ვერ ვნახე თემა, არადა ვფიქრობ, იმსახურებს ეს მრავალტანჯული და უნიჭიერესი მწერალი და პოეტი ცალკე თემას. ახლა ვკითხულობ მის ნაწარმოებს "ამბავი ალექსანდრე ღოღობერიძისა" ერთ-ერთი მოთხრობაა კრებულიდან. ასევე, ინტელექტიც აანონსებს მისი სერიიდან ახალი წიგნის თარგმნას და გამოცემას.
ეს კაცი იყო რეპრესირებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ, გამოვლილი აქვს გულაგები, საყოველთაო აღიარება მოიპოვა 80-იან წლებში, როცა ინგლისურად ითარგმნა მისი ნაწარმოებები, ხოლო საბჭოთა კავშირი კი იმყოფებოდა "პერესტროიკის" ეპოქაში. მას ქონდა კავშირები მწერალ და პუბლიცისტ სოლჟენიცინთან და ბევრი საინტერესო ჩანაწერი არსებობს მასთან მიმართებით.