მოკლედ კეთდება ქალთა ვებ გვერდი მინდა სერიოზული გამოვიდეს ამ საკითხში და არ გავდეს აწ უკვე არსებულ მსგავს ქართულ ვებ გვერდებს.
მინდა რჩევა დარიგებები მივიღო ქალბატომებისაგან.
რომელი საკითხი უფრო მეტად აინტერესებთ და რა არის ისეთი თემა რომელიც მეტად გაინტეერსებთ და ქართულ სივრცეში ამ საკითხის არ არსებობის გამო გიწევთ უცხოურ ვებ გვერდზე შესვლა.
მე პირადად რამოდენიმე დამატებითი კატეგორია მაქვს მოფიქრებული რომელსაც ქართულ ქალთა ვებ გვერდებზე ვერ ვხვდებით. აქვე ჩამოვთვლი და თქვენ თუ დამეხმარებით ამ სიის გაზრდაში მადლობელი დაგრჩებით.
1) როგორც ქართველ ისე უცხოელ დიზაინერთა პირადი ინფორმაცია, ასევე მისი სამოდელო ჩვენებები. და ნამუშევრების კოლექცია და მასთან დაკავშირებული სიახლეები.
2) გამოჩენილ მოდელთა ბიოგრაფია, მისი ფოტოგალერეა და ა.შ.
3) მსოფლიოში პოპულარული ქალბატონების ისტორიები, მისი ბიგრაფიები, ასევე მისი პირადი პარფიუმერია და სხვა მსგავსი საკითხები.
4) ინტერვიუები ქართველ ქალბატონებთან (რათქმაუნდა პოპულარულებთან) ონლაინ რეჟიმში (ეს უფრო სამომავლოდ)
ეხლა მეტი არ მახსენდება. თუ კიდე გავიხსენე ან მოვიფიქრე დავწერ. იქნებ თქვენც დამეხმაროთ ამ იდეის დახვეწაში
ვებ გვერდის მისამართი კი იქნება
Qali.Ge რომელიც ჯერ-ჯერობით გამორთულია.
პ.ს. მემგონი სწორად გავხსენი ეს თემა თუ არა გადაიტანეთ შესაბამის განყოფილებაში