ჩვენებურად 20 საათზეა
მანსთერი ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთი კუთხეა = იმერეთი
ლენსთერი = ქართლი
ალსთერი = აფხაზეთი
ქონოთი = გურია
((=)) აგერა წინათქმა და ტულუზის ფოტო
გალური ეშხი თუ კელტური ძალა?
საკლუბო, ევროპული, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" მე-13 ფინალს, რომელიც შაბათს კარდიფის "მილენიუმზე", ჭერქვეშ გაიმართება, სანუკვარი წითელი კვართებითა და შორტებით ითამაშებს საფრანგეთის "ტულუზი", ირლანდიის მანსთერი კი საგარეო ფორმას, ლურჯ მაისურებსა და თეთრ ნიფხვებს მოირგებს.
ტულუზს აქამდე ოთხ ფინალში ურაგბია და თასი სამჯერ შეუმართავს, მანსთერს კი სამ ცდაზე ერთადერთხელ უვარგია. რადიკალურად განსხვავებული ყაიდის მეტოქენი ერთმანეთს პირველად ებმიან გადამწყვეტ თამაშში, თორემ ევროპულ ასპარეზზე სამჯერ უკვე გადაყრიან ერთმანეთს და ფრანგებს ორჯერ უმარჯვნიათ.
კარდიფში ფინალი მეხუთედ ეწყობა. წინა ჯერზე, შარშანწინ, სტადიონზე მოქმედ 20 ბარში შეისვა 65 ათასი პინტი "ჰაინეკენი" და 6 500 პიცა შეიჭამა. ტრიბუნათა ოფიციალური ტევადობა 74 618 სავარძელია და ევროპული რაგბის მთავარი საკლუბო ჯახისთვის ყველა ბილეთი გაყიდულია.
ტულუზი ეშხიანი, ფრანგული სტილის განსახიერებაა, მანსთერი კი, ძალისმიერ-ფეხოსნური კელტურისა. ირლანდიელთა შერკინება ნაკრებში თამაშობს სრული შემადგენლობით, ხოლო ფრანგთა რაზმი სარაგბო ინტერნაციონალია. მანსთერს ბოლოჯერ მოძღვრავს დეკლან ქიდნი, რაღაი ნაკრებში დაუწინაურებიათ, ტულუზის კაპიტანი ფაბიან პელუ კი, 2003 და 2005 წლების დარად, თასის შემართვას გეგმავს.
ჰაინეკენის თასი. ფინალი
>>> ტულუზი - მანსთერი
სტად ტულუზენი (სფრ 4)
(ბეკ) 15 სედრიკ ემონსი, 11 ივ დონგი, 14 მაგზიმ მედარი; 13 მალელი კუნავორე ფიჯ, 12 იანიკ ჟოზიონი, 10 ჟან-ბაპტისტ ელისალდი; 9 ბაირონ კელეჰერი ზელ /
(ფორ) 1 დან იუმანი აფრ, 2 ვილიამ სერვა, 3 სალვატორე პერუჯინი იტა; 4 ფაბიან პელუ [კაპ] 5 პატრისიო ალბასეტე არგ; 6 ჟან ბუიუ, 7 ტიერი დიუზოტუარი, 8 შონ სავერბი აფრ -
(მრქ) 22 ვალანტენ კურანი, 21 მანუ აჰოტაეილოა ტონ, 20 ფლორიან ფრიცი / 16 ალბერტო ბასუალდო არგ, 17 ჟან-ბაპტისტ პუ; 18 რომენ მიო-შლუსკი, 19 იანიკ ნიონგა (მწ) გი ნოვე
მანსთერი (ლიმრიქი ქორქი ირლ 6)
(ბეკ) 15 დენის ჰერლი, 11 იან დაულინგი, 14 დაგ ჰაულიტი ზელ; 13 ლიფეიმი მაფი ზელ, 12 რუა ტიპოკი ზელ, 10 რონან ოგარა; 9 თომას ოლირი /
(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 ჯერი ფლენერი, 3 ჯონ ჰეისი; 4 დონქა ოკალაჰენი, 5 პოლ ოკონელი [კაპ]; 6 ალან ქვინლენი, 7 დევიდ ვოლესი, 8 დენის ლიმი -
(მრქ) 22 ქის ერლსი, 21 პოლ ვორვიქი, 20 პიტერ სთრინგერი / 16 ფრენკი შიანი, 17 თონი ბაქლი; 18 მიკ ოდრისკოლი, 19 დონქა რაიანი (მწ) დეკლან ქიდნი
რეფ ნაიჯელ ოუენსი; კიდ: ნაიჯელ ვაითჰაუსი / ჰიუ ვოთქინსი; ვიდ დერიქ ბევანი უელ
შაბ 24/05 კარდიფი, მილენიუმი 20.00 საქ
>>> "ჩელენჯ ქაფის" ფინალი
ვუსთერი ინგ - ბასი ინგ
კვი 25/05 გლოსთერი, კინგსჰოლმი 15.00 საქ (ცოცხლად გლობალზე)
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 23 May 2008, 23:08
მიმაგრებული სურათი