ეხლა ოპოზიციის პროპაგანდის მეინსტრიმი ასეთია: რუსეთს უნდა სააკაშვილის შენარჩუნება პოსტზე და ამისათვის ის ხანდახან ოპოზიციის მხარეს გამოდის ამ უკანასკნელის დისკრედიტაციისათვის, ხან კი სამხედრო პოლიტიკურ გამწვავებაზე მიდის სააკაშვილთან ერთად რათა მტრის ხატი გაძლიერდეს და სააკაშვილის პოზიციები გაამაგროს.
მაგალითად ამას ამბობდა გუშინ გრეჩიხასთან სოსო ცისკარიშვილი, დაჟე 2007 წლის 5 ნოემბერს გამოვიდაო ლავროვიო და ოპოზიციას დაუჭირა მხარიო, და ამით მიშას გაუგორა კოჭიო.
თუ ასეთი შეთქმულებების თეორიას მივყვებით, მაშინ გადავდგათ კიდევ ერთი ლოგიკური ნაბიჯი, და ვთქვათ:
რუსეთი იმიტომ აქებს ოპოზიციას, რომ რომ ხალხი მიხვდეს იმას, რომ სინამდვილეში ოპოზიციის დისკრედიტაციას აქვს ადგილი, და საბოლოოდ მართლაც ოპოზიციას დაუჭიროს მხარი......რა, არ წავა ასეთი პოლიტხუჭუჭა ვერსია ბატონო ცისკარიშვილო, ხუხაშვილო და ა.შ? ანუ დავუშვათ უფრო ტონკი თამაშს აქვს ადგილი
This post has been edited by armagedonidze on 11 Mar 2009, 12:34