საქართველო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.თბილისში ევროპის სამაუწყებლო კავშირის ულტიმატუმს არ ეთანხმებიან.
ევროვიზიის კონკურსის ხელმძღვანელობამ საქართველოს ტექსტის ან სიმღერის შეცვლა მოსთხოვა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელ დირექტორ სვანტეს სტოკსელიუსს საპასუხო წერილი უკვე გაუგზავნა.
"გვაქვს პატივი,კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა თქვენსა და ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მიმართ და ამავდროულად აღვნიშნოთ,რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ეთანხმება თქვენს გადაწყვეტილებას,რადგან არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ,რომ სტეფანეს და 3 გოგოს მიერ შესრულებული სიმღერა Put In Disco არ შეიცავს პოლიტიკურ განცხადებას.
აქვე მინდა გაგახსენოთ 2007 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ფინეთი),როდესაც მაყურებლის წინაშე ებრაული ჯგუფი Teapack წარდგა.ამ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ კლიპში რაკეტები დაფრინავდნენ და ტექსტიც საკმაოდ ორაზროვანი იყო,თუმცა საბოლოოდ სიმღერა კონკურსზე მაინც დაუშვეს, რადგან ორაზროვნება ,,ბრალის" ან ,,ავი განზრახვის" ფორმალურ მტკიცებულებად ვერ მიიჩნეოდა.
ასევე შეგახსენებთ უკრაინელი კონკურსანტის ვერკა სერდიუჩკას მიერ შესრულებულ სიმღერასაც - Dancing Lasha Tumbai, რომელსაც რუსული მხარისგან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მიიჩნევდნენ,რომ მომღერალი ამ სიმღერით რუსეთს ემშვიდობებოდა,თუმცა ლასჰა ტუმბაი – ,,ავთქვიფოთ ნაღები" ნიშნავს.ამ შემთხვევაშიც სიმღერა ორაზროვნად იყო გაგებული,თუმცა საბოლოოდ,კონკურსზე კომპოზიცია მაინც გაჟღერდა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს,რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე,რომელიც წელს მოსკოვში ტარდება,მასპინძელი ქვეყნისგან არ ხორციელდება პოლიტიკური ზეწოლა,თუმცა უფლებას ვიტოვებთ გამოვთქვათ ეჭვი,რომ ზუსტად ასეთი ზეწოლის შედეგია თქვენი პოზიცია.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს სიმღერის ტექსტის შეცვლას და უარს ამბობს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობაზე"– ნათქვამია მიმართვაში.
კონკურსის მონაწილეები და პროდიუსერები თვლიან,რომ სამაუწყებლო კავშირმა ვერ მოახერხა პრეტენზიების დასაბუთება.პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს საქართველოს კულტურის მინისტრი.ნიკა რურუა თვლის, რომ გადაწყვეტილება კონკურსის ხელმძღვანელობამ ზეწოლის შედეგად მიიღო.
კონკურსზე სიმღერის საბოლოო ვარიანტის წარსადგენად ბოლო ვადა 16 მარტია.
საქართველოში ,,ევროვიზიის" შიდაშესარჩევ კონკურსში სტეფანემ და 3 გოგომ სიმღერით –Put In Disco გაიმარჯვეს,რასაც სიმღერის ტექსტთან დაკავშირებით კონკურსის მასპინძელი ქვეყნის,რუსეთის პროტესტი მოჰყვა.,,ევროვიზია 2009" მოსკოვში 12 მაისს გაიხსნება.
http://www.eurovision-georgia.ge/ReadMore....21&LanguageID=1 This post has been edited by oscar2009 on 12 Mar 2009, 17:13