the_lizard_kingხო მახსოვხარ, მაშინ გითახარი არ მაქვს თქო ჩანაწერები მაგრამ ეხლა გავაკეთეთ და დავდეთ მალე კლიპსაც ვიღებთ და რავი მივდივართ წინ

შენ ხომ ხარ კარგად?
* * *
gvelis_wiwilaმოდი მაშინ მე ჩემს არგუმენტებს გეტყვი

მე ვარ ქართველი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აქ დავიბადე და გავიზარდე, ქართულად მივიღე განათლება, სიზმრებს ქართულად ვხედავ შესაბამისად როცა რაიმე თემა მომდის თავში ან რაიმე მინდა ვთქვა ქართულად ვამბობ და ყველაზე კარგად ქართულად გამოვხატავ. არ მინდა ვინმეს შეურაცყოფა მივაყენო მაგრამ ცოტა არ იყოს ყალბად მეჩვენება ინგლისურად მომღერალი ქართველები თან როგორი აქცენტით ალბათ ამაზე არ გვინდა კამათი

)
კაი, შენ ამბობ და ყველა ინგლისურის მომხრე ამბობს რომ საზღვარგარეთ გასვლა და ასე შემდეგ. ძლიან კარგია ეგ ყველაფერი მაგრამ რომელი ჯგუფი გავიდა??? იცით ვინმემ??? ერთადერთი ვიცი ლოლიტები ისიც ტიპმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამას და იმიტო გავიდა (თუ გადის ჯერ კიდევ) და არა იმიტო რომ ინგლისურად მღეროდა... ასე რომ მთავარია ძალისხმევა რასაც საქმეში ჩადებ, მონდომება და არა ენა...
ძალიან ძნელია ქართულად "როკ"-სიმღერის დაწერა და მღერა, ეს ლექსის დაწერაზე ბევრად ძნელია, მე ამ სიძნელეს არ გავურბივარ რამდენად გამომდის არ ვიცი შეიძლება საერთოდ არ გამომდის მაგრამ მაინც მირჩევნია ფსევდო ინგლისურად სიმღერას...

)
P.S. ბოლობოლო გადათარგმნი რა

)