#8435152 · 7 Feb 2008, 10:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამა წლის 21 დეკემბერს (20 დეკემბერს იმათთვის ვინც გრინვიჩის დასავლეთით იმყოფება) მოხდება მთვარის სრული დაბნელება. ჩემი პლანეტარიუმის მიხედვით (მე ვხმარობ starry night პროგრამას) მთვარის დაბნელება საქართველოში უნდა დაიწყოს დაახლოებით 5 საათზე დილით. ვისაც უნდა ლამაზი სანახაობის ნახვა, არ დაიზაროთ და ადექით. მთვარის დაბნელება ისეთი საოცარი არ არის როგორც მზის დაბნელება, მაგრამ მაინც ლამაზი სანახავია. მთვარე მაგ დროისათვის დაახლოებით იმყოფება დასავლეთის ჰორიზონტის მაღლა, და დაბნელების პერიოდის განმავლობაში ჰორიზონტის უკან ჩადის. ამიტომ ისეთი ადგილი ნახეთ, რომ დასავლეთის მიმართულებით ხეები არ ეფარებოდეს ჰორიზონტს. მთვარის სრული დაბნელების დროს მთვარე მთლიანად შედის დედამიწის მიერ წარმოქმნილ მთავარ ჩრდილში (ასტრონომების ენაზე უმბრა ქვია მაგ ჩრდილს). დაბნელების დასაწყისში დანახავთ რომ დედამიწის ჩრდილი იწყებს მთვარეზე ზედა მარცხენა მხრიდან ჩამოფარებას (ეს აბასთუმანის გრძედიდან და განედიდან დანახულს ვამბობ და საქართველოს სხვა ადგილებიდან დიდი განსხვავება არ უნდა იყოს) და ჩრდილის ზომა სულ უფრო გაიზრდება სანამ მთვარე მთლიანად არ შევა უმბრაში. უმბრაში მთვარეს ექნება მოწითალო ან წითელი ფერი. მთვარის სრული გაქრობა იმიტომ არ ხდება(როგორ მზის დაბნელების დროს მზის "გაქრობა" ხდება) რომ მთვარეზე მაინც ეცემა მზის სხივები რომელის დედამიწის ატმოსფეროში რეფრაქციას (ანუ გარდატეხას) განიცდის და ეს სხივები საკმარისია რომ მთვარე წითლად გაანათოს(იტოგში წითელი ფერის სხივების გარდატეხა ხდება კარგად). სხვათა შორის, ბერძნებმა ჩვენთ წელთაღრიცხვამდე იმით დაადგინეს დედამიწის სიმრგვალე, რომ მთვარის დაბნელების დროს დედამიწის ჩრდილი მთვარეზე რკალისებურ გამმოსახულებას იძლეოდა.
სრული დაბნელების დროს მთვარის გარშემო ვარსკვლავები კარგად გამოჩნდებიან. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მაგ დროს მთვარესთან ახლო იმყოფება სატურნი. სატურნი დაახლოებით იქნება მთვარიდან ზემოთ და მარცხნივ დაახლოებით ისეთ მანძილზე, რაც მთვარის ხილულ ზომას 1.5-ჯერ აღემატება(ანუ კუთხური ზომის ენაზე 1.5 გრადუსის დაცილებით-მთვარის კუთხური ზომა დაახლოებით ნახევარი გრადუსია). თუ მთვარის ირგვლივ ვარსკლავები კარგად გამოჩნდა, სატურნს არ გამაზავთ რადგან მის გარშემო ყველაზე კაშკაშა ვარსკლავი იქნება. ვისაც ტელესკოპები გაქვთ მოიმარჯვეთ. 100 გადიდების ტელესკოპი საკმარისი იქნება, რომ სატურნის რგოლები დაინახოთ. კარგი ტელესკოპით სატურნის 2 ან 3 მთვარესაც დაინახავთ. ბინოკულარში ვერ დაინახავთ რგოლებს, თუმცა მაინც სასიამოვნო დასანახი იქნება სატურნი დურბინდშიც მაგ დროს.
გისურვებთ უღრუბლო ცას და ლამაზი სანახაობის არ გამაზვას.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|