აშშ-ს “რესპუბლიკური” და “დემოკრატიული” პარტიების წევრები ბარაკ ობამას საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე უარის თქმას ურჩევენ.
“ჰერალდ ტრიბუნის” ცნობით, მაღალი რანგის ორპარტიულმა კომისიმ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაცია თეთრი სახლისთვის, სადაც საუბარია რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციამ ამჟამად არ უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს და უკრაინის სწრფვას ნატო-ში, რუსეთთან გამონახოს კომპრომისი აღმოსვალეთ ევროპაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების შესახებ.
როგორც გაზეთი წერს, კომისიის თავმჯდომარები არიან “დემოკრატი” სენატორი კოლორადოდან გერი ჰარტი და “რესპუბლიკელი” სენატორი ნებრასკადან ჩაკ ჰეგელი; წევრები კი - ორი ყოფილი მრეჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბრენთ სქოურკროფტი, რობერტ სი და სხვა გავლენიანი პოლიტიკოსები არიან.
მათ მიერ დაწერილ 30-გვერდიან რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ თეთრმა სახლმა უნდა აღიაროს, რომ “არც უკრაინა და არც საქართველო არ არიან მზად ნატო-ს წევრობისთვის” და აშშ და ნატო-მ უნდა გამოძებნოს სხვა გზები ამ ქვეყნების სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.
გაზეთის ინფორმაციით, ეს რეკომენდაცია შემუშავდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ობამას ადმინისტრაციის გეგმა რუსეთთან ახალი ურთიერთობების (~გადატვირთვის~) დაწყების შესახებ. გარდა ამისა, თეთრი სახლს აღნიშნული რეკომენდაციები ლონდონში ~დიდი ოცეულის~ სამიტის წინ გაეგზავნა, სადაც დაგეგმილია ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა.
რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ დღეს მოსკოვი აშშ-ს ყველაზე დიდი მტერი ვერ იქნება, რადგან რუსეთი, ნავთობზე დაბალი ფასების გამო, ეკონომიკურად ისეთი ძლიერი არ არის, ახალი ცივი ომის დაწყებას გაუძლოს. კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ “ამერიკისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობა, რათა დაცული იყოს ამერიკის საციცოცხლო ინეტერესები~.
კომიისიის წევრების აზრით, ორივე ქვეყნის ხელისუფლება დამნაშავეა ურთიერთობების გაფუჭებაში. სენატორები იმედოვნებენ, რომ ნავთობზე ფასების ვარდნა რუსეთს დასვალეთთან ურთიერთობისთვის უფრო ღიას გახადის, რასაც მოყვება აშშ-ს მხრიდან რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერა.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1არ დაუჯერო ბარაკ, მაგ ახვრებს...
არა, კაცოუ, არაო...