიანი ახლობელზე არ აკეთებს, იესო კი მტერზე ითხოვს)
45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?
48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა (მათეს მე-5 თავი)
იესომ რამდენიმე მიზეზი დაასახელა ... თუ რატომ უნდა გვიყვარდეს და დავლოცოთ ჩვენი მტრები, მდევნელები და ნერვებზე მომშლელები ... ეს მიზეზებია:
1). ღმერთის შვილები ჰგვანან მამას, მას კი თავისი ქმნილება გამონაკლისის გარეშე უყვარს!
2). წარმართებს და ურჯულოებს (სატანის სფეროს ჰომოებს) უყვართ თავიანთი მოყვარულები. ასეთები თუ იქნებით თქვენც, სადღაა ღმერთის ბუნებაო? მაგათგან რითი განსხვავდებითო?
3). ქრისტიანი ისეთივე სრულქმნილი უნდა იყოს როგორც ქრისტე ... 124-ჯერ წერია ახალ აღთქმაში: ქრისტეში, მასში, რომელშიც ... თუ ქრისტეში ვართ, მისი თვისებები უნდა გვქონდეს ...
კიდევ არის ერთი მიზეზი ...
აბა დაფიქრდით და დაასახელეთ ეს მიზეზი ... ბიბლიაში პირდაპირ არ წერია ... სულში იხსნება ... და სწორედ ეგაა ჩემი აზრით ერთერთი მთავარი მიზეზი ...
This post has been edited by Hammerfest on 14 Aug 2011, 21:15
|