
ეგზოტიკური სერიალი ტელეკომპანია Fox-სგან, რომელიც 2004 წელს გავიდა პრაიმ ტაიმში და მხოლოდ 21 სერიას მოიცავს, 1 სეზონს.
სერიალი ჰავაიდან, ლამაზი კაცები, ლამაზი ქალები, მზე, პლიაჟი, სერფინგი, სასიყვარულო თავგადასავლები, ოჯახური სიტუაციები...
კაშკაშა სერიალი ჰავაის მზიანი კუნძულის ვნებებზე და ინტრიგებზე . სიუჟეტის ცენტრშია ჯეისონი, დაბადებული იქაურ მიწაზე , განკუთვნილს სიყვარულისთვის და რომანტიკისთვის. ის ფეშენებელური სასტუმროს პრ განყოფილების უფროსია. მას მერე რაც სასტუმროს გენერალურ დირექტორად მის ყოფილ შეყვარებულ ნიკოლს დანიშნავენ, ის ძალიან წუხს სამსახურში შექმნილი უხერხულობის გამო , მაგრამ აღმოჩნდება რომ მათ შორის ყველაფერი ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის...
იდეის ავტორი გახლავთ Peter Elkoff
ჟანრი კი: Drama/Romance
სერიალში მონაწილეობა მიიღეს თქვენთვის კარგად ცნობილმა მსახიობებმა, კერძოდ კი:

Kristoffer Polaha A.K.A. Jason Matthews (21 episodes) თამაშობს სხვა და სხვა სერიალებში და ფილმებში.
მისი გმირი: სერიალის მთავარი გმირი, რომელიც სასტუმროს მენეჯერია და ნიკოლის ყოფილი ბოიფრენდი, თუმცა...

Brooke Burns A.K.A. Nicole Booth (21 episodes) ცნობილი გახდა სერიალით Baywatch, თუმცა მას მერე რამდენიმე ფილმშიც ითამაშა და რამდენიმე სერიალში სტუმრადაც იყო.
მისი გმირი: კიდევ ერთი მთავარი პერსონაჟი სერიალში, სასტუმროს ახალი დირექტორი და მილიარდელის შვილი, ასევე ჯეისონის ყოფილი გელფრენდი.

James Remar A.K.A. Vincent Colville (21 Episodes) ცნობილი გახდა სერიალებიდან: სექსი და ქალაქი, იერიქონი და სხვა მრავალი ფილმი.
მისი გმირი: სასტუმროს მეპატრონე, რომელიც შეყვარებული იყო ნიკოლის დედაზე.

Corey Sevier A.K.A. Gabriel Miller (21 Episodes) ცნობილი გახდა საბავშო სერიალიდან ლესი, რომელიც რუსთავი ორმაც აჩვენა.
მისი გმირი: მაშველი, რომელიც სერფინგითაა გატაცებული

Nikki Deloach A.K.A. MJ Bevans (21 Episodes)
მისი გმირი: სასტუმროს ოფიციანტი, ცდილობს გახდეს დიზაინერი, რომელიც იწყებს სასიყვარულო ურთიერთობებს კრისთან.

Jay Kenneth Johnson A.K.A. Chris Remsen (21 episodes) მონაწილეობს სერიალში Days of Our Lives
მისი გმირი: ემჯეის ბოიფრენდი, რომელიც ექსტრემალური სპორტის ბიზნესის მფლობელია.

Amanda Righetti A.K.A. Tessa Lewis (20 episodes) ცნობილი გახდა სერიალით The O.C. და ახლა The Mentalist-ით ახარებს გულშემატკივრებს.
მისი გმირი: ყოფილი მსახიობი, რომელიც მიზნის მისაღწევად უარს არაფერზე ამბობს.

Jason Momoa A.K.A. Frankie Seau (21 episodes) ცნობილი გახდა სერიალებით Baywatch და Stargate: Atlantis
მისი გმირი: ის უბრალო ბარმენია, რომელიც ეხმარება მეგობრებს.

Shannen Doherty A.K.A. Alexandra Hudson (11 episodes) ბევერლი ჰილზი 90210-ის და მოჯადოების ვარსკვლავი
მისი გმირი: უილტერის უკანანო შვილი, ნიკოლის ნახევარ და, რომელიც მოაწყობს მამამისთან ერთად შეთქმულებას სასტუმროს ხელში ჩაგდების მიზნით.

Christopher McDonald A.K.A. Walter Booth (6 episodes) საკმაოდ ცნობილი მსახიობი.
მისი გმირი: ნიკოლის მამა, მას სასტუმროს ყიდვა სურს, რომლის მეპატრონესთანაც დაძაბული ურთიერთობა აქვს.

სერიალში ასევე შემოდის დომიკიკ პარსელი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ.

მის გარდა კიდევ რამდენიმე თქვენთვის ცნობილი სახე გამოჩნდება, მაგალითად დენის როდმანი
* * *
Season 1 Episode 1
http://www.alldrives.ge/main/linkform.php?f=1281a58f747dc0f7ლინკი პირველი ეპიზოდის, იმედია მოგეწონებათ