#13159373 · 30 Mar 2009, 12:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
”ოფიციალური ერევანი აქტიურად უნდა ჩაერთოს ჯავახელი სომხების საკითხების გადაწყვეტაში” სიახლე — თავფურცელი 14:47 28.03.2009 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”] ჯავახეთის საკითხის გამწვავებას და მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, ჯავახელ სეპარატისტებთან ერთად უკვე ერევანიც ღიად ცდილობს და საქართველოს შიდა პოლიტიკური დაძაბულობის სათავისოდ გამოყენებისთვისაც ემზადება.
სომხეთის დედაქალაქში, ფონდ ”ჯავახეკის” განახლებული ჟურნალის ”აძარარის” პრეზენტაციაზე, რომელიც ახლახანს გაიმართა, სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა შირაკ ტოროსიანმა განაცხადა, რომ ქართველებს ეჩვენებათ, თითქოს ჯავახეთს საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფა სურს, რომ იქ მოდებულია სეპარატიზმი, მართლა ეჩვენებათ თუ რეალურად ღვივის ჯავახეთში სეპარატისტული ცეცხლი, ამ კითხვას ნათელი მოჰფინა პრეზენტაციის მეორე მონაწილემ, სომხეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა დავით სარქისიანმა, საუბრისა და განსჯის საკითხი რათქმაუნდა ისევ საქართველო და ჯავახეთი იყო.
სარქისიანმა პირდაპირ და დაუფარავად განაცხადა: ”მე არავის მოვუწოდებ ომისკენ, მაგრამ არც ბატკნის როლში და მუდმივად დათმობის პოზიციაში ყოფნაა სახარბიელო. ქართველებსა და სომხებს შორის არასდროს დამყარდება სუფთა, ჭეშმარიტი მეგობრობა, ვიდრე არ გადაწყდება ჯავახეთის საკითხი. იქაურები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ, მაგრამ, რაც სააკაშვილ-ბურჯანაძეს შორის ახლა ხდება, მიუთითებს, რომ საქართველო ამორფულ მდგომარეობაში იმყოფება”.
სარქისიანი უფრო შორსაც მიდის. მისი აზრით, ოფიციალური ერევანი აქტიურად უნდა ჩაერთოს ჯავახელი სომხების საკითხების გადაწყვეტაში. ასევე აუცილებელია ჯავახეთში სომხეთის საკონსულოს გახსნა. და ბოლოს, სარქისიანის განცხადებით, სომეხი ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და მან, შესაძლოა ვითარების შესაბამისად იმოქმედოს.
პ.ს. ისევ ესენი!
რა ვქნათ ხალხნო და ჯამაათნო!
კიდე დიდხანს ვითმინოთ ვერანების გამოხტომანი ამ დალოცვილ მიწაზე? ან სხვა მიწაზე ამ დალოცვილი მიწის წინააღმდეგ?! ებიჯო, წახკაძორს ხომ არ ვედავებით არაა! ხოდა დაგვანებონ თავი, თორე ნეზამეტნი ფეზდეცი ექნებათ და გაედებათ ბაირამ დუდუკში!.....
ფარულად კი მუშაობს იქეთ ჩვენი რამდენიმე კანტორა, მაგრამ ღიად არ ავმუშავდეთ კაცო?! ნუ ვხიჭავთ თვალს, ამ ძალიან საშიშ პრობლემაზე!....
პ.პ.ს. მართალი მსგავსი თემების გახსნა არ მიყვარს, მაგრამ ვნახე და გულს დარდი შემეყარა!....
პ.პ.პ.ს. ტუფი საღებავს როგორ იტანს ნეტა?! ერევნის ფასადებც ხომ არ შეგვეღება?!
--------------------
in hoc signo vinces
|